კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აგვისტო 2020 (148)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)

კოსმეტოლოგის რჩევები

კითხვა: როგორ მოვუარო ხელებს? მინდა, ვიცოდე, როგორია ხელების კომპლექსური მოვლა და არა ცალ-ცალკე პროცედურები.

პასუხი: ორ კვირაში ერთხელ გაიკეთეთ მანიკიური (სასურველია – სალონში, რადგან, შესაძლოა, „თვითშემოქმედების“ დროს ნუნები დაიზიანოთ). კვირაში ერთხელ მაინც, აუცილებელია აბაზანა და ნიღაბი; დღეში მინიმუმ ორჯერ – მკვებავი, დამატენიანებელი კრემი. დღის განმავლობაში ხელები უნდა დაიბანოთ იმდენჯერ, რამდენჯერაც იქნება ამის საჭიროება, ოღონდ, სასურველია, კოსმეტიკური ან კარგი ხარისხის საპნით და აუცილებლად თბილი წყლით (მით უმეტეს – ზამთარში).

საერთოდ, ხელების მოვლა იწყება აბაზანით: 2 ლიტრ საშუალოდ ცხელ წყალს შეურიეთ 1 სადილის კოვზი ზეითუნის ზეთი, ცოტაოდენი კოსმეტიკური ან კარგი ხარისხის თხევადი საპონი და 2 წვეთი სურნელოვანი ზეთი. ჩააწყვეთ ხელები მასში 10-15 წუთის განმავლობაში. შემდეგი ეტაპია ნუნების მოვლა: წაისვით დამარბილებელი ზეთი და ხის სპეციალური ჩხირის მსუბუქი მიწოლით შეწიეთ ნუნები ფრჩხილის ფუძისკენ, სულ ბოლოს კი წაისვით ხელის მკვებავი კრემი.

კითხვა: მაინტერესებს, სასარგებლოა თუ არა თმისთვის ვეგეტარიანული კვება?

პასუხი: ბევრი ამტკიცებს, რომ ვეგეტარიანული კვების შედეგად ორგანიზმი იწმინდება და, შედეგად, უმჯობესდება თმის ხარისხიც. ეს მცდარი აზრია, რადგან, თმისთვის, ისევე, როგორც მთელი ორგანიზმისთვის, აუცილებელია ბალანსირებული კვება. თქვენს რაციონში აუცილებლად უნდა შედიოდეს ცილოვანი საკვები და არა მხოლოდ სალათები.

კითხვა: შესაძლებელია თუ არა კოსმეტიკის საშუალებით მოვიშორო კუპეროზი სახესა და სხეულზე?

პასუხი: თუ გულისხმობთ მხოლოდ შენიღბვას, ეს შესაძლებელია, მაგრამ, კუპეროზული „ვარდების“ ლიკვიდაცია შესაძლოა მხოლოდ ლაზერის საშუალებით. ყველა დანარჩენი კოსმეტიკური საშუალება მხოლოდ პროფილაქტიკურია.

 

скачать dle 11.3