კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ აკრიტიკებენ მეგობრები თემურ ჩხეიძეს და ვის სექსუალურ თეორიებს იზიარებს რეჟისორი

„... გული მწყდება, რომ რეპეტიციების ჩანაწერები, ის, თუ რას მივაღწიე და რას ვერა, არ მაქვს გაკეთებული. რაც შეეხება მემუარებს, ჩემს თავს შევატყვე, რომ ბოლომდე სიმართლეს მაინც ვერ ვიტყვი, იმიტომ კი არა, რომ ვმალავ, უბრალოდ, ყოველთვის მიადგები ზღუდეს, როცა შენი თავისუფლება იქ მთავრდება, სადაც იწყება სხვისი და, არა მგონია, სხვისი განსჯის უფლება მქონდეს. მემუარებზე ვგიჟდები, მაგრამ, თუ ბოლომდე გულწრფელი არ ხარ, რა აზრი აქვს? კარგია, როცა საუკეთესოს შეამჩნევ ადამიანში და იმას აღწერ; ფიქრობ, იქნებ ამაზე დაწერო, მაგრამ, ყოველთვის არ გცალია, მერე გადის დრო და, მარაზმში რომ იქნები, შენი მემუარები რა თავში უნდა იხალო?! იმისიც მეშინია, სიბერეში შელამაზება არ დავიწყო. არ ვიცი, არა, რაღაცა მეჩოთირება... ჩემისთანა ხალხი საჭიროა თეატრში, მაგრამ მე არა ვარ გენიალური!” – ასე ფიქრობს თემურ ჩხეიძე (ქეთი სადღობელაშვილი – „ისე, როგორც ცხოვრებაში”), რომელიც მრავალი წელია, მართლაც გენიალურ სპექტაკლებს დგამს. სკანდალური რეჟისორი არასდროს ყოფილა, მაგრამ, ვისაც მისი „ჯაყოს ხიზნები” ახსოვს... ეს იყო ბატონი თემურის, მართლაც ყველაზე „ცხელი” სპექტაკლი, რომელშიც მაყურებელი მთელი არსებით ჩაერთო, თავად რეჟისორს კი მისი გახსენებაც არ სურს – ამის გამო ისედაც იმდენი გადავიტანეო, – ამბობს. 

ბატონი თემური პეტერბურგის თეატრში ოცწლიანი მოღვაწეობის შემდეგ საქართველოში დაბრუნდა, რათა ისევ გაგვახაროს თავისი დადგმებით. 

როგორ იყოლიებს მაყურებელს და როგორ მუშაობს მსახიობთან, რეჟისორი თავად გიამბობთ: 

„...მახსოვს, ერთხელ, სტურუამ თქვა: მსახიობისა და რეჟისორის ურთიერთობა ძალიან ჰგავს სასიყვარულო აქტს, რომლისგანაც ორივე მხარე თანაბარ სიამოვნებას უნდა იღებდესო. ვიზიარებ რობიკოს სექსუალურ თეორიებს. ეგრეა, აბა, რა! ძალიან იშვიათად, რომ ხმას ავუწიო. მშვიდი სულაც არა ვარ, მაგრამ, ეტყობა, ისეთ მსახიობებთან მიწევს ურთიერთობა, ყვირილის საბაბს არ მაძლევენ, როგორც სახლში, რა. ისე, რომ ვთქვათ, ჩემი ვალია, მსახიობს მარტო კი არ გავაგებინო, არამედ, შევაძლებინო იმის გაკეთება, რასაც საჭიროდ მივიჩნევ. ფსიქოზში არ შეიძლება ამის მიღწევა, არ გამოდის, რა, ჩხუბი და ჯაჯღანი... 17 წელია, ვმუშაობ „ბერში”, სადაც რუსთაველის თეატრისხელა სცენაა, მაგრამ, რა ვუყო… „ლა სკალას” სცენაზე რომ დავდექი (დაახლოებით „დინამოს” სტადიონისხელა სცენაა), ვიფიქრე: დავიღუპე. მე თუ აქ სპექტაკლს დავდგამ-მეთქი, მაგრამ, არაფერი, გადავრჩი. ოპერა სხვაა, დიდი სივრცე იქ, უბრალოდ, აუცილებელია. პიესას რომ იღებ, ფიქრობ, რომელ სივრცეში დადგამ, რადგან, სივრცეს დიდი მნიშვნელობა აქვს. ოღონდ, ვერ ვიტყვი, რომ „რუსთაველმა” ან „ბერმა” ჩემზე, როგორც რეჟისორზე, ცუდად იმოქმედა...     

