კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რისგან უჭირს თავის შეკავება ნოდიკო ტატიშვილს და ვისთვის არის ის კარგი კავალერი

ნოდიკო ტატიშვილისთვის გასული წელი საკმაოდ საინტერესო იყო. ცოტა ხნის წინ კი, ის სოფო გელოვანთან ერთად, ევროტურში იმყოფებოდა – ევროპის სხვადასხვა ქალაქში ძალიან წარმატებული კონცერტები ჰქონდათ. რაც მთავარია, „ოქროს ტალღაზე“ მათი დუეტი წლის საუკეთესო დუეტი გახდა, ხოლო მათი სიმღერა – „წლის სიმღერა“. 

 

ნოდიკო ტატიშვილი: 3 დეკემბერს ვიმღერეთ ლუქსემბურგში, 5 დეკემბერს – პარიზში, 7 დეკემბერს – დიუსელდორფში, 9 დეკემბერს – ბერლინში. ეს იყო ძალიან კარგი ტურნე, ისეთი, როგორსაც ვერ წარმოვიდგენდით – ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. თავად კონცერტები იყო ძალიან კარგი და საინტერესო. რეჟისორი, იდეის ავტორი გახლდათ ლაშა ონიანი, რომელმაც კომპანია „არტ ტრანსფერმთან“ და თავის მეუღლესთან, ამ პროექტის მენეჯერთან, თინა ებიაშვილთან ერთად, გააკეთა ყველაფერი.  ზოგადად, ეს ოჯახი ძალიან ბევრ კარგ რამეს აკეთებს საქართველოსთვის, ცდილობენ, ევროპაში მოახდინონ ქართული კულტურის პოპულარიზაცია. აღმოჩნდა, რომ იქ, სადაც ჩვენ ვიყავით, ქართულ კულტურას ძალიან ბევრი გულშემატკივარი ჰყავს. ლუქსემბურგის კონცერტზე დამსწრე საზოგადოების 98 პროცენტი ადგილობრივი მოსახლეობა იყო, დანარჩენი – ქართველები. დარბაზი სავსე იყო. ასე იყო პარიზშიც, სადაც კონცერტი ძალიან ცნობილ, ალამბრას თეატრში ჩატარდა. დიუსელდორფში 1 200-კაციანი დარბაზი სულ სავსე იყო, უმეტესობა ქართველები დაესწრნენ და კიდევ ჩემი და სოფოს „ევროვიზიის“ იქაური გულშემატკივრებიც დაგვხვდნენ ჩვენი პოსტერებით. ბერლინში საქართველოს საელჩოში ვიმღერეთ მიღებაზე, სადაც გაიმართა გერმანელი ავტორის წიგნის პრეზენტაცია, რომელიც საქართველოს შეეხებოდა. 

– ეს „ევროვიზიის“ შემდეგ შენი და სოფოს პირველი გასვლა იყო ევროპაში... 

– კი, პირველი მასშტაბური გასვლა იყო. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, 2014 წელს კონცერტები იგეგმება უფრო მეტ ქალაქში, სხვადასხვა ქვეყნის დაახლოებით 10-მდე ქალაქში. ასე რომ, ჩემი და სოფოს ტანდემი შედგა, მიუხედავად იმისა, რომ დუეტი არ ვართ და არც ვაპირებთ, დუეტის სტატუსით გავაგრძელოთ კარიერა, მაგრამ, ჩვენთვის ერთად მუშაობა ძალიან სასიამოვნოა. სოლო კარიერას ორივე ვაგრძელებთ, მაგრამ ერთად ყოველთვის ვიმღერებთ, რადგან ძალიან მოგვწონს. სცენაზე ერთმანეთს უპრობლემოდ ვეწყობით – თვალებით, ემოციით, ბგერებით ვხვდებით, რა უნდა გავაკეთოთ. 

– ევროტურების დროს, როგორი კავალერი ხარ?

– სოფოს არაფერზე არ უწევს ნერვიულობა, ფიქრი. მამაკაცი ვარ და აეროპორტიდან დაწყებული, ბევრ რამეს საკუთარ თავზე ვიღებ. გარდა ამისა, ძალიან კარგად ვერთობით. თვალის იქით რომ ხედავ, ასე ვხედავ, სოფო როგორ ბჟირდება სიცილისგან და მე აქეთ როგორ ვბჟირდები. ბევრ რამეზე ისე ვერთობით, ერთმანეთს არც კი ვუყურებთ. ერთმანეთს თუ შევხედავთ, უარესი დაგვემართება, თავს ვეღარ შევიკავებ. როცა მეცინება, ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს, სად ვარ, მიჭირს თავის შეკავება. იქამდე ვიკავებ, სადამდეც შემიძლია. მაგრამ არის მომენტები, როცა არ შემიძლია თავის შეკავება, უხერხულ სიტუაციაში ვვარდები და ამ დროს არ ვიცი, რა მოვიგონო, რომ ჩემი სიცილი ცოტა ლოგიკური იყოს. 

