კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მსოფლიო მონარქების საყვარელი ავტომობილების ტოპ-ხუთეული

ჟურნალმა „ფორბსმა” მონარქების საყვარელი ავტომობილებისგან შემდგარი ტოპ-ხუთეული შეადგინა. საინტერესოა, რომელი მარკის ავტომობილებს ანიჭებენ უპირატესობას მეფეები და დედოფლები.

დედოფალი ელიზაბეთ მეორე

ავტობრენდმა „ბენტლიმ” დედოფალ ელიზაბეთ მეორეს ტახტზე ასვლიდან 50-ე იუბილეზე ნამდვილი მეფური საჩუქარი გაუკეთა – ლუქსის კლასის ავტომობილი „რედ ლეიბელი”. წითელი ფერის „ლიმუზინი” ავტომწარმოებლის საუკეთესო ოსტატების ხელით იყო აწყობილი. ავტომობილს ორი წელი აწყობდნენ. პირველად დედოფალმა ელიზაბეთმა ავტომობილით 2002 წლის 4 ივლისს ისარგებლა და მას შემდეგ საიუბილეო ღონისძიებებზე „ბენტლი” მუდამ ემსახურება სამეფო ოჯახს.

დანიის დედოფალი მარგრეტე მეორე

დანიის დედოფალს ავტოფარეხში 50-მდე ავტომობილი ჰყავს, თუმცა, მათ შორის დედოფალი უპირატესობას 1958 წლის გამოშვების „როლს როისს” ანიჭებს. აღნიშნული მოდელის „როლს როისი” სულ 25 წელი გამოდიოდა და ის ჯერ კიდევ მარგრეტეს მამამ, მეფე ფრედერიკ მეცხრემ შეიძინა. საინტერესო ფაქტია, რომ, პროტოკოლის თანახმად, ავტომობილში დანიის დედოფალი მარტო უნდა იჯდეს, მძღოლის თანხლებით.

მონაკოს მთავარი ალბერ მეორე

მონაკოს თავადის საყვარელი ავტომობილია „ლექსუს LS 600h L”. ამ მარკის ავტომობილი ალბერმა თავად აირჩია, რადგან ის ეკოლოგიურად სუფთაა – ავტომობილის ძარა ეკოლოგიურად სუფთა საღებავითაა შეღებილი. საგულისხმოა, რომ მონაკოს მთელი მონარქიული ოჯახი იაპონური წარმოების ავტომობილებით გადაადგილდება.

ყატარის ემირი

ყატარის ემირი ჰამად ბინ ჰალიფა ალ-ტანი,  ევროპელი მონარქებისგან განსხვავებით, სპორტული ტიპის ავტომობილებს ანიჭებს უპირატესობას. სპეციალურად მისთვის იტალიელმა ავტომწარმოებლებმა ერთადერთ ეგზემპლარში გამოუშვეს სუპერკარი – „პაგანი ზონდა უნო”, 7,3-ლიტრიანი ძრავას მქონე უსწრაფესი ავტომობილი, რომელიც 300 კილომეტრ-საათ სიჩქარეს ავითარებს. 

იაპონიის იმპერატორი აკიჰიტო

2006 წელს იაპონიის იმპერატორმა ავტომობილი გამოცვალა – „ნისანიდან”, რომელიც სამეფო ოჯახს 30 წლის განმავლობაში ემსახურებოდა, აკიჰიტო „ტოიოტაზე” გადაჯდა. დაჯავშნილი საიმპერატორო „ლიმუზინის” ამოცნობა მარტივია – იმპერატორის ავტომობილს სანომრე ნიშნები არ გააჩნია.

скачать dle 11.3