... თუ კრიტიკოსი პიროვნულ შეურაცხყოფას მაყენებს, მწყინს. როცა კრიტიკოსი ტაქტიანად წერს, რომ ჩხეიძეს ეს არ გამოუვიდა ამიტომ და ამიტომ, ვერც ერთი ადამიანი ვერ იტყვის, რომ მე ეს მეწყინა, მაგრამ, როცა წერენ, რომ ჩხეიძეს შემოქმედებითი და პიროვნული კრიზისი ჰქონდა, როცა ამ სპექტაკლს დგამდაო, რა თქმა უნდა, საწყენია. შენ თქვი, რატომ არ მოგეწონა სპექტაკლი, თორემ, ჩემს კრიზისზე ლაპარაკის უფლება ვინ მოგცა? ანდა, მიცნობ ისე კარგად, რომ ეს თქვა? პიროვნული შეურაცხყოფა ყველას სწყინს და მეც რომ მწყინდეს, რა გასაკვირია. ისე, მყავს მეგობრები, რომლებიც მაკრიტიკებენ. „ჯამბაზები” რომ დავდგი, ჩემმა უახლოესმა მეგობარმა არც დამირეკა და არც პრემიერის მერე დამხვდა. გასაგებია! მეტი როგორ უნდა გაჩვენოს კაცმა, რომ არ მოეწონა? მაგას ჯობდა, გაველანძღე... თბილისის გარდა თუკი სადმე შევძლებდი ცხოვრებას, ალბათ, ბათუმში და პეტერბურგში, არადა, ერთმანეთთან არაფერი აქვთ საერთო. პეტერბურგის პომპეზურობის მიუხედავად, ამ ქალაქში არ ვითრგუნები. ზოგიერთ კათოლიკურ ტაძარში მემართება ხოლმე ასეთი რამ – ვგრძნობ, რომ არაფერი არა ვარ. ეტყობა, ყველაფერი მაინც სუბიექტურია, რადგან, პეტერბურგთან ბავშვობაც მაკავშირებს – 12-13 წლის რომ ვიყავი, რვა თვე ვცხოვრობდით ამ ქალაქში ბებია, ბაბუა და მე. ოპერაცია გამიკეთეს ხელზე და სამ თვეზე მეტხანს ვიწექი კლინიკაში. მიუხედავად იმისა, რომ მთლიანად თაბაშირში ვიყავი ჩასმული, ფეხები თავისუფალი მქონდა და ბაბუას დავყავდი ერმიტაჟში, მუზეუმებში, თეატრებში დავდიოდით დილის სპექტაკლებზე, საღამოს არ მიშვებდნენ. რა ვიცოდი მაშინ, რომელ თეატრშიც დილის სპექტაკლებს ვესწრებოდი, დიდი ხნის მერე იმის მთავარი რეჟისორი რომ გავხდებოდი...

...ერთია, როცა ჭკუით ხვდები, რა არის კარგი ან ცუდი ნაწარმოები და, მეორეა ემოცია. დასადგმელად რომ ავიღო, ნაწარმოებმა ემოციურად უნდა შემძრას. მაგალითისთვის, რამდენი ლამაზი ქალი დადის, მაგრამ, მარტო სილამაზის გამო ვერ ვაკოცებ, ამ ქალისადმი უნდა გამიჩნდეს ემოცია, ის რაღაცა უნდა ჰქონდეს, რასაც სახელი არ ჰქვია. ობიქტურად, შეიძლება, ვიცოდე, რომ ესა თუ ის ქალი ბევრად უფრო ლამაზია, ვიდრე ჩემი ცოლი, მაგრამ, რა ვქნა ახლა? იგივეა პიესასთან მიმართებაში: ვიცი, რომ უფრო უკეთესი პიესები არსებობს, მაგრამ, მე ემოციურად ამან შემძრა, ეს არის ჩემი სათქმელის იდენტური, ჩემი ტკივილი. სახარებაში რომ წერია: პირველად იყო სიტყვაო, ჩემთვის პირველადი არის გრძნობა, მერე ემოციური ბიძგი, მერე უკვე, რა თქმა უნდა, გონებით ალაგებ – როგორ, სად, რა, ჯობს. აბა, გონება თუ არ ჩართე, კომპოზიციურად ხომ უნდა მოიფიქრო, როლები ხომ უნდა გაანაწილო?!”

