კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
დეკემბერი 2019 (53)
ნოემბერი 2019 (207)
ოქტომბერი 2019 (245)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)

მოძღვარი გვირჩევს

კითხვა: რა განწყობით უნდა შეეგებოს ქრისტიანი ახალ წელს?

პასუხი: ახალი წლის დადგომისას დაფიქრდით გარდასულ წელზე, იქნებ არც ერთი სიკეთე არ გაგიკეთებიათ წინა წელს, პირიქით, ბოროტებას სჩადიოდით?! იქნებ, მთლიანად მოცული იყავით უკეთური ფიქრებითა და ბოროტი სურვილებით?! ამიტომ ჯობია, გამოფხიზლდეთ, შეინანიოთ და ახალი წელი დაიწყოთ ახალი ცხოვრებით – სიკეთის ქმნით, მადლის მოხვეჭით და ცოდვათა განრიდებით.

კითხვა: ეჭვი მაქვს, რომ მეზობელმა შვილებზე ჯადო გამიკეთა. ბავშვები ეკლესიაში ზიარებაზე დამყავს. კიდევ რა ძალით შეიძლება, ვებრძოლო ამ ბოროტებას?

პასუხი: შეგიძლიათ, მშვიდად იყოთ, რადგან ეს სიავე უკვე დაგიძლევიათ. ეკლესია არის ერთადერთი საშუალება ამ ბოროტების წინააღმდეგ. თქვენს შვილებს არანაირი საფრთხე არ დაემუქრება, თუკი ისინი მომავალში ეკლესიურად იცხოვრებენ და თქვენი ქრისტიანული ცხოვრება ექნებათ მაგალითად.

კითხვა: შეიძლება თუ არა, სიწმიდეთა მიცემა წამლობის მიზნით მოუნათლავთათვის ან მონათლული ურწმუნოებისთვის?

პასუხი: არც მოუნათლავების და არც ურწმუნოებისთვის სიწმიდეთა მიცემა, თუნდაც წამლობის მიზნით, გამართლებული არ არის.

კითხვა: გამიგია, რომ ნალს ბედნიერება მოაქვს. კარზე დამაგრებული მაქვს ნალი. ამით ცოდვას ხომ არ ჩავდივარ?

პასუხი: ბედნიერება ნალს კი არ მოაქვს, არამედ, უფლის სიახლოვეს და მისი მცნებების აღსრულებას. ნალის გაფეტიშება წარმართული ჩვეულებაა. თუ გსურთ, რომ თქვენი ოჯახი დაცული იყოს, ნალის ნაცვლად ჯვარი იქონიეთ.

скачать dle 11.3