კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა ვერ გაიყო ორმა ქალმა ერთი კაცისგან და როგორ აქცია ქმარმა ყოფილი ცოლი მკვლელად

35 წლის მაკა ჩ-ძე სამართალდამცველებმა ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე დააკავეს საკუთარ სახლში. ორი მცირეწლოვანი შვილის  დედა, რომელიც მძიმე დანაშაულში იყო ეჭვმიტანილი, ოპერატიული სამსახურის წარმომადგენლებს მშვიდად ელოდა, უფრო მეტიც, დაკავებისთანავე განაცხადა, რომ დამნაშავე იყო და საკუთარი ფეხით აპირებდა პოლიციაში გამოცხადებას მას შემდეგ, რაც შვილებს ბებიასთან გაისტუმრებდა. 

  გამოძიების მასალებით, მაკა ჩ-ძე მძიმე დანაშაულში – ახალგაზრდა ქალის მკვლელობაში  იყო ეჭვმიტანილი. ოპერატიული ინფორმაცია 30 წლის ნინო ვ-შვილის მკვლელობის შესახებ პოლიციის განყოფილებაში შემთხვევის ადგილიდან შევიდა. მკვლელობის ადგილზე მისულ სამართალდამცველებს ახალგაზრდა ქალი უკვე გარდაცვლილი დახვდათ – სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ქალის გარდაცვალების მიზეზი თავის მძიმე ტრავმა აღმოჩნდა, რაც მან რკინის კიბეზე დაგორების შედეგად მიიღო. ინციდენტს, რომელიც გარდაცვლილის საცხოვრებელ ბინაში მოხდა, ჰყავდა ორი თვითმხილველი – გარდაცვლილის და და ბიძაშვილი, რომლებმაც გამოძიებას პირველი ინფორმაცია მიაწოდეს. 

 მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით აღიძრა სისხლის სამართლის საქმე. პირველადი მოკვლევით ცნობილი გახდა, რომ ნინო ვ-შვილს დაზიანება მიაყენა მაკა ჩ-ძემ. რა გახდა ორ ქალს შორის ფიზიკური დაპირისპირების მიზეზი, ეს გამოძიებისთვის გარდაცვლილის ოჯახის წევრების დაკითხვის შემდეგ გაირკვა. როგორც მათ განაცხადეს, ნინო ვ-შვილი მაკა ჩ-ძის ყოფილი ქმრის მეუღლე იყო.  ახალგაზრდა ქალები წლების წინ ერთად მუშაობდნენ. მათი ახლობლები იმასაც ამბობდნენ, რომ მაკამ თანამშრომელს თავად გააცნო საკუთარი ქმარი, რომელმაც ნინო ვ-შვილთან ფარულად წამოიწყო რომანი, ექვსი თვის შემდეგ კი ის ცოლად მოიყვანა. ამას  ყოფილ მეგობრებსა და თანამშრომლებს შორის დიდი დაპირისპირება მოჰყვა, მაგრამ, 41 წლის კახა ა-იანმა  ყოფილ ცოლს განუცხადა, რომ ოჯახში დაბრუნებას აღარ აპირებდა და ცოლად ნინო ვ-შვილი შეირთო.  

ამონაწერი მოწმის, მანანა ვ-შვილის ჩვენებიდან:” „მას შემდეგ, რაც კახამ ჩემი ბიძაშვილი შეირთო ცოლად, მაკა რამდენჯერმე მოგვივარდა სახლში და ნინოს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. მისი მდგომარეობიდან გამომდინარე, ამისთვის პასუხი არ მოგვითხოვია, მაგრამ, ინციდენტამდე ორი კვირით ადრე ურთიერთობა უფრო დაიძაბა: მაკამ ნინოს დაურეკა და უთხრა, ჩემმა ქმარმა ოქროს სამკაულები მომპარა და, სანამ პოლიციაში წავალ და ამის შესახებ განვაცხადებ, უკან დამიბრუნეო. ამ თემაზე მეც გავესაუბრე  კახას, რომელმაც მითხრა, რომ სამკაულები არ მოუპარავს და მაკა შანტაჟს უწყობდა. უფრო მეტიც, კახა თვითონ დაუკავშირდა ყოფილ ცოლს და უთხრა: მე არაფერი მომიპარავს, წადი და მიჩივლეო. იმ დღეს, როცა მკვლელობა მოხდა, მეც ნინოსთან ვიყავი სახლში. დღის თორმეტი საათი იქნებოდა, ეზოს კარი რომ გაიღო და მაკა შემოვარდა. ნინო და მისი და მეორე სართულზე იყვნენ, მე კი ეზოში დავხვდი და ვუთხარი, ეზოში ნუ იყვირებ, სახლში შედი-მეთქი. მაკა მეორე სართულზე ავიდა. ჩვენს სახლს რკინის კიბეები აქვს, ძალიან მძიმე კიბეა, ძველისძველი. სწორედ ამ კიბეზე დააგორა მაკამ ნინო, თუმცა, მანამდე მათ შორის ჩხუბი მოხდა. მაკამ ნინოს მოსთხოვა ოქროს სამკაულების დაბრუნება. ამის გამო ისინი შელაპარაკდნენ და ჩხუბი კიბის თავზე გაგრძელდა. მე ქვემოთ ვიდექი, კიბის ბაქანზე კი მაკა, ნინო და ნინოს და, ლელა იდგნენ. მოულოდნელად მაკამ ნინოს ხელი ჰკრა და ნინო კიბეზე დაგორდა. მე მის დასახმარებლად გავიქეცი, მაგრამ, სანამ კიბეს მივუახლოვდი, ის ძირს დაეცა და კეფა რკინის მოაჯირსა და საფეხურს დაარტყა. როცა ახლოს მივედი, მას გონება ჰქონდა დაკარგული. მაშინვე სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის ბრიგადა გამოვიძახეთ. მეზობლებმა პოლიციაში დარეკეს. ინციდენტიდან ძალიან მალე სახლში კახაც დაბრუნდა, რომელმაც მომხდარი ტრადგედია ძალიან მძიმედ გადაიტანა.”        

