კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რისი წყალობით დაეშვა ღრუბლებიდან გიგა კვენეტაძე და რა ხდება რომანტიკოსი რეალისტის პირად ცხოვრებაში

ავტორ-შემსრულებელი გიგა კვენეტაძე უკვე წლებია, მოსკოვში ცხოვრობს და თავის კარიერას რუსულ შოუ-ბიზნესში განაგრძობს. მართალია, ამ ხნის განმავლობაში ძირითადად დაკავებული იყო როგორც კომპოზიტორი და სიმღერებს სხვა შემსრულებლებისთვის ქმნიდა, მაგრამ, 2013 წელი მის კარიერაში გარდამტეხი აღმოჩდა. როგორც თავად აღნიშნა, უკვე საკუთარი თავისთვისაც მოიცალა და სოლო ალბომზეც დაიწყო მუშაობა. 

 

– გიგა, როგორია საახალწლო განწყობა? 

– საახალწლო განწყობა ძალიან კარგია. ახალი წლის მოახლოება მოსკოვში განსაკუთრებულად იგრძნობა: ყველაფერი განათებულია, ლამაზია მთელი ქალაქი და ყველასთვის დადებით განწყობას ქმნის.

– თუ იგეგმება შენი მონაწილეობა რომელიმე საახალწლო კონცერტში?

– საახალწლო კონცერტები აქ უკვე დაიწყო და რამდენიმე კონცერტში მივიღე კიდეც მონაწილეობა. დაგეგმილია კიდევ სამი საახალწლო კონცერტი, სადაც ვიმღერებ. უფრო მეტად კორპორაციული კონცერტებია. 

– ახალ პროექტებზე თუ მუშაობ ამ ეტაპზე?

– დიახ, როგორც ყოველთვის, საქმე ბევრი მაქვს, რაც ჩემთვის ძალიან სასიამოვნო მომენტია. ამჯერად ვმუშაობ ორ სერიოზულ პროექტზე და ერთ-ერთი მონაწილე თვითონაც ვარ. ორი სხვადასხვა მომღერლის ალბომს ვაკეთებთ. იმედი მაქვს, ისეთი გამოვა, როგორი შემართებითაც ვმუშაობთ. ორივე პროექტში სერიოზული ფინანსები იდება და ვნახოთ, რა გამოვა.

– კიდევ რით ხარ დაკავებული?

– ნელ-ნელა დაიწყო ჩემი სოლო კარიერის მომენტები – წინსვლები ნამდვილად არის ამ მხრივ. რუსულენოვან ალბომზე უკვე დავიწყე მუშაობა. სამი სიმღერა მზად მაქვს, ერთ-ერთი რადიო „ვოსტოკზეც” ტრიალებს. ყველაფერი წინ არის. როგორ განვითარდება ჩემი სოლო კარიერის ამბავი, ამას უკვე მომავალი გვიჩვენებს. 

– ჩამოსვლას თუ გეგმავ საქართველოში?

– დიდი იმედი და სურვილი მაქვს, იანვრის პირველ ნახევარში ჩამოვიდე. დავიმუხტები დადებითი ემოციებით და მერე ისევ წავალ.

– როგორი იყო შენთვის 2013 წელი?

– 2013 წელი ჩემთთვის რთული და გარდამტეხი იყო; ასევე, იყო სიახლეების წელიც. ვიგრძენი, რომ, როგორც კომპოზიტორი, რუსულ შოუ-ბიზნესში ცნობილი გავხდი. ამას ისიც მოწმობს, რომ დღეს უკვე ცნობილი მომღერლები თვითონ მირეკავენ და სიმღერებს მიკვეთენ. 

– ანუ, გიგა კვენეტაძე რუსულ შოუ-ბიზნესში, როგორც კომპოზიტორი, მოთხოვნადი გახდა?

– მოთხოვნადი ნამდვილად გავხდი, თუმცა, მთლად კრუტოი არ ვარ.

– რა იცი, შეიძლება, 2014 წელს ასე აღარც კი იფიქრო. ახლა, რაც შეეხება პირად ცხოვრებას, რა ხდება, სიახლე რამე ხომ არ არის?

– სიმართლე გითხრა, პირად ცხოვრებაში სიახლე ნამდვილად არაფერი მაქვს. როგორც ყოველთვის, ლამაზი პეპლები დაფრინავენ, სერიოზული არაფერი. კი ვამბობ, ყველაფერს თავისი დრო აქვს-მეთქი, მაგრამ, ამასობაში დროც გადის. 

– შენი მომავალი მეუღლე მხოლოდ ქართველი გოგონა უნდა იყოს, თუ არ აქვს ამას მნიშვნელობა?

– ეროვნებას ნამდვილად არ ვანიჭებ მნიშვნელობას, მთავარია, ისეთი ადამიანი ვიპოვო, რომელიც ჩემი ცხოვრების ღირსეული მეგზური იქნება და რთულ მომენტებშიც გვერდით დამიდგება. 

– ამ წლების განმავლობაში, ალბათ, ბევრი რამ გადააფასე შენს ცხოვრებაში. 

– რა თქმა უნდა.. რაც უფრო გემატება ასაკი,  მით უფრო იცვლება ფასეულობები. გუშინ თუ რაღაცის გჯეროდა, იმის, შეიძლება, დღესაც გჯეროდეს, მაგრამ, ამ ყველაფერს უფრო სხვანაირად უყურებ. მივხვდი, რომ რეალისტი გავხდი, თუმცა, რომანტიკა მაინც ვერ დავკარგე. ანუ, ღრუბლებიდან დავეშვი და ახლა რეალისტი რომანტიკოსი ვარ. მინდა, ისიც გითხრა, რომანტიკა იმაში მიწყობს ხელს, რომ ჩემი სიმღერები მელოდიური იყოს. მე იმ რეალობას ვწერ, რა რეალობაც ჩემს ცხოვრებაში ყოველდღიურად ხდება.

– ანუ, შენი სიმღერების მოსმენით იმასაც გავიგებთ, თუ რა ხდება შენს რეალურ სამყაროში?

– რა თქმა უნდა, ასეა, რეალობასთან არის ყველაფერი დაკავშირებული. 

– სიმღერებში სულ რომ „ტირი?”

– ესე იგი, „ნე ვეზიოტ ვ ლუბვი.” 

– იმედი მაქვს, მალე, მელოდიურობასთან ერთად, გიგა კვენეტაძის სიმღერები მხიარულიც გახდება, რის მიხედვითაც მსმენელი მიხვდება, რომ მომღერალი ბედნიერი და შეყვარებულია.

– აუცილებლად. საუბრის დასასრულს, ყველას გილოცავთ შობა-ახალ წელს, ბედნიერების მომტანი ყოფილიყოს ყველასთვის 2014! მიყვარხართ...

 

скачать dle 11.3