კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ტროცკიმ სტალინის მოკვლა ფსიქიკურად დაავადებულ ადამიანს დაავალა

ლენინის მიერ განახლებული და ტრანსფორმირებული მარქსისტული დოქტრინა სტალინმა დახვეწა, ახალ სიმაღლეზე აიყვანა და, ტროცკის ჰიპერტროფიული მსოფლიო რევოლუციური იდეების საწინააღმდეგოდ, მშვენივრად მოარგო ცალკეულ ქვეყანაში სოციალიზმის აშენების იდეას. დღესდღეობითაც (იგულისხმება 1973 წელი), ჩვენი სახელმწიფო სტალინისეული ინერციით მიიწევს წინ და ამ წინსვლას ყოველივე ის ასულდგმულებს, რისი გაფლანგვა და მოსპობაც ჯერჯერობით ვერ მოახერხეს ამჟამინდელმა მმართველმა კაცუნებმა (იგულისხმება ბრეჟნევის მმართველობა). ალბათ, ცოტა ვინმემ თუ იცის, რომ ძირითადი იდეოლოგიური დოქტრინები, რომელზეც საბჭოთა სოციალიზმია დამყარებული, თავიდან ბოლომდე სტალინის ნაფიქრალ ნააზრევის შედეგადაა შექმნილი და ამ საქმეს 1928 წლიდან მიეცა უდიდესი ბიძგი. პრესის საკითხის მოგვარებასთან ერთად, სტალინმა სოცშეჯიბრებებისა და მათი წახალისების კარგად ჩამოყალიბებული სისტემა დანერგა, რამაც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკასა და წარმოებას უდიდესი სტიმული და ეფექტი მოუტანა. სწორედ ამ ტალღას მოჰყვა ეგრეთ წოდებული „სტახანოვური მოძრაობა“ და ეს ერთგვარ ეფექტურ საშუალებად იქცა ნებისმიერ სფეროში, ანუ, დაინერგა სოციალისტური შეჯიბრებების სისტემა, რამაც ყველაზე ოპტიმისტურ მოლოდინსაც კი გადააჭარბა. ამგვარად სტალინმა 150 მილიონი ადამიანი ჩააბა გიგანტური სოცშეჯიბრების მარათონში, რამაც გააათმაგა და გააოცმაგა საბჭოთა კავშირის ეკონომიკურ-ფინანსური და სამხედრო-პოლიტიკური პოტენციალი, ხოლო ადამიანები იმგვარად მომართა, რომ, უკვე 30-იანი წლების მიწურულისთვის, ნებისმიერი საბჭოელი ნებისმიერი მტრის მოსაგერიებლად და ნებისმიერი გმირობის ჩასადენად იყო მზად.  სწორედ ასეთმა ფსიქოლოგიურ-იდეოლოგიურმა მობილიზებამ გაამარჯვებინა საბჭოთა ხალხს დიდ სამამულო ომში და ამ გამარჯვებისთვის ჩვენ სტალინმა მოგვამზადა. 