  გამოძიების მასალებისა და დაკავებულის აღიარების მიხედვით, მაკა ჩ-ძე ნინო ვ-შვილის ბინაში ოქროს სამკაულების მოთხოვნის მიზნით მივიდა და ქალის მოკვლა მას განზარხული არ ჰქონია. „ნინოს მიმართ საშინელი აგრესია მქონდა, მაგრამ, მისი მოკვლა ნამდვილად არ მქონია მიზნად. როცა სახლში აღმოვაჩინე, რომ ნივთები მოპარული იყო, ჯერ კახას დავურეკე, მერე ნინოს და ამ ნივთების დაბრუნება მოვითხოვე. ორივემ, ცინიკურად, შანტაჟისტი და მატყუარა მეძახა. იმ დღეს ნინოსთან ამ თემაზე სასაუბროდ მივედი.   საუბრის  შემდეგ ძალიან ავღელდი. კიბის ბაქანზე ვიდექით, როცა  ნინომ მითხრა: შენზე უკეთესი რომ ვიყავი, იმიტომ გააკეთა შენმა ქმარმა ჩემზე არჩევანიო. ამ სიტყვებმა ისე იმოქმედა, რომ ინსტინქტურად დავარტყი ხელი. ის, როგორც მერე აღვიდგინე, კიბის საფეხურზე მოუხერხებლად იდგა. არ მახსოვს დეტალები, როგორ დაგორდა ის კიბეზე. თითქოს თვალთ დამიბნელდა, ქალის კივილზე გამოვფხიზლდი და იქაურობას გავერიდე,” – განაცხდა დაკავებულმა მაკა ჩ-ძემ.                

 მკვლელობის საქმის პარალელურად, მაკა ჩ-ძის ჩვენების საფუძველზე, სამართალდამცველებმა ოქროს სამკაულების ქურდობის ფაქტზე დაიწყეს მოკვლევა. როგორც სამძებრო ღონისძიებების შედეგად გახდა ცნობილი, მაკა ჩ-ძემ ნამდვილად დაკარგა სამკაულები, რომლებიც, სავარაუდოდ, მისმა ყოფილმა ქმარმა მოიპარა. კახა ა-იანი თავიდან უარყოფდა ჩადენილ ქურდობას, მაგრამ, მას შემდეგ, რაც მაკა ჩ-ძის კუთვნილი ოქროს ბეჭედი კახა ა-იანის ახლობლის ბინაში იქნა აღმოჩენილი, მამაკაცი იძულებული გახდა, ქურდობის ფაქტი ეღიარებინა. ამის შემდეგ გამოძიებამ ის ნივთებიც ამოიღო, რომელთა გაყიდვაც ყოფილ ქმარს უკვე მოესწრო. როგორც მისი აღიარებითი ჩვენებიდან გახდა ცნობილი, კახა ა-იანმა  ყოფილი მეუღლის ბინაში მასთან დაშორების შემდეგ, მალულად შეაღწია თავისი გასაღებით. ვალი მქონდა დასაბრუნებელი და ეს ნივთები იმიტომ გავყიდეო, განაცხდა გამოძიებასთან ბრალდებულმა. ქურდმა ქმარმა ერთი ცოლი დამნაშავედ აქცია, მეორე კი – დანაშაულის  მხვერპლად. 

   სასამართლო პროცესზე ყოფილი ცოლ-ქმარი ერთდროულად წარდგა ბრალდებულის როლში.  სასაამრთლომ გაითვალისწინა მაკა ჩ-ძის მიერ ჩადენილი ქმედების დეტალები, ის, რომ ქალს ნინო ვ-შვილის მოკვლა განზრახული არ ჰქონია და მან შემთხვევით მოკლა ადამიანი. სასამართლომ გაითვალისწინა, რომ მაკა ჩ-ძე ორი მცირეწლოვანი ბავშვის დედა იყო და მას 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ასევე, ექვსწლიანი პატიმრობა შეეფარდა მის ყოფილ ქმარს – კახა ა-იანს,  რომელსაც სასჯელის მოხდა  ყოფილი მეუღლის კუთვნილი ნივთების ქურდობისა და ნაქურდალის რეალიზაციისთვის   მოუწევს.      

 

скачать dle 11.3