კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რათა – 5?!

მაშ, რამდენი? – 41!

 

რაკი საკუთარ თავს ერთადერთად (ოპოზიციური ძალის ამპლუაში) მოიაზრებენ, სავსებით ცხადია, რომ ყველაზე მეტადაც აქტიურობენ, განსაკუთრებით, ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით (შიგადაშიგ ისე აქტიურად, რომ შექსპირისეული რიჩარდის ტრაგედია „თხა და გიგოდ“ მოგეჩვენება). 

ასეა თუ ისე (ანუ, რიჩარდზე მჯობიც არ დაილევაო), „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ ცენტრალურ ოფისში პარტიის პოლიტსაბჭოს საგანგებო სხდომაც შეკრიბა და პარტიის სამომავლო გეგმებზეც იმსჯელეს, სხვათა შორის, გრძელვადიანზე.

მოგეხსენებათ, რომ პარლამენტის სხდომებს უმცირესობა არ ესწრება (პროტესტის ნიშნად, მას შემდეგ, რაც ბ-ნი ჯაჭვლიანი ბ-ნ ბარამიძეს პირდაპირ საკანონმდებლო ორგანოს გულში შეება), ამიტომაც, არც მეტი, არც ნაკლები, 5 მოთხოვნა დააყენეს (თუ შეასრულებთ, სხდომებზე შემოვალთო).

ისინი ითხოვენ (დაახლოებით, ამგვარი პათოსით: „ისინი ჩამოვიდნენ მთიდან“): ორი საგამოძიებო კომისიის შექმნას – ერთს საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარესა და მოსამართლეზე ზეწოლების შესასწავლად , მეორეს კი – გენმდივან ვანო მერაბიშვილის გატაცების გამოსაძიებლად; ამის შემდეგ – ადამიანის უფლებათა და იურიდიული კომიტეტების ერთობლივი სხდომის ჩატარებას, რომელზეც დაწვრილებით იმსჯელებენ ვანო მერაბიშვილისა და გიგი უგულავას საქმეებზე; პარლამენტში სახალხო დამცველსაც იბარებენ და გენერალურ პროკურორსაც.

ამის პარალელურად, დიპკორპუსთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრების გეგმებიც  დასახეს – დავას გავაგრძელებთ სამართლებრივი მიმართულებითო.

უმრავლესობას კოჭებში ეტყობა, რომ უმცირესობის მოთხოვნებს დღის სინათლის ნახვა არ უწერიათ (ან კი როგორ ეწერება, როდესაც თვით უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე უბნობს, მოსამართლეზე რის ზეწოლა, რა ზეწოლაო), თუმცა, შესაძლოა, საქმე უფრო მარტივადაც იყოს:

– გზაზე მიდის 5 კაცი.

– რათა 5?

– მაშ, რამდენი?

– 41!  

скачать dle 11.3