კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

2013 წლის ქალი მილიარდერების ტოპ-ხუთეული

„ფორბსის” რეიტინგში ქალი მილიარდერების რაოდენობა არცთუ დიდია, თუმცა, მათ შორისაც მოიძებნებიან საინტერესო პერსონაჟები, რომელთა შესახებ ამ ტოპ-ხუთეულიდან შეიტყობთ.

 

როზალია მერა

ესპანელი ბიზნესლედის კაპიტალი 6,1 მილიარდ ამერიკულ დოლარად არის შეფასებული. როზალია მოდური ბრენდის – „ზარას” თანადამფუძნებელია ყოფილ მეუღლესთან, ასევე მილიარდერ ამანსიო ორტეგასთან ერთად. თავისი კარიერა როზალიამ 11 წლის ასაკში დაიწყო, როდესაც მიხვდა, რომ სწავლას მუშაობის დაწყება ჯობდა. სწორედ თავისი პროფესიით – ტანსაცმლის მკერავობით  მიაღწია როზალიამ ყველაფერს.

უ იაცზინი

ჩინეთის უძრავი ქონების დედოფლად წოდებული უ იაცზინი 4,3-მილიარდიან კაპიტალს განაგებს. ის გახლავთ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის უმდიდრესი ქალბატონი. იაცზინი ფლობს დეველოპერულ კომპანია „ლონგფორს”, რომელიც წლების წინ კორეელ ექსმეუღლესთან ერთად დააფუძნა.

ჩან ლაივა

ჩინელი მილიარდერი ჩან ლაივა 4,1-მილიარდიან კაპიტალს ფლობს და, თავისი თანამემამულის, უ იაცზინის მსგავსად, დეველოპერულ ბიზნესშია ჩართული. მისი კომპანია „ფუ ვა ინტერნეშნლ გრუპი” პეკინში უმსხვილეს სამშენებლო კომპანიად ითვლება.

დაიანა ჰენდრიკსი

ამერიკელ დაიანა ჰენდრიკსს 3,8 მილიარდიანი კაპიტალი აქვს. ის 2007 წლიდან კომპანია „ეიბისი სუფლაის” მართავს და ეს ფუნქცია მას გარდაცვლილი მეუღლისგან ერგო მემკვიდრეობით. კომპანია სახურავების მონტაჟს აკეთებს  და ერთ-ერთი ყველაზე წარმატებულია ჩრდილოეთ ამერიკაში და მსოფლიო ეკონომიკურმა კრიზისმა მას ვერაფერი ავნო.

ჩჟან სინი

თავისი თანამემამულეების მსგავსად, ჩჟან სინიც სამშენებლო ბიზნესით არის დაკავებული და მისი კაპიტალი 3,6 მილიარდ ამერიკულ დოლარს შეადგენს. კომპანია „სოჰო ჩაინა” ჩჟან სინის მეთაურობით, პეკინსა და შანხაიში ყველაზე ელიტურ უძრავ ქონებას ფლობს.

 

скачать dle 11.3