კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა „მუქარა” აუსრულა სევდია უგრეხელიძეს გიგი უგულავამ და ვის არ უკეტავდა ის ღამით სახლის კარს

სევდია უგრეხელიძე თბილისის მერის მოვალეობას, როგორც ჩანს, მომავალ არჩევნებამდე შეასრულებს.  პოსტმა,  რომელიც მას  საკრებულოს სამგზის დეპუტატობის შემდეგ ერგო, სევდია უგრეხელიძის ცხოვრება საგრძნობლად  შეცვალა– მას შემდეგ, რაც  გიგი უგულავას „მუქარის” ასრულების დრო დაუდგა,  თბილისის მერის მოვალეობის შემსრულებელს  „კასკის” და ჩექმის მორგება უკვე  ხშირად მოუწევს. ამბობს, რომ ცხოვრების პასიურ რეჟიმს მას შემდეგ შეელია, რაც პროფესიით მუსიკათმცოდნე, ადვოკატისა და უფლებადამცველის რთულ ცხოვრებას შეუდგა. ამ გზამ კი ის  პილიტიკამდე მიიყვანა, თუმცა ამაზე და   ჩვენი მკითხველისთვის ბევრ უცნობ თემაზე, თავად ჩვენი რესპონდენტისგან შეიტყობთ.     

 

– ქალბატონო სევდია, ახალ წელს თბილისის მერის რანგში ხვდებით და როგორც ჩანს, მომავალი ხუთი თვე შეასრულებთ ამ ფუნქციას. დაიწყეთ უკვე მერის რანგში ბრძანებების   გამოცემა და მთავრობის სხდომების მოწვევა?  

– მთავრობის სხდომებს ისედაც მე  ვატარებდი, როგორც მერის მოვალეობის შემსრულებელს, ჯერ აქტი არ გამომიცია. ამ მოვალეობას ამ თვეებშიც რამდენჯერმე ვასრულებდი, როდესაც გიგი უგულავა მივლინებებში მიდიოდა.  საქმე ისაა, რომ მან ისე დააყენა აქ სისტემა რელსებზე, იმდენად გამართულად მუშაობს ყველა სამსახური, არავინ რომ არ იყოს და აქ ჯოხი დავდოთ,  სისტემა მაინც იმუშავებს.  ჩვენ ყველა ერთად კოლეგიალურად ვმუშაობდით და არასდროს  იგრძნობდი, რომ ის უფროსი იყო ჩემი. არ არსებობდა ბიუროკრატიული ბარიერი,  ამიტომაც ვახერხებდი მე, ამ ხნის ქალი ამ ახალგაზრდებთან და მათ ჩქარ ტემპთან შეწყობას. ჩემთვის მთავარი იყო შეუქცევადი დასავლური ღირებულება, რასაც ჩვენი ხელისუფლება არ ღალატობდა და პოზიცია, რომ ისინი არასდროს  შეტრიალდებოდნენ დამმონებელი ქვეყნისკენ.  გიგი სულ „მემუქრებოდა”: ქალბატონო სევდია დაიხურავ „კასკას,” ჩაიცმევ ჩექმებს და ეს „მუქარა” დასრულდა. ეს ძალიან მაწუხებს, რადგან ეს მოხდა ჩემს ქვეყნაში.  გიგის  რომც აღუდგინონ უფლებამოსილება,  როგორც  განაცხადა, თავად მოიხსნის მას.  ეს მინდა გითხრათ, რომ ჩემთვის დრამატული მომენტია ცხოვრებაში. იმის მიუხედავად, რომ თებერვლიდან მამზადებდა ამისთვის, მე იმედი მქონდა, რომ ამ როლში ყოფნა არ დამჭირდებოდა. 

–  თებერვალშივე დაიწყო საუბარი,  მან გათვლა თქვენზე, სწორედ ამ  დღისთვის გააკეთა.    