1928 წლის 28 ივლისს, პოლიტბიუროს საგანგებო სხდომაზე, მიიღეს სპეციალური დადგენილება საბოტაჟის და იდეოლოგიური მტრების გამოვლენისა და მათი უმკაცრესად დასჯის შესახებ, რაც, ფაქტობრივად, პარტიაში მოკალათებული პარაზიტების წინააღმდეგ მიმართულ კამპანიას გულისხმობდა. ფაქტობრივად, ეს იყო პარტიული კადრების პირველი დიდი წმენდა და იმ ცნობილი 37-38 წლების ეგრეთ წოდებულ რეპრესიებს არაფრით ჩამოუვარდებოდა. მხოლოდ რუსეთის ფედერაციაში გამოვლინდა, სასამართლოს გადაეცა და უმკაცრესად დაისაჯა 1 მილიონ 150 ათასი პარაზიტი, ხალხის მტერი და მავნებელი. უდიდეს, სასიკეთო, სახალხო მოვლენებსა და მონაპოვრებს არანაკლები მსხვერპლი მოსდევს და, ხშირ შემთხვევაში, მხოლოდ მსხვერპლის რაოდენობაზეა ხოლმე საუბარი, მაგრამ,  ისტორიკოსებს ხშირად ავიწყდებათ ამ მსხვერპლის კატეგორიის განსაზღვრა. ეგრეთ წოდებული სტალინური რეპრესირებულების უმეტესობა ხალხის ჭეშმარიტი მტრები, ბანდიტები, ქურდები და ტერორისტები იყვნენ, რაც ყველა ქვეყანაში დასჯადი მოვლენაა და, რატომ უთვლიან დანაშაულში სტალინს იმას, რაც, ვთქვათ, ამერიკის შეერთებულ შტატებში ნორმალურ მოვლენად აღიქმება? ბანდიტი ყველგან ბანდიტია, ქურდი ყველგან ქურდია და ხალხის მტერი – ყველგან ხალხის მტერი. ამიტომ, მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ, ეგრეთ წოდებული რეპრესირებულების  აბსოლუტური უმრავლესობა ნამდვილად მტრული, ანტიხალხური ძალა იყო და სამართლიანად იქნა დასჯილი... ვიმეორებ: დასჯილი და არა დახვრეტილი. სტალინი, უპირველეს ყოვლისა, გიგანტური სახელმწიფოს მეთაური იყო და არა კეთილშობილთა პანსიონის სტუდენტი, რომ გულჩვილობა ან სისუსტე გამოეჩინა იმ სამკვდრო-სასიცოცხლო ომში, რომლის სასწორზეც ერთ მხარეს დიადი რევოლუციური მონაპოვარი და ასეულ მილიონობით ადამიანის სიცოცხლე და კეთილდღეობა იდო, მეორე მხარეს კი – ანტიხალხური, მტრული, ბოროტი ძალების ჟინი, რათა ეს მონაპოვარი გაეცამტვერებინათ. სტალინი პირველს ედგა სათვეში და გამარჯვებაც სწორედ მათ, ანუ ჩვენ, უბრალო ადამიანებს დაგვრჩა. „ომი დიდ მსხვერპლს მოითხოვს“, – ამბობდა სტალინის ყველაზე დიდი მტერი – ტროცკი და სწორედ მან წააქეზა და უბიძგა ამ გზაზე უამრავ ადამიანს, თუმცა, საბოლოოდ კრახი განიცადა. პოლიტბიუროდან მოკვეთის, ყველა რეგალიის დაკარგვისა და საინფორმაციო საშუალებებიდან მისი გამოძევების შემდეგ, ლევ დავიდოვიჩ ტროცკი აშკარა ტერორზე გადავიდა და, თუმცა მას უკვე არანაირი სერიოზული შესაძლებლობები აღარ გააჩნდა, ერთ-ერთი მათგანი მაინც საკმაოდ სახიფათო აღმოჩნდა.