– საახალწლო პერიოდი ერთ-ერთი დატვირთულია მომღერლებისთვის. 

– საკმაოდ დატვირთული გრაფიკი მაქვს – აჟიტირებული დეკემბერი. ჯერ ევროპაში წავედით, შემდეგ თბილისში ჩამოვფრინდით და მე და სოფო „ოქროს ტალღაზე“ გავხდით „წლის დუეტი“. გარდა ამისა, გავიმარჯვეთ მთავარ ნომინაციაში, რომელზეც ფულადი პრემიაც იყო, ანუ, ჩვენი სიმღერა გახდა „წლის სიმღერა“. ეს ჩვენთვის განსაკუთრებულად ღირებულია, რადგან ჟიურიში დაახლოებით 20-25 წევრი იყო და ყველა ძალიან კომპეტენტური. კიდევ, „პროფილში“ იყო ჩემი საშობაო სინგლის პრეზენტაცია, რომელიც პატარა ბავშვებთან ერთად ჩავწერე. საბავშვო სტუდია „ჩიკოს“ ბავშვები არიან, უსაყვარლესები და ნიჭიერები. სიმღერის მუსიკა დაწერა ნინო ჩაჩავამ, იგივე ჩაჩიმ, ხოლო ლექსის დაწერა ვთხოვეთ არქიდიაკვანს, მამა დემეტრეს, რომელიც ძალიან თავმდაბალი ადამიანია და გვითხრა: არ ვარ პოეტი, ვერ დავწერო. მაგრამ, მუსიკას რომ მოუსმინა, იმდენად მოეწონა, მეორე დღეს გვითხრა: აბა, ნახეთ, როგორი გამოვიდაო. ისეთი კარგი გამოვიდა, ზუსტად შეესაბამებოდა მუსიკას. მერე, სიმღერა რომ ჩავწერეთ და მამა დემეტრეს მოვასმენინეთ, ძალიან მოეწონა. პირობა ჩამოვართვი, რომ თუ მომავალ წელს კიდევ ჩავწერ საშობაო სიმღერას, ის დამიწერს ლექსს. 

– უკვე დაგეწყო საახალწლო ფორიაქი? 

– ბავშვობაში უფრო მქონდა მოლოდინი და ფორიაქი, რადგან თოვლის ბაბუისგან საჩუქრები მხვდებოდა. რაც გავიზარდე, თოვლის ბაბუა აღარ მიგზავნის საჩუქრებს, დამტოვა გაღიმებული. ამიტომ, თავად ვარ საკუთარი თავის თოვლის ბაბუა, ისევე, როგორც სხვებისთვის. ეს დიდ სიამოვნებას მანიჭებს, რადგან ვცდილობ, გავახარო ოჯახის წევრები, მეგობრები. თან, ზუსტად ვიცი: ვის რა უნდა, რა სჭირდება, ვინ რაზე ოცნებობს. დიდ ნატვრებს ვერ ვასრულებ, მაგრამ, რაც ხელმეწიფება, იმას ვაკეთებ. 

– რომელი იყო შენთვის განსაკუთრებული ახალი წელი? 

– 2010 წელი რომ იწყებოდა, პირველად შევხვდი ახალ წელს სცენაზე და თან, გამარჯვებული – „ჯეოსტარში“ გავიმარჯვე. აჟიტირებული ვიყავი, ყველა მილოცავდა, ყურადღების ცენტრში მოვექეცი. ამით დაიწყო ჩემი კარიერა, ამ დღეს დავიბადე საქართველოში როგორც მომღერალი. არ მახსოვს, როგორ გავიდა მთელი იანვარი და იმასაც ვერ ვხდები, 2009 წლიდან დღემდე, ანუ ეს 4 წელი, როგორ გავიდა. „ჯეოსტარის“ შემდეგ ტემპიც აჩქარდა. თან, ამ 4 წელიწადში ჩემს კარიერაში იმდენი კარგი რამ მოხდა.  

