კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
სექტემბერი 2019 (99)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)
მაისი 2019 (254)
აპრილი 2019 (201)

32 მილიონის ღირებულების ბრილიანტების გამტაცებელი ქართველი დღემდე „ფებეერის“ ძებნილია

ზღაპრული გამოფენა

1972 წლის 15 დეკემბერს მოსკოვში, ცენტრალური საგამოფენო დარბაზის საექსპოზიციო ნაწილში უნიკალური ბრილიანტებისა და სხვა ძვირფასი ქვებისგან დამზადებული ნაკეთობების გამოფენა გაიხსნა. სულ 150 ნივთი იყო წარმოდგენილი და მაშინდელი შეფასებით 32 მილიონი დოლარი ღირდა, რაც დღესდღეობით, მინიმუმ ექვსჯერ მეტია... საექსპოზიციო დარბაზი, იმ დროისთვის ყველაზე თანამედროვე სასიგნალო მოწყობილობით იყო აღჭურვილი. გარდა ამისა, გამოფენის პერიმეტრს სპეციალური სამხედრო ქვედანაყოფი აკონტროლებდა და ოცდაათი, კარგად აღჭურვილი და მომზადებული ჯარისკაცი თვალმოუხუჭავად დარაჯობდა უძვირფასეს ექსპოზიციას. დახურვამდე ერთი დღით ადრე კი, როდესაც საექსპოზიციო დარბაზში გამოფენის დირექტორი – სტეპან ბერსენევი შევიდა, ადგილზე გაქვავდა. შემდეგ კი ვიტრინებს შორის სირბილი დაიწყო და თან, ყვიროდა: გაგვძარცვეს, გაგვძარცვესო. ბოლოს შუა დარბაზში უგონოდ დაეცა, რადგან ინფარქტმა დაარტყა... იქ მივიდა მაშინდელი გენერალური პროკურორი – რუდენკოც. მცირეხნიანი თათბირის შემდეგ, ამ საქმის გამოძიება უშიშროებამ აიღო ხელში და მას პოდპოლკოვნიკი – ვენიამინ კოლცოვი ჩაუდგა სათავეში. ყველასთვის ნათელი იყო, რომ მძარცველებმა სახურავიდან ჩააღწიეს დარბაზში და იმავე გზით წაიღეს ძვირფასი ექსპოზიცია. თუმცა, რატომ არ ჩაირთო სიგნალიზაცია და რატომ ვერაფერი შენიშნეს შეიარაღებულმა სამხედროებმა, გაუგებარი იყო. თანაც, არსად ჩანდა სამხედროების უფროსი, მაიორი ივან სიდოროვი, რომელსაც დაურეკავს და უთქვამს, ავად ვარ და ვერ მოვალო.

მაიორი სიდოროვი

პოდპოლკოვნიკმა ვენიამინ კოლცოვმა დაუყოვნებლივ დაიწყო მოქმედება და პირადად დაკითხა გამოფენის ყველა შეიარაღებული მცველი და იმ დასკვნამდე მივიდა, რომ ყველა მათგანს ღამის 12 საათიდან 2 საათამდე ეძინა.

– ჩვენ სიდოროვი გვაძლევს „პაიოკს” და როგორც ეტყობა, დასაძინებელი წამალი მასში იყო შერეული, – უთხრა კოლცოვს, სიდოროვის მოადგილემ, კაპიტანმა პავლოვმა.

გამოფენის მცველების ლაბორატორიულმა გამოკვლევამ დაადასტურა, რომ მათ მოკლევადიანი მოქმედების დასაძინებელი ნივთიერება ჰქონდათ მიღებული. „კაგებეს“ ოპერჯგუფმა გაუჩინარებული მაიორის, ივან სიდოროვის ძებნა დაიწყო. თუმცა, ის თავად გამოცხადდა პოდპოლკოვნიკ კოლცოვთან და უთხრა:

– მე მაიორი სიდოროვი ვარ და აღიარებითი ჩვენებით მოვედი.

– გისმენთ, – უთხრა კოლცოვმა, სიდოროვმა კი გააბოლა და თქვა.

– მე ვარ წუხანდელი ძარცვის თანამონაწილე, მაგრამ ამის გაკეთება მაიძულეს.

– ვინ და როგორ?

– ვინ? – არ ვიცი, ხოლო – როგორ? – ახლავე მოგიყვებით. მე მყავს რვა წლის შვილი – გალიჩკა, რომელიც მეორე კლასში სწავლობს. გუშინ დილით სამსახურის წინ ერთი კაცი დამხვდა, ფხვნილით სავსე პარკი მომცა და მითხრა, რომ ეს ფხვნილი შენს ხელქვეითებს უნდა შეურიო „პაიოკშიო.” მან ისიც დამიკონკრეტა, რომ ჩემი გალიჩკა ჰყავს მოტაცებული და თუკი მის მითითებებს არ შევასრულებ, ჩემს გოგონას ვეღარ ვიხილავ. ერთი სიტყვით, იძულებული გავხდი, ასე მოვქცეულიყავი და დღეს, შუადღეზე ჩემი გოგონა მართლაც უვნებელი დამიბრუნეს.

