კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აგვისტო 2020 (148)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)

ექიმის რჩევები

კითხვა:  რისთვის არის ფიგურული სრიალი ბავშვისთვის სასარგებლო როგორც სპორტის სახეობა? 

პასუხი: ყინულზე სრიალი ავითარებს კოორდინაციას, ხელს უწყობს კუნთოვანი სისტემის განვითარებას, ინიშნება ალერგიის დროს, ბრონქული ასთმისადმი მიდრეკილ ბავშვებში და ბრონქების სხვა დაავადების დროს.

კითხვა: მაინტერესებს, არის თუ არა ჰოჯკინის ლიმფომა გენეტიკური?

პასუხი: დაავადების რისკ-ფაქტორად შეიძლება ჩაითვალოს გენეტიკური წინასწარგანწყობა. ეპიდემიოლოგიური მონაცემებიდან გამომდინარე, სისხლით ნათესავებს შორის ავადობის რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა.

კითხვა: საშიშია თუ არა პანკრეასზე ფიბროზული უბნების არსებობა და შეიძლება თუ არა ამან გამოიწვიოს პანკრეასის კიბო? 

პასუხი: ფიბროზული უბნების არსებობა ხშირად  დაკავშირებულია პანკრეასის გადატანილ ანთებასთან ან ქრონიკულ პანკრეატიტთან. ეს არ არის სიმსივნის რისკის მაჩვენებელი.

კითხვა: მაქვს ძალიან თხელი და მტვრევადი ფრჩხილები. რა შეიძლება გამოვიყენო ფრჩხილების გასამაგრებლად? 

პასუხი: ფრჩხილების მტვრევადობასთან დაკავშირებით, პირველ ყოვლისა, უნდა გამოიკვლიოთ ფარისებრი ჯირკვალი. მანამდე კი გირჩევთ ზღვის მარილის აბაზანებს  ერთი თვის განმავლობაში; დღეგამოშვებით ჩაის ხის ზეთის და ზეთოვანი ვიტამინი A-ს შეზელას ფრჩხილებში (1 თვე); ასევე, დალიეთ აევიტი (1 აბი 2-ჯერ დღეში, 1 თვე), ან მერცი სპეცდრაჟე (60 ცალი) – 1 დრაჟე 2-ჯერ დღეში.

კითხვა: მინდა წონაში დაკლება და ამისთვის ვაპირებ ვარჯიშს. რომელ საათებში ჯობია, ვივარჯიშო და რამდენი ხნით ადრე ან გვიან უნდა მივიღო საკვები?

პასუხი: დილით აუცილებლად უნდა ივარჯიშოთ საუზმემდე. სასურველია, თუ ვარჯიშიდან 2 საათის განმავლობაში საჭმელს არ მიიღებთ. ამ პერიოდში რეკომენდებულია მცირე რაოდენობით გაზგასული მინერალური წყალი და ახალგამოწურული ხილისა და ბოსტნეულის წვენი (მაგალითად, ვაშლის ან სტაფილოს). ვარჯიში რეკომენდებულია დილით და საღამოს, დაძინებამდე 2-3 საათით ადრე.

კითხვა: შესაძლებელია თუ არა მეორე ბავშვზე ორსულმა, მშობიარობამდე, პირველ შვილს აწოვოს ძუძუ?

პასუხი: ამ საკითხისადმი ურთიერთგამომრიცხავი მიდგომაა მედიკოსთა შორის: ზოგი ექიმი მიიჩნევს, რომ ორსულობა არ არის მეძუძურობის უკუჩვენება, ზოგსაც მიაჩნია, რომ ორსულისთვის და ნაყოფისთვის არ იქნება სასურველი რძით ცილებისა და მიკროელემენტების გაცემა. თანაც, ძუძუს წოვების დროს ქალის ორგანიზმში მართლაც გამოიყოფა ჰორმონი ოქსიტოცინი, რომელიც საშვილოსნოს კუმშვას აძლიერებს და, თუ ორსულს ტონუსი აქვს, დამატებით ძუძუს წოვებისას ტონუსის გაძლიერება არ იქნება მისთვის სასურველი. აქედან გამომდინარე, უმჯობესი იქნება, ეს საკითხი თქვენს გინეკოლოგთან ერთად გადაწყვიტოთ.

 

скачать dle 11.3