– 2009 წელს ხომ არ ჩაიფიქრე გამარჯვების სურვილი? 

– სამებაში არის ღვთისმშობლის მსწრაფლშემსმენელი ხატი. როცა რაღაც ძალიან გულით მინდა, მივდივარ და მას ვეჩურჩულები – ჩუმად უნდა უთხრა, რომ არავინ გაიგოს. სასწაული ხდება ჩემს ცხოვრებაში: შეიძლება, მეორე დღესვე არა, მაგრამ როცა საჭიროა, ის სურვილი აუცილებლად მიხდება და ვხვდები, რომ ეს იმ სურვილის ან ოცნების ასრულებაა, რაც ღვთისმშობლის ხატს ვთხოვე. „ჯეოსტარზე“ გამარჯვება, რა თქმა უნდა, ძალიან მინდოდა, მაგრამ ამისთვის თავს არ ვიკლავდი. უბრალოდ, მინდოდა ხალხს ეთქვა: რა კარგად მღერის ნოდიკოო. თან, მქონდა იმის ამბიცია, რომ ჟიურის ერთი ზედმეტი სიტყვა არ ეთქვა, რადგან არ მიყვარს შენიშვნები. მინდა, ყველაფერი ისე იდეალურად გავაკეთო, რომ ვიღაცამ შენიშვნა არ მომცეს. ბავშვობაში სულ შენიშვნებს ვიღებდი, რადგან სასწაული ბავშვი ვიყავი: კედლებზე დავდიოდი, თაროდან თაროზე გადავდიოდი, მაგიდებს კუთხეებს ვამტვრევდი. მალე კი დავჭკვიანდი, მაგრამ კიდევ ვაფუჭებ რაღაცეებს, ცოტა მავნე ხელი მაქვს. მიხარია, რომ ისე დამთავრდა „ჯეოსტარი“, ერთი შენიშვნა არ მოუცია ჟიურის. თან, პროფესიონალ მომღერლობაზე მქონდა პრეტენზია და არა იმაზე, რომ სახლში წავიდოდი და დავჯდებოდი. ბავშვობიდან მყავდა ძალიან კარგი პედაგოგი – ნანა დაუშვილი და მისი  შენიშვნა ყოველთვის იყო ჩემთვის მისაღები. თან, მისი მხრიდან შენიშვნა ასეთი იყო: ნოდიკო, ასე ჯობია, რადგან ეს ასეა... ანუ ახსნით. „ჯეოსტარშიც“ არაჩვეულებრივი პედაგოგი გვყავდა – მანანა მორჩილაძე და მისი მოცემული ყველა რჩევა აბსოლუტურად მისაღები და გასათვალისწინებელი იყო. ასეთი რაღაცეები მიყვარს, მაგრამ ხმამაღალი შენიშვნები  – არა. ამიტომაც, არ მინდოდა, ჟიურის ხმამაღლა მოეცა შენიშვნა და მერე ეს მთელ საქართველოს ენახა – ამას ვერ გადავიტანდი. შეიძლება, გამეპროტესტებინა კიდეც. თუ დავიმსახურებდი, მე ისედაც მივხვდებოდი, რადგან ისეთი თვითგვემა ვიცი... ძალიან თვითკრიტიკული ვარ. 

– ბოლოს რომ ვისაუბრეთ, შენს ცხოვრებაში ერთი გოგონა იყო, რომელთანაც ძალიან კარგი ურთიერთობა გქონდა. ახლა, რა ეტაპზეა თქვენი ურთიერთობა? 

– ისევ არსებობს და ყველაფერი კარგად არის, სტაბილურად. რაც მთავარია, ორივე კომფორტულად ვგრძნობთ ერთად თავს და ეს ურთიერთობა ორივეს მოგვწონს. თან, რაღაც ეტაპები იცვლება, უკეთ ვიცნობთ ერთმანეთს ჩვენი მინუსებით, პლუსებით, ყველაფრით. 

– ასეთ ურთიერთობაში შენიშვნებზე როგორ რეაგირებ? 

– უნდა მითხრას. ყველაფერს გარკვევა სჭირდება, თუ რამე არ მოგწონს, უნდა თქვა – ასე ავაწყვეთ ჩვენ ურთიერთობა. კარგადაც გვიკამათია, ოღონდ, არ გვიჩხუბია. თუმცა, ისეთი კარგია ეს ურთიერთობა, რომ კამათი მეორეხარისხოვანია. 

 

скачать dle 11.3