1928 წლის 25 დეკემბერს „ჩეკამ“ ორი უმაღლესი სამეცნიერო ხარისხის მქონე პიროვნება: მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ფსიქიატრი, მოსკოვის პირველი ფსიქოდისპანსერის ხელმძღვანელი ლეონიდ მოისეევიჩ გელდმანი და ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი, გელდმანის პაციენტი, ფსიქიკურად დაავადებული აბრაამ ტერცი დააპატიმრა. ტერცი წითელ მოედანზე, დიდი საახალწლო ნაძვის ხის ანთების ცერემონიალის წინ, საღამოს 8 საათზე დააკავეს „მაუზერით“ შეიარაღებული, ხოლო გელდმანი – საკუთარ სახლში, ზუსტად ერთი საათის შემდეგ. საქმე ისაა, რომ დოქტორი ტერცი სხვადასხვა პოლიტიკური მიმდინარეობის აქტიური წევრი იყო და, მიუხედავად საკმაოდ მაღალი განსწავლულობისა, მას ძალიან მერყევი, არამდგრადი ხასიათი აღმოჩნდა, რამაც ის, საბოლოო ჯამში, შიზოფრენიამდე მიიყვანა, რის შედეგადაც დოქტორ გელდმანის პაციენტი გახდა, ანუ მის ფსიქიატრიულ კლინიკაში დაიდო ბინა. გელდმანი კი, რომელიც ტროცკის ფარული მიმდევარი და მისი ერთგული თანამებრძოლი იყო, ყოველნაირად ეხმარებოდა მას და მზად იყო, ყველაზე უკიდურესი ზომებისთვისაც კი მიემართა. დიდი ხანია, „ჩეკას“ გელდმანი არასაიმედოთა სიაში ჰყავდა შეყვანილი, თუმცა, მას ხელს არ ახლებდნენ და მხოლოდ უთვალთვალებდნენ, ანუ, წამითაც არ კარგავდნენ მასზე კონტროლს. საამისოდ „ჩეკას“ ოთხი სპეციალური აგენტი ჰყავდა მიჩენილი გელდმანზე: ერთი მათგანი – ვითომ პაციენტი, მეორე – გელდმანის მოადგილე, მესამე – მისი შინამოსამსახურე, ხოლო მეოთხე ადამიანი მის ყოველ ნაბიჯს უკვე ქუჩაში აკონტროლებდა. მიუხედავად იმისა, რომ ტროცკი და გელდმანი ერთმანეთს პირისპირ არ ხვდებოდნენ, მათ ძალზე ინტენსიური, ყოველდღიური ურთიერთობა ჰქონდათ ტროცკის ერთ-ერთი სანდო პირის, ზახარ ვარლამოვის მეშვეობით. სწორედ ამ ვარლამოვს მიჰქონდა და მოჰქონდა ყველა ამბავი, რაც არც „ჩეკას“ ეპარებოდა. ამრიგად, ტროცკის ფაქტობრივი იზოლაციის შემდეგ, ამ უკანასკნელმა სტალინის ლიკვიდაციის ბოლო ცდას მიმართა და გელდმანის მეშვეობით ტერცზე გავიდა, რომელიც, სათანადო ფსიქიკური დამუშავების შემდეგ, სტალინის მოსაკლავად დაგეშეს. 25 დეკემბერს, 16 საათზე, „მაუზერით“ შეიარაღებული ტერცი ფსიქიატრიული დისპანსერიდან ფარულად გამოიყვანა გელდმანმა და ჯერ საბოლოო ინსტრუქტაჟი და ფსიქიკური დამუშავება ჩაუტარა, ხოლო შემდეგ წითელ მოედანზე მიიყვანა და ნაძვის ხესთან დატოვა, თავად კი სახლში წავიდა. ყველაფერი ეს „ჩეკას“ მახვილ თვალს არ გამოჰპარვია და, მხოლოდ მას შემდეგ, რაც ისინი დარწმუნდნენ, რომ ტერცი ეგრეთ წოდებული „ადინოჩკა“ იყო, ჯერ ის დააპატიმრეს ფაქტით, ხოლო შემდეგ გელდმანი, რომელმაც თავის მოწამვლა სცადა, მაგრამ, „ჩეკისტებმა“ დროულად გამოჰგლიჯეს ხელიდან კალიუმციანიდიანი ამპულა. ძიების პროცესში დამტკიცდა ტერცის შეურაცხადობა და ის დახურული ტიპის სამკურნალო დაწესებულებაში გამოამწყვდიეს, ხოლო გელდმანს 25-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. რა თქმა უნდა, პროცესზე ტროცკის სახელიც ფიგურირებდა, მაგრამ, სტალინი, რატომღაც, მოერიდა მის აფიშირებას და მხოლოდ თავის თანამოაზრეთა ვიწრო წრეში თქვა: „ნაყოფი მოსაწყვეტად უკვე მომწიფდა. მისი იდეა საბოლოოდ გაკოტრდა და ჩვენი იდეოლოგიური დოქტრინების საქმეში გაშვების პერიოდი დადგა...“ რამდენიმე თვეში ტროცკი ქვეყნიდან გააძევეს, ხოლო სტალინისეულმა დოქტრინებმა ხორცის შესხმა დაიწყო.

სტალინის დაცვის უფროსის მოადგილის მიხეილ თევდორაძის ჩანაწერების მიხედვით 

 

скачать dle 11.3