კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რას აქცევს ყურადღებას ნოე სულაბერიძე ვარსკვლავების შერჩევისას

დიდი კვლევა არ სჭირდება, რომ „ცეკვავენ ვარსკვლავების“ მესამე სეზონი განსაკუთრებით სანახაობრივი, მასშტაბური, დინამიკური და, არ მიყვარს ეს სიტყვა, მაგრამ, გლამურული გამოვიდა. დამერწმუნეთ, ამ ყველაფრის მამოძრავებელი, ყველა გიჟური იდეის ავტორი პროექტის პირველი და მესამე სეზონის გენერალური პროდიუსერი ნოე სულაბერიძეა. ნოე ხშირად ახმოვანებს ერთი შეხედვით არარეალურ იდეებს, მაგალითად, სტუმრად მსოფლიო დონის ვარსკვლავების მოწვევა, რასაც ყველა სკეპტიკურად ხვდება, მაგრამ, ის ახერხებს, რომ იდეების დიდი ნაწილი რეალობად აქციოს. ამიტომაც, სეზონიდან სეზონამდე ყველა ის პროექტი, რომელზეც ის მუშაობს, სულ უფრო და უფრო უკეთესი ხდება.

 

 ნოე სულაბერიძე:  ნამდვილად არ არსებობს ერთი კონკრეტული მიზეზი, რის ხარჯზეც პროექტის ეს სეზონი უფრო პომპეზური და მასშტაბურია. თავიდანვე რაღაც განსაკუთრებულად მივუდექით – გვინდოდა, განსხვავებული ყოფილიყო. რაც უნდა კარგი პროექტი იყოს და როგორც კარგადაც არ უნდა აკეთებდე, ერთი და იმავე სურათის ყურება ტელევიზორში სამი სეზონის განმავლობაში მაინც მოსაბეზრებელია. მაყურებელზე ავიღეთ ორიენტაცია და ყველა წვრილმანი გავთვალეთ იმაზე, თუ როგორ აღიქვამდა ამას მაყურებელი. თუკი მაყურებელს მიაჩნია, რომ გამოგვივიდა, ამაზე დიდი ბედნიერება ჩვენთვის არაფერია. ბევრმა ფაქტორმა ერთობლივად იმუშავა – ახალმა სივრცემ, ჟიურის წევრებმა, მონაწილეების ძალთა სწორმა გადანაწილებამ, წამყვანებმა.

– პირველი და მეორე სეზონიდან გამომდინარე, სრულიად ქართული შოუ-ბიზნესი და სხვა სფეროს ცნობილი სახეები წინასწარ ემზადებიან და სულმოუთქმელად ელოდებიან შენს ზარს. ერთი სიტყვით,  სურვილი დიდია. შენ თუ გიგრძნია ეს და რის მიხედვით არჩევ მონაწილეებს?

–  ვცდილობ, შოუ-ბიზნესიდან გავიდე. არ მინდა, რომ პროექტში მხოლოდ შოუ-ბიზნესში მოღვაწე ადამიანებით შემოვიფარგლო და ამ რკალიდან გავდივარ. ამ სეზონზე სწორედ ასეთი მიმართულებით წავედით და მონაწილეები დავაკომპლექტეთ შოუ-ბიზნესისგან მკვეთრად შორს მდგარი სახეებით, რამაც გაამართლა. ზოგმა მეტად, ზოგმა ნაკლებად, მაგრამ, ფაქტია, რომ ამ პროექტის მერე საზოგადოებისთვის ნაკლებად ან საერთოდ უცნობი ადამიანები სატელევიზიო სივრცეში იმკვიდრებენ თავს და ეს მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია. 

– შოუ-ბიზნესიდან რის მიხედვით ირჩევ?

– პოპულარობის დონის მიხედვით და კიდევ ბევრი ნიუანსია, მაგალითად, შეძლებს თუ არა ამ თვეების განმავლობაში პროექტისთვის მთელი დროის დათმობას. ეს ყველაფერი დიდ შრომასთანაც არის დაკავშირებული, ანუ, შეუძლია თუ არა ცეკვა. ამასთან ერთად, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მონაწილეები ერთმანეთს არ ჰგავდნენ – სხვადასხვანაირი ტიპაჟები უნდა იყვნენ.

– დასაწყის ეტაპზე ერთ-ერთი ფავორიტი მონაწილე – იულია ქავთარაძე გავარდა, შემდეგ სოფო ნიჟარაძე წავიდა პროექტიდან. მიუხედავად ასეთი ძლიერი კონკურსანტების გავარდნისა, პროექტს დიდი დანაკლისი მაინც არ დაეტყო და ამის გამო არც ერთი მაყურებელი არ მოჰკლებია.

– ახლაც მგონია, რომ სოფო ნიჟარაძის წასვლა პროექტისთვის ძალიან დიდი დანაკლისი იყო და არის. თუმცა, რას ვიზამთ, ცხოვრებაში ყველაფერი ხდება. სოფო უკვე ჩაცმული იყო, მაკიაჟი გაკეთებული ჰქონდა, როდესაც შოუს დაწყებამდე სულ ცოტა ხნით ადრე დაურეკეს და ეს სამწუხარო ამბავი მოხდა. მაგრამ, მიხარია, რომ მაყურებელი ისეთივე აზარტით არის ჩართული, როგორც მანამდე. რაც შეეხება იულია ქავთარაძეს, შეიქმნა მათი მხარდამჭერი „ფეისბუქ-გვერდი,” სადაც უამრავი ლაიქი ჰქონდათ და მათ დაბრუნდებას ითხოვდნენ. მაგრამ, ლაიქის მიცემა, როგორც ჩანს, გაცილებით ადვილია, ვიდრე დამესიჯება. იმის მეხუთედ ადამიანს რომ დაემესიჯებინა იმ დღეს, რამდენი ლაიქიც მათ გვერდს ჰქონდა, ოთოსა და იულიას წყვილი არ გავარდებოდა შოუდან. როგორც ჩანს, პროექტი ჯერ ახალი დაწყებული იყო, მაყურებელი კი – ცოტა დაბნეული... 

