კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ჭეშმარიტი სარწმუნოება

ეშმაკს არ შეიწყალებს უფალი, რადგან მას სინანულის გრძნობა არ გააჩნია

„.. იყო ერთი ასეთი შემთხვევა – ერთი ღირსი მამა, რომელიც უდაბნოში მოღვაწეობდა, ყველასთვის ლოცულობდა – მსოფლიოსთვის, ქვეყნისთვის, ხალხისთვის, ცხოველებისთვისაც კი. ბოლოს მივიდა იმ დასკვნამდე, რომ უფალი მოწყალეა და შეიძლება, ეშმაკსაც აპატიოსო. დაიწყო ლოცვა ამ ბოროტი სულებისათვის. ესენი ხომ ადრე ანგელოზები იყვნენ და ამპარტავნებამ ეშმაკად აქციაო. გამოეცხადა მას ანგელოზი და უთხრა, კარგი, ილოცე, შენთან მოვა ის ბოროტი სული და შენთან ერთად ილოცოს იმანაც – წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ.

მართლაც, ერთ-ერთი ლოცვის დროს გამოეცხადა ბოროტი სული ამ ადამიანს და დაიწყეს ლოცვა. ბერმა თქვა – წმიდაო ღმერთო, – იმანაც გაიმეორა (იცის, რომ ღმერთი წმიდაა), წმიდაო ძლიერო, – მანაც გაიმეორა; წმიდაო უკვდავო, – გაიმეორა ესეც, და როცა თქვა, – შეგვიწყალენ ჩვენ, ეს ვეღარ თქვა, ეს იმიტომ, რომ იგი ამპარტავანია და არ შეუძლია მოინანისო.  შენდობისთვის კი სინანულია საჭირო. შეგვიწყალენ ჩვენ – სამჯერ გაიმეორა ეს ლოცვა ბერმა და ბოროტმა კი ვერც ერთხელ ვერ თქვა და ცეცხლის სახით გავარდა გამოქვაბულიდან. შემდეგ გამოეცხადა მას ანგელოზი და უთხრა: აი, ხომ ხედავ, როგორ შეიძლება მისი შენდობა, თუ მას სინანული არა აქვსო“.

გახსოვდეს სიმძიმე განკითხვისა

ერთმა ბერმა, როდესაც გაიგო, ძმა ცოდვაში ჩავარდნილიყო, განიკითხა იგი და თქვა: უდიდესი ბოროტება ჩაუდენიაო. გავიდა ხანი და ანგელოზმა ბერს მის მიერ განკითხული ძმის სული მიუვლინა და მიუგო: „ვინც შენ განიკითხე, გარდაიცვალა. სად მიბრძანებ მისი სულის განწესებას: სამოთხეში თუ ჯოჯოხეთში?“ ბერი შეშინდა. „შენ ხომ მართალთა და ცოდვილთა განმსჯელი ხარ, – განაგრძობდა ანგელოზი, – მიბრძანე! შეიწყნარებ თუ საუკუნო სატანჯველს განუწესებ“. მიხვდა ბერი, ძმის განკითხვით უმძიმეს ცოდვაში ჩავარდნილიყო და მოთქმა–გოდებით შესთხოვა პატიება. დიდი ხნის განმავლობაში უფალი უპასუხოდ ტოვებდა, საბოლოოდ კი შეიწყალა და კვლავ ანგელოზი მიუვლინა. „ღმერთმა გაპატია, – მიუგო ანგელოზმა, – აწ გახსოვდეს სიმძიმე განკითხვისა“.

 

 

скачать dle 11.3