– როგორც ჩანს, ის ფიქრობდა, რომ ეს დღე დადგებოდა. შესაძლოა, გენდერული ბალანსისთვისაც გააკეთა ეს. მთავარი, ალბათ, მაინც ის იყო, რომ  დიდი ხანია, ამ სისტემაში  ვარ, მესამედ ვიყავი არჩეული საკრებულოს დეპუტატად. ყველა, ვინც მე მიცნობს და ჩემთან უმუშავია,  ხედავდა იმას, რომ მე ჯერ ამბიცია კი არ მიჩნდება და შემდეგ ვიწყებ სვლას გზაზე ჩემი მიზნის მისაღწევად – არა, მე ვმუშაობ, ვაკეთებ იმას, რაც იმ პერიოდისთვის აუცილებელია. როგორც მერე აღმოჩნდება, სწორედ ამ გზას მივყავარ მიზანთან, რაც ამბიციის საგანი შეიძლებოდა, ყოფილიყო. ეს ბევრჯერ მოხდა ჩემს ცხოვრებაში.  მე ვიყავი  ჩვეულებრივი უფლებადამცველი და ეს მოხდა ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების დამხობის შემდეგ, როცა იჭერდნენ და ადგილზე ხვრეტდნენ მის თანამოაზრეებს, მაშინ დავიწყე მე ჩემი მეგობრების უფლებების დაცვა.  ჩემი მეუღლე უზენაესი საბჭოს წევრი იყო – მომღერალი, ვოკალისტი, ინტელიგენტი  კაცი, ყაჩაღად  გამოაცხადეს და დევნილობაში ცხოვრობდა გროზნოში, მოსკოვში. მაშინ ჩვენ ძალიან რთულ პირობებში, რამდენიმე ქალი ვმუშაობდით ერთად და ძალიან  ვაქტიურობდით. სხვა გზა არც იყო – მამაკაცებს კლავდნენ, ქალებს იჭერდნენ და უშვებდნენ. ჩემი მეგობარი მაია კერესელიძე 36-ჯერ იყო დაჭერილი. ჩვენი მთავარი მიზანი იყო, გადაგვერჩინა  ჩვენი მეგობრების სიცოცხლე. ამიტომაც, დავდიოდით ყველა ორგანოში დაწყებული უშიშროების საბჭოდან, პროკურატურიდან პოლიციით დამთავრებული. ჩვენ გამოვდიოდით, როგორც საზოგადოებრივი დამცველები.  იმისთვის, რომ ჩვენ პროცესებიდან ჩამოვეშორებინეთ,  ხელისუფლებამ  საპროცესო კოდექსიდან ამოიღო საზოგადოებრივი დამცველის საქმე, ეს საბჭოთა რეჟიმის გადმონაშთიაო. მე მაშინვე გადავწყვიტე, რომ მიმეღო იურიდიული განათლება და  ამეღო  დიპლომი. კონსერვატორია მაქვს დამთვრებული, იქამდე, სანამ ყველასთვის  ცნობილი პროცესები დაიწყებოდა, მუსიკათმცოდნის  მშვიდი ცხოვრება მქონდა, ესთეტიკის კათედრაზე ვმუშაობდი. მაგრამ, დადგა დრო,  როცა იძულებული გავხდი, სხვა სფეროში გადავსულიყავი. შეიძლება, მუსიკის მასწავლებელი პოლიტიკური ნიშნით გააგდო სამსახურიდან?  ექსპერიმენტული მუსიკალური სკოლის დირექტორმა სამსახურიდან დამითხოვა, შენ ფულს აგროვებ და  გროზნოში აგზავნიო. მე ამით ნამდვილად არ ვიყავი დაკავებული, მაგრამ ასეც რომ ყოფილიყო, ამის გამო უნდა დამეტოვებინა სამსახური?  მამაჩემი ცნობილი ადვოკატი იყო, ბავშვობიდან დედის იავნანის ნაცვლად, მესმოდა – დაზარალებული, დამნაშავე, მოსამართლე.  კრიმინოლოგიის პროფესორი იყო ჩემი და. მოგეხსენებათ, სადაც მუშაობდა ჩემი ძმა. ასე რომ, ეს სფერო არ იყო ჩემთვის უცხო და  მეც ძალიან  ბუნებრივად გადავერთე  უფლებადამცველის საქმიანობაში. იმ რთულ პერიოდში  ქალები შედარებით  დაცულები ვიყავით, ვიდრე – მამაკაცები. ფიზიკურად და მორალურად ძალიან რთული პერიოდი გავიარე: შიმშილი, სიცივე. ჩემი ორივე ქალიშვილი მაშინ პატარა იყო. მემუქრებოდნენ  ჩემი შვილებით. მეშინოდა, სახლის კარს არ ვკეტავდი, რომ არ შემოემტვრიათ და პირდაპირ შემოსულიყვნენ. ფიზიკური დევნის მეტი რა მინახავს –  მიტინგზეც მომხვედრია, თმებითაც ვუთრევივარ ედპ-ს აქტივისტებს.  სამართლებრივი დევნისგან კი  გადამარჩინა მამაჩემის ავტორიტეტმა. სადაც არ უნდა მივსულიყავი, ყველამ იცოდა, რომ გურამ უგრეხელიძის შვილი ვიყავი. მას ყველა იცნობდა და პატივს სცემდა. ზვიადმა ძალიან მაღალ თანამდებობაზე დანიშნა ჩემი ძმა. საქართველოში ყველა ყველას ნაცნობია და ბევრი  ვერც კი წარმოიდგენდა, რომ მან მართლა გამწირა და ჩვენ ურთიერთობა არ გვქონდა. 

