კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

საბედისწერო ორმო

ანუ მე დამიჭირეთ, მე!

 

შესაძლოა, იმ გაცვეთილი ჭეშმარიტების გამო, რომ, რასაც დათესავ, იმას მოიმკი ან, სულაც, იმიტომ, რომ ერთი დრო არავის შერჩენია, დედაქალაქის მერს უფლებამოსილება შეუჩერდა (სხვათა შორის, იმ სასამართლოს მიერ თავად მერიც რომ დემოკრატიის შუქურის მთავარ მონაპოვრად მიიჩნევდა).  იმას გარდა, რომ თბილისის მესვეურნი პროკურატურის არც ბრალდებას ეთანხმებიან და არც სასამართლოს გადაწყვეტილებას, მაგალითად, თბილისის მერის მოადგილე (ირაკლი აბესაძე) ბრძანებს, რომ, რაკი თბილისის მერს ზემდგომი ხელმძღვანელი არ ჰყავს, ვინც სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა აღასრულოს, ძვრასაც ვერ უზამენ.

ხოლო, თუ გავიხსენებთ, რომ კიდევ ერთი შენიშვნა სასამართლოების მიერ მხარეთა თანამონაწილეობის გარეშე საქმის განხილვას უკავშირდება (და მერე რა, რომ, თავის დროზე, კანონში ეს ნორმა მათი შექმნილ-ჩაწერილია, ვისაც ის ახლა უკვე აღარ მოსწონს, რაკი თავადაც იწვნია). 

იმაზე უკვე აღარ შევჩერდები, რომ არც სასამართლო პროცესის ჩატარების დრო მოიწონეს – ღამის პირველ საათზე ვის გაუგია პროცესის ჩატარებაო (რაც ბადებს ეჭვს, რომ ღამის პირველ საათზე მხოლოდ ქონების სახელმწიფოსთვის ჩუქებაა დემოკრატიის მწვერვალი).

რაკი ეს უხერხულობა ახლახან შეამჩნიეს, ამ ჩვენი დედაქალქის მერიის წარმომადგენლებს პროკურატურაში წერილიც უფრენიათ (განგვიმარტეთ, როგორ უნდა მოხდეს სასამართლო განჩინების აღსრულება, მერს ხომ ზემდგომი არ ჰყავსო), ოღონდ, ამაოდ (ორი დღეა, პროკურატურას ჩამიჩუმი არ გაუღია). ბ-ნი აბესაძე იქვე დასძენს, რომ კანონის ეს ხარვეზი უმალაა გამოსასწორებელი (ისეთი ბუნდოვანია, ჩამოგვეშლება დემოკრატიაო).

თუმცა, მაგალითად, საიას თავმჯდომარე ბ-ნი კოჟორიძე განმარტავს, რომ უზემდგომობა მერის გადაყენებას ხელს ვერ შეუშლის (გული გულობდეს, თორემ, ქადა ორი ხელით იჭმევაო), რადგან, სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა აღსრულდესო. „როგორც კი კანონიერ ძალაში შევიდა სასამართლოს განჩინება, მერი გადაყენებულად ითვლება. მიუხედავად იმისა, მოსწონთ თუ არა ეს განჩინება.“

ხოლო, თუ გავითვალისწინებთ, რომ კანონის ბუნდოვანება თავისი ხარვეზებიანად მხოლოდ ახლაღა არ მოეწონათ, კვლავაც გაცვეთილი ჭეშმარიტების მოწმენი ვხდებით – სხვისთვის გათხრილი ორმოს შესახებ, ერთი ისაა, რომ ჩვენთვის, ვინც დაბლა ვართ, ჯერჯერობით ამას შვება არ მოაქვს. 

скачать dle 11.3