ნანი ჩიქვინიძე: „მეოთხე კურსზე ვიყავი, თემურს რომ შევხვდი და შემიყვარდა. თემური, როგორც რეჟისორის ასისტენტი, ისე მოვიდა ბატონ მიშა თუმანიშვილთან. ჯერ ერთი, მერე მეორე სპექტაკლი დადგა. მე ჩემი გრძნობა მქონდა შენახული, მას – თავისი. დაახლოებით სამ წელიწადში დავქორწინდით. რაც შეეხება ბარიერებს, ანუ, მიზეზი ჩვენი გვიან შეუღლებისა, იყო ის, რომ თემურს ოჯახი ჰქონდა. თემური ყოველთვის ამბობდა, რომ თავისი ცოლი უყვარდა, როცა მოიყვანა, მაგრამ, მერე მათი ინტერესები გაიყო. ტრადიციების დამცველ ოჯახში ვარ გაზრდილი და, ამდენად, ჩემთვისაც აბსოლუტურად დაუშვებელი იყო, ოჯახში პრობლემები შეჰქმნოდა. კარგა ხანს ვიხევდით უკან, რათა ვინმესთვის გული არ გვეტკინა. ვფიქრობდი, სერიოზული გრძნობა არ აქვს ჩემ მიმართ, იქნებ დაუბრუნდეს ოჯახს-მეთქი. უნდა დავრწმუნებულიყავი იმაში, რომ ის მზად იყო, ეს ნაბიჯი გადაედგა. მაგრამ, ცხოვრება ისეთი რამეა, რასაც არ ფიქრობ, სწორედ მას გადაეყრები. ვერასდროს წარმოვიდგენდი, თუ შეიძლებოდა, ჩემს ცხოვრებაში ასეთი რამ მომხდარიყო. სიყვარული არაფერს ითვალისწინებს და ამის გამო საკმაოდ დიდი გამოცდა მოვუწყვეთ საკუთარ თავს. უკვე ოცდათხუთმეტი წელია, ერთად ვართ, მაგრამ, არასდროს მიფიქრია, რომ შეცდომა დავუშვი. წლებმა დაამტკიცა, რომ ერთად კარგად ვართ და ერთად უნდა ვყოფილიყავით. თუმცა, იმის განცდა, რომ ამ სიყვარულის გამო ოჯახი დაინგრა, დღემდე მომყვება. სხვათა შორის, ჩემს ცხოვრებაში დადგა რაღაც მომენტი, როცა ჩვენ ერთმანეთს დავშორდით, აღარ ვხვდებოდით. ჩემი ოჯახი ძალიან წინააღმდეგი იყო ჩვენი შეუღლების, ისევე, როგორც თემურის მხრიდან იყვნენ წინააღმდეგი. მერე, როცა მივხვდით, რომ სასაცილო მდგომარეობაში აღმოვჩნდით, ერთად ყოფნა გვინდოდა და არ ვიყავით, შევუღლდით. დარწმუნებული ვიყავი, რომ მასავით არასდროს არავინ შემიყვარდებოდა... მედიკო არასდროს ჩარეულა თემურის პირად ცხოვრებაში. მას მიაჩნდა, რომ ნებისმიერ ადამიანს უნდა ჰქონდეს არჩევნის გაკეთების საშუალება თავის ცხოვრებაში. რასაკვირველია, მას არ უნდოდა, ოჯახი დანგრეულიყო, მაგრამ, როცა მიხვდა, რომ სხვა გამოსავალი არ რჩებოდა, ამ აზრს შეეგუა. სხვათა შორის, თემური იმ დროს დამწყები რეჟისორი იყო. საკმაოდ გვიან გავიგე, რომ მედეა ჩახავას შვილია. მედიკო დამოუკიდებლად მიყვარდა როგორც მსახიობი და, პირადად რომ გავიცანი, კიდევ უფრო შემიყვარდა... ერთი დღეც არ მინდა თემურის გარეშე სიცოცხლე და მეც ყოველთვის ვგრძნობდი, რომ მას უჩემოდ არ შეუძლია. ის არაფერს დამპირებია, პირიქით, მითხრა, ვერ დაგპირდები, რომ კარგად ვიცხოვრებთო. თვითონაც ისეთ ოჯახში ვარ გაზრდილი, ამას არანაირ ყურადღებას არ ვაქცევდი. ჩვენ ძალიან დიდხანს ვცხოვრობდით ჩემს მშობლებთან – 27 წელი, მაგრამ, ამას ჩვენს ურთიერთობაზე არ უმოქმედია. თემური ძალიან კარგი საყრდენია ქალისთვის. მის მხარდაჭერას ნებისმიერ სიტუაციაში ვგრძნობ.” 

 

скачать dle 11.3