– თუმცა, ამაზე ყოველთვის იყო საუბრები. თქვენ ბოლომდე სხვადასხვა პოლიტიკურ ბანაკში აღმოჩნდით. მაშინ, როცა იდევნებოდით, გავლენიანი  ძმის მფარველობა არასდროს გიგრძნიათ?  

– პოლიტიკა არ ყოფილა მთავარი მოტივაცია იმის, რომ ჩვენ ურთიერთობა არ გვქონდა და ეს ბოლომდე ასე დარჩა. იმას გეტყვით, რომ ამ ურთიერთობის გაწყვეტის ინიციატორი მე არ ვყოფილვარ. ის იყო ინიციატორი და ამას სხვა მიზეზები ჰქონდა – არაპოლიტიკური.  ადვოკატობის შემდეგ, უფრო პოპულარული და საყვარელი გავხდი, ვიდრე ნებისმიერი თანამდებობის პირი, რომელიც დახვრეტას უსჯიდა იმ, კანონიერი ხელისუფლების წარმომადგენლებს. ხალხის სიმპათია ნამდვილად იყო ჩემს მხარეს. 

– გზა პოლიტიკისკენ ადვოკატის საქმიანობაზე გადიოდა. როგორ მოხვდით იმ პოლიტიკურ გუნდში, რომელთან ერთადაც საკრებულოს სამგზის დეპუტატი ახლა კი ვიცე-მერი გახდით.  

