კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა არის „კამელინის“ განსაკუთრებული სამკურნალო თვისებები, რისი დახმარებითაც ადამიანები სხვადასხვა დაავადებისგან იკურნებიან

როგორც იცით, „კამელინი“ ქართული წარმოების უნიკალური, ორიგინალური, სამკურნალო-პროფილაქტიკური საშუალება, ბუნებრივი ნაერთების ერთობლიობაა, რომელიც მზადდება საქართველოს ერთ-ერთ რეგიონში გავრცელებული თაფლისგან. „კამელინი“ ჯერ კიდევ გასული საუკუნის 40-იან წლებში შეიქმნა და დღეს ის უკვე არაერთი ქვეყნის ფარმაცევტებისა და მედიკოსების ყურადღების ცენტრშია. მისი სამკურნალო თვისებების შესახებ ინფორმაცია დიდი ხანია, საქართველოს ფარგლებს გასცდა. დღეს უკვე არაერთი ქვეყნიდან ჩამოდის დელეგაცია, რომელსაც სურს საკუთარ ქვეყანაში ქართული ბუნებრივი წარმოების პრეპარატის, „კამელინის“ დარეგისტრირება და შეტანა, რადგან „კამელინი“ ნამდვილად უდიდესი პოტენციალის მქონე პრეპარატი და ის ეფექტური საშუალებაა, რომელიც გამოიყენება როგორც ანტიბიოტიკებისადმი მდგრადი ბაქტერიების, ვირუსებისა და სოკოვანი დაავადების სამკურნალოდ, ასევე სიმსივნის წინააღმდეგ საბრძოლველადაც. „კამელინს“ გააჩნია ანთების საწინააღმდეგო,  მარეგენერირებელი, ანტისეპტიკური და ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი. აძლიერებს იმუნიტეტს, აჩქარებს შეხორცების პროცესს, აფერხებს სიმსივნური უჯრედების ზრდას, აღადგენს დაზიანებულ უჯრედებს და ქსოვილებს, მათ შორის ღვიძლის უჯრედებს. ძალიან კარგია „კამელინის“ გამოყენება კანის, რბილი ქსოვილების ჩირქოვანი და ხანგრძლივად შეუხორცებელი ჭრილობების, ტროპიკული წყლულების, ფურუნკულის, პანარიციუმის, დამწვრობების, მათ შორის მზით მიღებული დამწვრობების, ნაწოლების სამკურნალოდ. ასევე, ეფექტურია „კამელინის“ გამოყენება ოპერაციის შემდგომ პერიოდში, ჭრილობების შეხორცების, ორგანიზმის ზოგადი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. ასევე, კარგია „კამელინის” გამოყენება ვაგინალური ინფექციების,  მათ შორის ბაქტერიული, ვირუსული, სოკოვანი გენეზისის, საშვილოსნოს ანთებითი დაავადებების, საშვილოსნოს ყელის ეროზიების სამკურნალოდ, ასევე, პროქტატების, სწორი ნაწლავების ნახეთქების, ჰემორეის დროს. ასე რომ, „კამელინი“ ეფექტურია სხვადასხვა დაავადების სამკურნალოდ და ამას ძალიან ბევრი კვლევა და პრაქტიკული მაგალითი ადასტურებს. ასევე, კარგია მისი გამოყენება გრიპოზული დაავადებების სამკურნალოდ. როგორც იცით, ამისთვის უკვე გამოვიდა „კამელინის“ ახალი ფორმა „კამელინ ფლუ“ – სპრეი.

 

კომპანია „კამელინი“ გილოცავთ შობა-ახალ წელს, გისურვებთ  ჯანმრთელობას 

 

