კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აგვისტო 2020 (148)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)

შეკითხვა ასტროლოგს

კითხვა: დავიბადე 1989 წლის 2 ოქტომბერს. რომელი ქვეყნებია ჩემთვის მისაღები და რომელ პროფესიაში მელის მეტი წარმატებები ბარიერების გარეშე?

პასუხი: უცხოეთი თქვენი კარმული მისია ნამდვილად არ არის, ანუ, ზოგადად, ის საშუალოა. ქვეყნებიდან კი მეტად მისაღებია: გერმანია, იაპონია, ხორვატია, ინდოეთის დასავლეთი მხარე; ლიტვა, საბერძნეთი, ესპანეთის ანდალუზიის მხარე, შვედეთის ჩრდილოეთი ნაწილი; ამერიკის შეერთებული შტატებიდან – ვირჯინიის შტატი; თურქეთის დასავლეთი ნაწილი და ბელორუსია. პროფესიებიდან კი წარმატებების მომტანია: საბანკო, ეკონომიკური, კომერციული, სავაჭრო, საფინანსო საქმე, პედაგოგიური სფერო, ლინგვისტიკა, უცხო ენები, მთარგმნელობითი საქმიანობა, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა, მედიცინა, სოციოლოგია, ჟურნალისტიკა, სარეკლამო და საგამომცემლო ინდუსტრია.

კითხვა: დავიბადე 1997 წლის 30 დეკემბერს, საღამოს. მაინტერესებს, რა არის ჩემი კარმული მისია დედამიწაზე?

პასუხი: თქვენი კარმულ-კოსმიური მისიაა, გამოავლინოთ ხასიათში საუკეთესო თვისებები. რაც მეტად იქნებით აქტიური, ენერგიული, მიზანსწრაფული, მებრძოლი და უშიშარი, მით უკეთ შეძლებთ საკუთარ თავზე ინიციატივის აღებას, ლიდერულ-ორგანიზატორული თვისებების გამოვლენას; იმავდროულად, თუ იქნებით კეთილშობილი და ოპტიმისტი, დაეყრდნობით ცოდნის ბაზას, მეტად შეასრულებთ თქვენს კარმულ მისიას და მიაღწევთ წარმატებას. ასევე, იყავით მაქსიმალისტი, მიუდექით საქმეს მეტი სერიოზულობით, გამოავლინეთ პასუხისმგებლობა, ხარჯეთ ფული ყაირათიანად და გახადეთ ურთიერთობები სტაბილური.

კითხვა: დავიბადე 1998 წლის 13 ნოემბერს. გთხოვთ, მიპასუხოთ, რომელ პროფესიებში ვიქნები წარმატებული?

პასუხი: თქვენთვის წარმატების მომტანია შემდეგი პროფესიები: ჟურნალისტიკა, რადიო, ტელევიზია, პრესა, სარეკლამო და საგამომცემლო ინდუსტრია, საავიაციო ბიზნესი, პოეზია, ლიტერატურა, ხელოვნების ფართო სპექტრი, საქველმოქმედო საქმე, სასტუმროების ბიზნესი.

კითხვა: დავიბადე 1985 წლის 11 აპრილს. რომელი ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანი იქნება ჩემთვის მისაღები სასიყვარულო კუთხით?

პასუხი: თქვენთვის კარგია ურთიერთობა ვერძთან, ქალწულთან, ტყუპებთან, ლომთან და მშვილდოსანთან. არ არის სასურველი, სასიყვარულო-ოჯახური ურთიერთობა მორიელთან, კირჩხიბთან და თხის რქასთან.

კითხვა: დავიბადე 1991 წლის 2 სექტემბერს. გთხოვთ, მირჩიოთ, რომელ პროფესიაში ვცადო ბედი, რომ ცხოვრებაში მეტ წარმატებას მივაღწიო?

პასუხი: თქვენთვის წარმატების მომტანი პროფესიებია: ჟურნალისტიკა, სარეკლამო და საგამომცემლო ინდუსტრია, ტურისტული ბიზნესი, პროფესიონალური დიპლომატია საელჩოებისა და საკონსულოების დონეზე, სპორტის ფართო სპექტრი, მენეჯერული სამუშაო, ავიაცია, პედაგოგიკა და იურისპრუდენცია.

скачать dle 11.3