–  მე წავედი  ისეთ სფეროში, რომელიც იმ პერიოდში ძალიან მნიშვნელოვანი იყო. მე  ვმუშაობდი მარტო, გუნდის გარეშე. თუმცა, იყო რამდენიმე ადვოკატი, მათ შორის მალხაზ ჯანგირაშვილი და თემურ გოქსაძე, რომელთა გვერდით მუშაობაც ჩემთვის დიდი პატივი იყო.  მარტო მუშაობას  თავისი  პლუსიც აქვს და მინუსიც.  საერთოდ, ქართველი, მარტოსული ადამიანია, ინდივიდუალისტი. მეტსაც გეტყვით – მამაჩემიც ასეთი იყო. იმ პერიოდში ძალიან ხშირად მიწევდა სატელევიზიო გამოსვლები. მოგეხსენებათ, ტელევიზიის წყალობით, ადამიანი როგორ უცბად ხდება  ცნობილი. ბოლოს იმ მდგომარეობამდე მივედი, რომ საკუთარი თავი მომბეზრდა. სარკეში ჩახედვა მძულდა, მაგრამ ეს საჭირო იყო. იმის მიუხედავად, რომ ადვოკატი ვიყავი  და ვცდილობდი, პროფესიულ ნიშაში დარჩენას, მაინც მიწევდა პოლიტიკური კომენტარების გაკეთება და ასე, ძალიან ბუნებრივად  აღმოვჩნდი პოლიტიკურ პროცესებში. უფლებადაცვით საქმიანობაში ჩართული არ ვერიდებოდი ისეთ პირებთან კონტაქტს, რომლებიც ყველას თვალში არ იმსახურებდნენ სიმპათიას, რის გამოც ჩემი თანამოაზრეებიც კი მაკრიტიკებდნენ ხოლმე. სხვაგვარად არ გამოდიოდა საქმე. ციხეში პანტაპუნტით იხოცებოდნენ ახალგაზრდები, ამ დროს ვის ჩამოვართვი ხელი,  ჩემთვის მნიშვნელოვანი არ იყო. მე მახსოვს, როგორ გამომაყვანინა პატიმრების პირველი ნაკადი – 27 ადამიანი  ციხიდან მიხეილ სააკაშვილმა. ფიანდაზებით კი არ დამხვედრია, ბევრი ვიჩხუბეთ ჩვენ ამასთან დაკავშირებით. მაშინ ის საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარე იყო. შემდეგ დადგა  ზვიადისტების, როგორც პოლიტპატიმრების აღიარების საკითხი. იქამდე ზვიადისტებს ყაჩაღებსა და ბანდიტებს უწოდებდნენ, სასაცილოდ არ ჰყოფნიდათ,  როცა მათ პოლიტპატიმრებად მოიხსენიებდნენ.  ბოლოს, ზურაბ ჟვანიას და მისი გუნდის აქტიური ჩარევის შედეგად,  როგორც იქნა, მივედით იქამდე, რომ 2000 წელს შეიქმნა ეროვნული თანხმობის კომისია, სადაც  მე ვიყავი ერთადერთი მეკავშირე ზვიადისტებსა და ხელისუფლებას შორის. ამ კომისიამ მიიღო დადგენილება, რომელმაც პირველად აღიარა სახელმწიფო გადატრიალებით ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების დამხობა. ეს არის სისხლსა და ცრემლებზე აგებული ის ისტორია, რომელიც მე  გავიარე. შეიძლება, ამ დროს კარიერასა და წინსვლაზე ეფიქრა ადამიანს?  მე  თანხმობის კომისიის სპეციალისტი ვიყავი და იმ ფარგლებში მქონდა ურთიერთობა ხელისუფლების წარმომადგენლებთან, როგორც ამას საქმის საჭიროება მოითხოვდა.  შემდეგ მოვლენები ისე განვითარდა, რომ საადვოკატო საქმიანობის გაგრძელებას  აზრი აღარ ჰქონდა. საადვოკატო საქმიანობა ჩემთვის შემოსავლის წყარო  ვერ გახდებოდა. ბევრი გაჭირვებული მოდიოდა ჩემთან, ისეთი უცნაური საქმეებით, რა ჰონორარებზე შეიძლებოდა ლაპარაკი? შემდეგ ზვიად ძიძიგურმა შემომთავაზა კონსერვატორების კვოტით საკრებულოს სიებში  მოხვედრა, ჯერ წინააღმდეგობას ვუწევდი – არ ვიცი, ეს კანალიზაცია და წყალი, თავი დამანებეთ-მეთქი. მაგრამ მერე მივხვდი, რომ ეს საჭირო იყო.                              

–  ახალმა რეგალიამ თქვენი ცხოვრება როგორ შეცვალა?