კობა გურიელიძე (კომპანია „კამელინის“ აღმასრულებელი დირექტორი და სამეცნიერო პროექტების ხელმძღვანელი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი): კვებეკის, მონრეალის, ბერნის, ილინოისის, ბრაზილიის სამეცნიერო და კლინიკურ ცენტრებში დადგინდა, რომ „კამელინი“ შესანიშნავი ანტივირუსული, ანტიბაქტერიული და იმუნური სისტემის გამაძლიერებელი, ბუნებრივი წარმოშობის პრეპარატია და მისი გამოყენება გრიპოზული დაავადებისა და მისი პროფილაქტიკის მიზნით, იდეალური საშუალებაა. იმ შემთხვევაში კი, როცა ვირუსი უკვე უჯრედშია, ხელს უშლის მის გამოსვლას ინფიცირებული კერიდან და სხვა უჯრედებზე გავრცელებას. ამავე დროს, ორგანიზმის იმუნიტეტს საშუალებას აძლევს, გაანადგუროს უჯრედში ლოკალურად შემოჭრილი ვირუსები. რაც ყველაზე მთავარია, „კამელინის“ საშუალებით, ვირუსს ხელი ეშლება, თავისი დამანგრეველი გენეტიკური მონაცემები ჩანერგოს ორგანიზმის ჯანმრთელ უჯრედში. მონრეალის ლედი დევისის შიდსისა და ვირუსული დაავადებების ცენტრის, ბერნის უნივერსიტეტის, ილინოისის უნივერსიტეტის, ბრაზილიის უნივერსიტეტის მკვლევრებმა დაადგინეს, რომ პრეპარატი „კამელინი მ1“ არა მარტო შესანიშნავად უსწორდება გრიპის გამომწვევ ვირუსს, არამედ პნევმონიის გამომწვევ აღნიშნულ ბაქტერიებსაც (რომლებიც მდგრადია დღეისთვის ხმარებაში არსებული უმეტესი ანტიბიოტიკების მიმართ) ძალზე დაბალ კონცენტრაციებში სპობს. ხშირად, გრიპის შემდგომ პერიოდში სხვა, მეორადი ბაქტერიული ინფექციები აღმოცენდება. ამ შემთხვევაში „კამელინი მ1-ის“ გამოყენება, ჩაწვეთებით თუ ინჰალაციის სახით, საუკეთესო შედეგს იძლევა. როგორც „კამელინი მ2“, ასევე „კამელინი მ1“ და „კამელინი მ4“ შესანიშნავი ანტიოქსიდანტი და ანთების საწინააღმდეგო საშუალებაა, ისევე, როგორც „კამელინი მ3“ – მალამო, რომელიც იოლად აღწევს ანთების კერამდე და მომენტალურად აქრობს მას. „კამელინ ფლუს“ გამოყენება კი ისეთი დაავადებების სამკურნალოდ, როგორიც გრიპოზული, პირის ღრუსა და ყელის ჩირქოვანი, ინფექციური დაავადებები, ანთებითი პროცესებია, ხელს უწყობს პირის ღრუში რეგენერაციის პროცესს და ეფექტურია მისი გამოყენება ანგინის დროს. ანუ, ამ პრეპარატის შექმნის მიზეზი იყო ის, რომ გვინდოდა, მომხდარიყო მისი ამ თვისებების გამოყენება. შესაბამისად, შეიქმნა ახალი პრეპარატი, რომელიც ანთებების, გაციების დროს პირის ღრუში შესხურებისას, ძალიან კარგ ეფექტს იძლევა. პრეპარატში არის ის კომპონენტები, რომელიც ლორწოვან გარსზე გარკვეული პერიოდის განმავლობაში აჩერებს პრეპარატის აქტიურ ნივთიერებებს და, შესაბამისად, ეს უფრო მეტ ეფექტურობას იწვევს. რაც მთავარია, როგორც „კამელინის“ სხვა ფორმებს, ასევე, სპრეისაც სხვა წამლებთან მიმართებაში უკუჩვენება არ აქვს და მისი გამოყენება შეიძლება თითქმის ყველა მედიკამენტთან ერთად. თუ კლასიკური თერაპია ამ დაავადებების განკურნებას გვაძლევდა გარკვეულ პერიოდში, „კამელინთან“ კომბინაციაში, შედეგი უფრო ეფექტურია. რაც მთავარია, გართულებები, პრაქტიკულად, არ ყოფილა და გამოჯანმრთელებაც უფრო მალე ხდება. 