სიდოროვმა, კოლექტივთან ისიც აღიარა, რომ ბოროტმოქმედს სწორედ მან გაუმხილა, თუ როგორ უნდა გამოერთოთ სიგნალიზაცია. ერთი სიტყვით, ჯერჯერობით, ბრალდებული სიდოროვი ერთადერთი მოწმე გახლდათ ბრილიანტების ძარცვის საქმეში და მართალია, ის არ უარყოფდა დანაშაულს, მაგრამ სასჯელის შემსუბუქებას ითხოვდა, რადგან ამბობდა, რომ ეს იყო იძულებითი მოქმედება.

იმპერატორის ბროში

„კაგებემ“ მთელი თავისი აგენტურული ქსელი ფეხზე დააყენა, რომ ბრილიანტების გამტაცებლების კვალისთვის მიეგნოთ, თუმცა ამაოდ. გაფრთხილებულები იყვნენ აგრეთვე იუველირები და ძვირფასი ქვებით მოვაჭრეები. თითოეულ მათგანს გატაცებული ნივთების სრული ფოტოსია ჰქონდა და ვალდებულები იყვნენ, ნივთის გამოჩენის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ ეცნობებინათ „კაგებესთვის“.

ძარცვიდან მეჩვიდმეტე დღეს, ლენინგრადელმა იუველირმა, ოსტაპ კუნცმა კოლცოვს მოსკოვში დაურეკა და უთხრა:

– ამხანაგო პოდპოლკოვნიკო, ერთი საათის წინ, გატაცებული ნივთი, იმპერატორ ნიკოლოზ მეორის ეგრეთწოდებული „ბრწყინვალების ბროში“ მომიტანეს.

– მერე?

– ხვალ დილით ფულისთვის უნდა მომაკითხოს. მოვილაპარაკეთ, რომ 10 000 მანეთად შევიძენ და ამაზე შევთანხმდით.

ამ საუბრიდან ზუსტად ორსაათ-ნახევარში, პოდპოლკოვნიკი კოლცოვი და მისი ოთხი ხელქვეითი ინკოგნიტოდ ეწვია იუველირ კუნცს. პოდპოლკოვნიკმა ბროში გულდასმით დაათვალიერა და იუველირს უთხრა:

– ხვალამდე თქვენთან დავრჩებით.

მეორე დღეს, დილის 10 საათზე ოსტაპ კუნცის ბინაში „კაგებეს“ თანამშრომლებმა 39 წლის ილარიონ კუკუშკინი დააკავეს, რომელიც ფულის წასაღებად იყო მისული. მას არც წინააღმდეგობა გაუწევია ორგანოს თანამშრომლებისთვის, არც გაქცევა უცდია და გაკვირვებულმა უთხრა მათ:

– რაშია საქმე, მეგობრებო, რა ხდება?

– თქვენ ბრალი გედებათ მსხვილმასშტაბიან ძარცვაში, – უთხრა მას კოლცოვმა და ჰკითხა, – „ბრწყინვალების ბროში“ თქვენთან საიდან მოხვდა?

– საკომისიო მაღაზიაში შევიძინე, 2 400 მანეთად, – მშვიდად  მიუგო „კაგებეს“ გაოცებულ პოდპოლკოვნიკს ილარიონ კუკუშკინმა.

– საკომისიოში? – გაიმეორა კოლცოვმა.

– დიახ, საკომისიოში. ერთი კვირის წინ საკომისიოში ძვირფას სამკაულებს  ვათვალიერებდი. ამ დროს ჩემთან ახალგაზრდა მამაკაცი მოვიდა და ამ ბროშის ყიდვა შემომთავაზა. მე პროფესიონალი იუველირი არ ვარ, მაგრამ მივხვდი, რომ შემოთავაზებული ძალიან ძვირფასი ნივთი იყო, რომელიც, მინიმუმ, ოთხჯერ ძვირი ღირდა და ამიტომ ვიყიდე, – მიუგო კოლცოვს კუკუშკინმა:.

– ნუთუ არ დაფიქრებულხარ, რომ ეს ნივთი, შესაძლოა, უკანონო გზით ყოფილიყო მოპოვებული და ასე იაფად იმიტომ შემოგთავაზეს?

– სამწუხაროდ, არა, – თქვა კუკუშკინმა, რომელიც ლენინგრადის „კაგებეს“ სამმართველოში წაიყვანეს, იქ დაკითხეს და დარწმუნდნენ, რომ არ ტყუოდა – ძარცვაში ნამდვილად არ ჰქონდა მონაწილეობა მიღებული.

კუკუშკინს ნაძარცვი ნივთის უკანონო შეძენასა და გაყიდვაში დასდეს ბრალი და დროებითი პატიმრობის საკანში ჩასვეს. 