– ქალაქში ჭორები დადის, პროექტის ხელმძღვანელობა ფსონს მაინც თაკო ჩორგოლაშვილზე დებს – როგორც ტელეკომპანიის სახე, მისი მოგება უნდათო.

– ეს ჩვეულებრივი კონკურენციაა. როდესაც ვიღაცა ერთ მონაწილეს გულშემატკივრობს, მის კონკურენტზე ჭორებს ავრცელებს, სკეპტიკურად უყურებს მის მიღწევებს. ალბათ, მტკიცება არ სჭირდება, რომ ეს ყველაზე ობიექტური და სამართლიანი კონკურსის ტიპის პროექტია, რომელიც ტელესივრცეში გადის. ყველა ძალიან ვამაყობთ, რომ ობიექტურობის შეგრძნება ამ პროექტის თითოეულ მაყურებელს აქვს. 

– ახალ წელს რას უნდა ველოდოთ?

– მინიმუმ, „ცეკვავენ ვარსკვლავების“ მესამე სეზონის გამარჯვებულის გამოვლენას. რაც შეეხება სხვა სიურპრიზებს, ახლა ვფიქრობთ ამაზე, ამ დღეებში მიმდინარეობს დაგეგმვა. გვინდა, განსაკუთრებული და ორიგინალური იყოს. საერთოდ, თავიდანვე ვეცადეთ, რაღაც ორიგინალური და საინტერესო გაგვეკეთებინა. პრომო, რომელიც სეზონის დასაწყისში გადავიღეთ, არის სრულიად ახალი ტიპის სატელევიზიო პრომო, ახალი სიტყვა ტელესივრცეში და, ასევე, ყველა ტურს ჰქონდა ორიგინალური გახსნა. მიუხედავად იმისა, რომ ამას არავინ გვთხოვდა, ჩვენ თვითონ გვინდა, რომ ერთფეროვნებას გავექცეთ და რაღაც ახალი გავაკეთოთ. ამიტომ, ახალი წელიც არ იქნება ჩვეულებრივი, ამის პირობას გაძლევთ. 

– ყველა მონაწილე იცეკვებს?

– რა თქმა უნდა. უფრო სწორად, ჩვენ ყველა მონაწილეს ვპატიჟებთ და ყველას მონაწილეობის სურვილი გვაქვს. მაგრამ, თუ ვინმე ძალიან განაწყენებულია და არ მოვიდა, ეს უკვე მისი პრობლემაა.

– არიან ასეთები?! 

– არ ვიცი...

– ნანა ნებიერიძე წავიდა ცოტა გაბრაზებული.

– ყველას სწყინს გავარდნა, მაგრამ, ნანაზე ახლა კომენტარის გაკეთება არ მინდა. 

– ნოე, გაზაფხულიდან დაიწყება მეოთხე სეზონი, თუ, პაუზას გააკეთებთ და შემოდგომიდან ვნახავთ ახალ „ცეკვავენ ვარსკვლავებს“?

– ეს უკვე არხის საიდუმლოა, რომელსაც ჯერჯერობით ვერ გაგანდობთ. დიდი პაუზა სეზონებს შორის ნამდვილად არ იქნება.

– რამდენიმე ადამიანი ვიცი, რომლებიც წინასწარ დადიან ცეკვაზე და, მიუხედავად იმისა, რომ, არ იციან, დაურეკავ თუ არა, მონაწილეობისთვის ემზადებიან.

– საინტერესოა, ვის გულისხმობ (იცინის). 

– ერთი ვიცი, რომ, სავარაუდოდ, ნინი ბადურაშვილი მიიღებს მონაწილეობას.

– კი, შესაძლოა, რომ ნინი ბადურაშვილი ვნახოთ ახალ სეზონზე. დანარჩენებზე ჯერ ვერანაირ კომენტარს ვერ გავაკეთებ. 

– შენ პირადად რას გეგმავ, როგორ აპირებ ახალი წლის დღეების გატარებას?

– მგონი, სამუშაო დღეები გაგრძელდება „ნონ-სტოპ” რეჟიმში, რადგან „ცეკვავენ ვარსკვლავების“ გარდა, არხი რამდენიმე ახალ ძალიან საინტერესო პროექტზე მუშაობს, რომელიც თებერვლიდან უკვე გავა ეთერში და მაყურებლისთვის სასიამოვნო სიახლე იქნება.

– ამასთან დაკავშირებით ხომ არ იმყოფებოდი ინგლისში?

– არა, ჩავედი ჩვენი პროექტის ბრიტანული ვერსიის ნახევარფინალზე.

– ძალიან წინ არ უნდა იყვნენ ჩვენგან.

– არა. სხვათა შორის, ჩვენი პროექტის ჩანაწერები ვანახე ყველას – მსაჯებს, წამყვანებს, მონაწილეებს და, ყველამ ერთხმად აღიარა, რომ ქართული ვერსია მსოფლიოს „ცეკვავენ ვარსკვლავების“ ერთ-ერთი საუკეთესო ვერსიაა. 

 

скачать dle 11.3