ტ.დ (პაციენტი 35 წლის): ჩემს მეუღლეს სამი წლის წინ დაუსვევს  ფილტვის სიმსივნის დიაგნოზი. ძალიან ცუდად იყო, მკურნალობის ყველა საშუალება გამოვიყენეთ, მაგრამ ამაოდ. ქიმიოთერაპიითაც მკურნალობდა, მაგრამ მისი მდგომარეობა უფრო და უფრო უარესდებოდა. დაახლოებით, ორი წლის წინ, შევიტყვე „კამელინის“ შესახებ. ჩემი ახლობელი მკურნალობდა ამ პრეპარატით, მასაც სიმსივნე ჰქონდა, ოღონდ საშვილოსნოზე. როდესაც ვნახე, თუ რა კარგად გრძნობდა ის თავს (ეს ქალბატონი დღესაც მშვენივრად გრძნობს თავს), გადავწყვიტე, ჩემი მეუღლისთვისაც დამეწყო „კამელინის“ გაკეთება. სხვათა შორის, თავიდან თვითონ წინააღმდეგი იყო, არადა, ძალიან იყო დასუსტებული. როგორც იქნა, დავითანხმე და დავუწყე „კამელინის“ ნემსების გაკეთება, პარალელურად, იღებდა „კამელინის“ ფხვნილსაც. დაახლოებით ერთ კვირაში, მდგომარეობა გაუუმჯობესდა, გამოკეთდა, ფეხზე ადგა, გაიარა, რაც მთავარია, საშინელი ტკივილები მოეხსნა. მკურნალობის ოთხი კურსი ჩავუტარე და ახლა თავს მშვენივრად გრძნობს, აღარ აწუხებს ტკივილები, სამსახურშიც გავიდა და იმედიც დაუბრუნდა. „კამელინს“ უკვე პროფილაქტიკისთვის იყენებს, როგორც ის, ასევე, მთელი ჩვენი ოჯახი და ახლობლები. მეც მჯერა, რომ ის „კამელინის“ დახმარებით სამუდამოდ დააღწევს თავს ამ საშინელ დაავადებას.

 40 წლამდე ასაკის ქალბატონს 10 წლის წინ აღმოაჩნდა მარჯვენა მენჯ-ბარძაყის სიმსივნე, ჩაიტარა მკურნალობის თითქმის ყველანაირი კურსი, მაგრამ უშედეგოდ. რამდენიმე ხნის განმავლობაში მოსკოვშიც იმყოფებოდა სამკურნალოდ, მაგრამ კვლავ უშედეგოდ, მდგომარეობა თანდათანობით კიდევ უფრო უარესდებოდა. ბოლო პერიოდში ფეხმა განიცადა დეფორმაცია, დაწვრილდა, ავადმყოფი ვეღარ დადიოდა და ძირითადად იწვა. რამდენიმე ხნის წინ ახლობლების დახმარებით შეიტყო „კამელინის“ სამკურნალო თვისებების შესახებ და გადაწყვიტა მკურნალობა. ჩაიტარა მკურნალობის 4 კურსი, იღებდა მხოლოდ კაფსულებს. ნელ-ნელა მისი მდგომარეობა გაუმჯობესდა, ამჟამად პაციენტი თავს კარგად გრძნობს. 

ქალბატონი მანანა:  ჩემს ახლობელს, 60 წლის მამაკაცს, დაახლოებით 8 წლის წინ, დაუსვეს სიმსივნის დიაგნოზი. საკმაოდ ცუდად იყო. ექიმები ახლობლებს ეუბნებოდნენ, რომ მას ცოტა დრო ჰქონდა დარჩენილი. მკურნალობის ძალიან ბევრ საშუალებას მიმართეს, რა არ სცადეს, მაგრამ უშედეგოდ. იმ დროს „კამელინის“ შესახებ ბევრმა არ იცოდა, მაგრამ ერთმა ახლობელმა უთხრა ამ საოცარი პრეპარატის შესახებ. უკეთებდნენ  „კამელინის“ ნემსებს, მკურნალობის რამდენიმე კურსი ჩაიტარა. ზუსტად არ მახსოვს, რამდენი, იმიტომ რომ, მას შემდეგ დიდი დრო გავიდა. მალევე გამოკეთდა, მოძლიერდა, ჩვეულებრივი, ჯანმრთელი ადამიანივით ცხოვრობოდა და წელიწადში ერთხელ იტარებდა „კამელინით“ მკურნალობის კურსს. მის გარდა, მისი ოჯახის წევრებიც იყენებდნენ ამ პრეპარატს პროფილაქტიკის მიზნით.  

P. S. ვისაც გაქვთ „კამელინთან“ დაკავშირებული კითხვები ან გსურთ კონსულტაცია, დამატებითი ინფორმაციის მიღება ქართული წარმოების პრეპარატთან დაკავშირებით, შეგიძლიათ დარეკოთ ტელეფონის ნომრებზე: 599 33-10-89; 599 58-09-07; 599 23-03-33; 2-98-57-78; 2-71-04-80; 2-22-26-68; 2-93-20-87.

 

скачать dle 11.3