ბრილიანტის ბროში სინამდვილეში 110 ათას მანეთად შეაფასეს ექსპერტებმა და ეს ნივთი გატაცებული კოლექციიდან ერთ-ერთი ყველაზე ძვირად ღირებული იყო...

გატაცებული ძვირფასეულობა

ბრილიანტების ძარცვაში იძულებითი მონაწილეობის გამო ივან სიდოროვს, კანონით, მაქსიმუმ სამი წელი ეკუთვნოდა. თუმცა, სასამართლომ მას თხუთმეტწლიანი პატიმრობა მიუსაჯა, თანაც მკაცრი რეჟიმის შრომა-გასწორების კოლონიაში და ისიც იმის მერე, როცა ის ხუთწლიან განსაკუთრებული რეჟიმის სასჯელს მოიხდიდა ციხეში. საბოლოოდ, განაჩენი 1973 წლის 19 აპრილს დადგა. მაიორმა ცოლ-შვილის ნახვის უფლებაც კი არ მისცა და უმაღლესი სასამართლოს შენობიდან პირდაპირ ლეფორტოვის იზოლატორში წაიყვანეს, რომელიც „კაგებეს“ განკარგულებაში იყო. იმ დღეს ძლიერად წვიმდა. საბადრაგო ფურგონი მარცხენა სანაპიროზე, კორჩაგინის ქუჩის გადაკვეთაზე მიულოდნელად მოცურდა, ამობრუნდა და უკაცრიელ, წყლით სავსე ქუჩაზე გასრიალდა... ორიოდე წუთში საბადრაგო მანქანიდან ივან სიდოროვი ამოძვრა, მიიხედ-მოიხედა და ქუჩას ჩქარი ნაბიჯებით გაუყვა. იმავე დღეს სიდოროვი ბენზინის ქუჩაზე მდებარე სამსართულიან სახლში აღმოჩნდა, სადაც ვინმე იოსებ კობახიძე ცხოვრობდა. 41 წლის კობახიძე სიდოროვის დეიდაშვილი იყო და ივანე რომ დაინახა, გაოცებულმა ჰკითხა:

– შენ რა, გამოგიშვეს?

– გამოვიქეცი. სამი წლის ნაცვლად თხუთმეტი მომისაჯეს. გაქცევაში კი ღმერთმა მიშველა. საბადრაგო მანქანა წვიმაში მოცურდა და „ახრანიკები“ დაიხოცნენ თუ გაითიშნენ, ვერ გავარკვიე. ბორკილები მოვიხსენი და გამოვიქეცი. სამი წლით კიდევ ჰო, მაგრამ თხუთმეტი წლით ციხეში ჩაჯდომას არაფრის გამო არ მოვითმენ. როგორც ეტყობა, ღმერთმა შეისმინა ჩემი თხოვნა და გაქცევა მომიწყო.

იოსებ კობახიძემ თავი გააქნია და დეიდაშვილს უთხრა:

– ეჰ, ვანია, ვანია, ძალიან ბევრი და საეჭვო დამთხვევაა. ღმერთმა კი არა, „კაგებემ“ მოგიწყო გაქცევა, რომ ბრილიანტების კვალზე დაგეყენებინა.

კობახიძეს სიტყვა არ ჰქონდა დასრულებული, რომ მის ბინაში „კაგებეს“ ოპერჯგუფი შეიჭრა და ორივე დააპატიმრეს პოდპოლკოვნიკმა ვენიამინ კოლცოვმა ღიმილით თქვა:

– ჩემმა ეჭვებმა გაამართლა, სიდოროვ! თქვენ გაიქეცით. რომ არ გაქცეულიყავით, ყველაფერს ისე მოვაწყობდით, სამ წელიწადს პირობითად მოგცემდნენ და ციხიდან გამოგიშვებდით. სასამართლო პროცესი დადგმული სპექტაკლი იყო, გაქცევა კი – გაგრძელება... ჩემმა გეგმამ გაამართლა. ახლა კი ბრილიანტები გამოაჩინეთ.

იოსებ კობახიძემ კომოდის უჯრიდან ბრილიანტებით სავსე ტყავის ჩანთა ამოიღო და კოლცოვს დაუდო წინ, თავის დეიდაშვილს კი უთხრა:

– სულელი ვარ, რომ არ გავიქეცი. შენისთანა შტერთან არ უნდა დამეჭირა საქმე და ასე არ გავებმებოდი...

ბრილიანტები მხოლოდ დეიდაშვილებმა გაიტაცეს. მათ 15-15 წლით თავისუფლების აღკვეთა მისცეს, რომელიც ბოლომდე მოიხადეს.  გასული საუკუნის ოთხმოცდაათიან წლებში კი კობახიძე ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემართა და ბრილიანტის ნაკეთობათა მაღაზიის გაძარცვისთვის დღემდე „ფებეერის“ ძებნილია... 

 

скачать dle 11.3