კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აგვისტო 2020 (148)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)

დეკოლტე – ქალის მთავარი სამკაული

ალბათ, ამაში არავინ შეგვეკამათება. ამიტომ, დეკოლტეს არანაკლები (თუ უფრო მეტი არა) მოვლა სჭირდება, ვიდრე სახეს. თუ გსურთ, რომ წვეულებაზე პიკანტური დეკოლტეთი მოიწონოთ თავი, აღიჭურვეთ მოთმინებით და დღესვე დაიწყეთ სათანადო მოვლა.

დაცვა

პიგმენტური ლაქები გაცილებით უშნოდ ჩანს დეკოლტეზე, ვიდრე სახეზე. ამ პრობლემის მოსაგვარებლად, თუ კურორტზე კი არა, ქალაქში იმყოფებით, გამოიყენეთ სახის ჩვეულებრივი კრემი SPF და ყოველდღე წაისვით ტონიკით ან კოსმეტიკური რძით გაწმენდილ ყელზე და დეკოლტეზე.

ვარჯიში

სპეციალური და ინტენსიური ვარჯიშებით, შეგიძლიათ, ერთი ზომით გაიზარდოთ მკერდი (რა თქმა უნდა, გარკვეული პერიოდის შემდეგ), ოღონდ, დატვირთვები უნდა იყოს ზომიერი. დაიწყეთ დღეში ორჯერადი, 10-10-წუთიანი ვარჯიშით (დილას და საღამოს).:

1) მხრებში გასწორდით. წინ გამოსწიეთ გაშლილი ხელები და შეაერთეთ ხელისგულები. შემდეგ, მონაცვლეობით, ჯერ მარჯვენა ხელისგულით მიაწექით (15-20 წამის განმავლობაში) მარჯვენა ხელისგულს, შემდეგ კი – პირიქით. ვარჯიში გაიმეორეთ 4-5-ჯერ.

2) დაწექით მაგარი ზედაპირის მქონე ტახტზე (ტახტის ორივე მხარე თავისუფალი უნდა იყოს), ორივე ხელში დაიჭირეთ თითოკილოგრამიანი ჰანტელები და ასწიეთ ხელები სხეულის პერპენდიკულარულად, შემდეგ კი ნელი მოძრაობით გაშალეთ ორივე ხელი ისე, რომ იატაკამდე ჩააწვდინოთ. რამდენიმე წამით შეისვენეთ და ისევ ნელი მოძრაობით დაუბრუნეთ ჰანტელები საწყის მდგომარეობას. ვარჯიში შეასრულეთ 8-10-ჯერ.

3) არ დაგავიწყდეთ წყლის პროცედურები.

ტონუსი

ცივი წყალი დეკოლტესთვის ნამდვილად კარგი მატონიზებული საშუალებაა: ის აუმჯობესებს კანში სისხლის მიმოქცევას და ხდის მას მკვრივსა და ელასტიკურს. არ არის აუცილებელი „მსხვერპლი“, ანუ, ცივი წყლის აბაზანა ან ცივი შხაპი. სავსებით საკმარისია გვირილის, პიტნის ან კიტრის წვენის ყინულის კუბიკებით მსუბუქი მასაჟის გაკეთება დილა-საღამოს. კიდევ ერთი „შინაურული“ რჩევა სიცივის მოყვარული ქალბატონებისთვის: ჩადეთ თქვენი ბიუსტჰალტერი ცელოფნის პარკში და 10-15 წუთით მოათავსეთ საყინულეში, შემდეგ ჩაიცვით და გაიარ-გამოიარეთ. მართალია, თავიდან ცოტათი დაგბურძგლავთ, მაგრამ pust-up-ის ეფექტი გარანტირებული იქნება.

კვება

მკერდის კანს „აკრძალული“ აქვს გახდომა. წონის ხშირი ცვლილება იწვევს კანის მოდუნებას ან დაჭიმვას, რაც განსაკუთრებით ემართებათ მათ, ვინც არანაირ კოსმეტიკურ საშუალებას არ იყენებს დეკოლტეს მოსავლელად. ეს საშუალებები კი, შეგიძლიათ, თვითონვე მოამზადოთ, მაგალითად, დამატენიანებელი ვიტამინიზებული ნიღაბი: 1 საშუალო ზომის ბანანი, 1 კვერცხის გული და 2 სადილის კოვზი ცხიმიანი ხაჭო დააბლენდერეთ, მიღებული მასა წაისვით ყელსა და დეკოლტეზე. 20 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით და გადაისვით თქვენი კანის შესაფერისი მკვებავი.

თუ არ დაგეზარებათ და ჩვენს რჩევებს თქვენი ცხოვრების წესად აქცევთ, ძალიან მალე მიიღებთ სასურველ შედეგს.

скачать dle 11.3