–   უფრო მეტად ვიქნები გარეთ, არამხოლოდ სახლის გარეთ, ამას შეჩვეულები არიან, ახლა  უკვე კაბინეტის გარეთ მომიწევს ყოფნა.  უნდა გაგრძელდეს ყველა ის პროექტი, რასაც ჩვენ ვაკეთებდით. სახლისთვის უფრო და უფრო   ცოტა დრო მრჩება.  ოთხი შვილიშვილის ბებია ვარ. ვცდილობ, ამ როლსაც არ მოვწყდე და საღამოობით ჩემს შვილიშვილთან, რომელიც ცხრა თვისაა და ჩემთან ცხოვრობს,  15 წუთი მაინც მქონდეს ურთიერთობა, რომ კარგი ენერგია მივიღო. ჩემი მეუღლე კვლავ დაუბრუნდა კონსერვატორიას, არის პროფესორი, ვოკალის პედაგოგი. მუსიკა ჩვენი ცხოვრების ნაწილია და ჩვენს სახლში ყოველთვის ისმის კლასიკური მუსიკა. უნივერსიტეტის პროფესორია ჩემი ერთი ქალიშვილი,  მეორე დიპლომატია და საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობს. ჩვენს ოჯახში არის აბსოლუტური დემოკრატია პოლიტიკური  შეხედულებების მიხედვით. ჩვენ ძალიან დემოკრატიულ ბანაკში ვცხოვრობთ – ვართ ერთმანეთის ოპონენტებიც. ჩემი მეუღლე ზვიადის ხელისუფლების გარდა არც ერთ ხელისუფლებას არ ცნობდა, მაგრამ  ჩემს დიპლომატ ქალიშვილს კრიტიკული დამოკიდებულება ჰქონდა ჩვენი ხელისუფლების მიმართ.  ახლა ვიცი, რომ ჩართული ვიქნები ყოველდღიურ რუტინაში. ჩვენ საბჭოთა ადამიანები ვიყავით და მუდმივად სამუშაო რეჟიმში ყოფნას  შეჩვეულები ვართ. არ მიყვარს პასიურ რეჟიმში ყოფნა, დილით ადრეც ვდგები და საოჯახო საქმესაც ვახერხებ, საღამოს პატარა შვილიშვილსაც კი ვიტოვებ, თუ სახლში ვარ. თუმცა, არ ვიცი, ამის შემდეგ თუ მექნება დრო ამისთვის, იმდენი პროექტი გვაქვს დასამთავრებელი. თუ საჭირო იქნება, რჩევებსაც ვკითხავ გიგის, მასთან კომუნიკაციას და მეგობრობას ვერავინ ამიკრძალავს. მეგობრობა ისეთი რამ არის, მასზე დრო, მანძილი და სხვა გარემოებები არ მოქმედებს. ამას წინათ პარიზში ვნახე ჩემი ბავშვობის მეგობარი, რომელთანაც 14 წლის ასაკამდე ვმეგობრობდი და მას მერე არ მინახავს. ჩვენი ღირებულებები ამდენი წლების მერეც თანმხვედრი აღმოჩნდა. მეგობრობის ყოველთვის უნდა გჯეროდეს, საიდანაც არ უნდა დაიწყოს ის, თუნდაც პოლიტიკიდან. ჩემთვის არაჩვეულებრივი მეგობარია თბილისის ყოფილი ვიცე-მერი, მამუკა ახვლედიანი. ჩემს წარმოდგენაში ის ახლაც ჩემი ვიცე-მერია.    

–  ეს სამუშაო კაბინეტი მან  „დაგითმოთ?”

– არა, ეს ადრე  ნიკო  ხაჩირაშვილის სამუშაო კაბინეტი იყო. მე არ ვარ ცრუმორწმუნე და არ ვფიქრობ, რომ ამ კაბინეტის კურთხევა იყო საჭირო მისი აქედან გასვლის შემდეგ, რომ მისი აურა ჩემზე არ გადმოსულიყო (იცინის). ჩემთვის მთავარი სხვა რამ არის – მე ჯერ სევდია უგრეხელიძე ვარ და ყველაფერი დანარჩენი, არის მერე.  მთავარი გასაკეთებელი, რაც უნდა გამეკეთებინა, გავაკეთე იქამდე, სანამ ხელისუფლების წევრი გავხდებოდი რომელიმე რანგში.  ეს იყო უფლებადაცვითი საქმიანობა,   ეროვნული პოლიტპატიმრების დაცვა და  ადვოკატობა.  მე გავაგრძელე მამის საქმე და ამ მხრივ ვარ ბედნიერი. შემდეგ ამ გზით და არჩევით, მოვხვდი პოლიტიკაში. მაგრამ, ჩემთვის ყველაზე კარგი სტატუსი იყო, საკრებულოს რიგითი წევრის პოსტი და პროექტი „თბილისელების ადვოკატი”. მე მიყვარს ჩემი  საქმე და  ბედნიერი ვარ,  რომ  ამ პროექტის ფარგლებში ძალიან ბევრ თბილისელს დავეხმარეთ.   

 

скачать dle 11.3