კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ივნისი 2019 (105)
მაისი 2019 (254)
აპრილი 2019 (201)
მარტი 2019 (208)
თებერვალი 2019 (255)
იანვარი 2019 (209)

ძილის ფილოსოფია

ძილის ფილოსოფია...

ძილი უმნიშვნელოვანესია ადამიანისთვის. მთელი კვირის განმავლობაში, სამუშაოსგან ქანცგაწყვეტილები ვნატრობთ, შაბათ-კვირას მაინც გამოვიძინოთ.

* 1979 წლის 1 თებერვალს ოსაკაში გაიხსნა, სპეციალური სასტუმრო-კაფსულა, რომელიც ძილს მონატრებული კლიენტებისთვის არის განკუთვნილი და საგანგებოდ მოწყობილიც.

* მელატონინი, რომელიც სპეციალურად გამომუშავდება და პასუხისმგებელია ადამიანის ძილზე, პირველად 1958 წელს აღმოაჩინა აარონ ლენგერმა. ეს ჰორმონი პასუხისმგებელია ჩვენი ორგანიზმის რიტმულობაზე.

* დიზაინერმა კეი პორტილეი კავამერომ შექმნა ბალიში, რომელიც ნებისმიერ ადგილას კომფორტულია, თუმცა, ხანმოკლე ძილისთვის არის განკუთვნილი. მას „სირაქლემა-ბალიში“ ჰქვია და 70 დოლარი ღირს.

* ნიუ-იორკში, სასტუმრო „ბენჟამინში,“ მზად არიან, ნომერში გადახდილი თანხა დაუბრუნონ ყველა სტუმარს, რომელიც ღამით კარგად ვერ დაიძინებს.

* „ფილიპს ვეიქ აფ ლაითის“ მაღვიძარა, ნახევარი საათით ადრე, სანამ თავის პატრონს გააღვიძებდეს, განთიადის სიმულაციას ახდენს.

* 55 წუთი გრძელდება ჰიპნოზი – თერაპიის სეანსი, რომლითაც უძილობას კურნავენ.

* საუკეთესო ბალიშები, გარანტირებული მშვიდი ძილისთვის, მიუსტიკის კუნძულზე, „კოტონ ჰაუზში,“ 1997 წლიდან მზადდება.

* ყველაზე ძვირად ღირებული „კაფსულები“ ძილისთვის, რომელსაც „ტრანსპორტ პერცეპტუალ პოდი“ აწარმოებს, 370 დოლარი ღირს.

თავისთვის – ჭკუით არჩეული

ის ან ძალიან ფუმფულაა, ან მაღალია და ოდნავ მაგარი. შეიძლება, პატარაც იყოს – სწორკუთხა და კვადრატული, ან, სულაც, მრგვალი... თუ თავის და კისრის ტკივილი შეგაწუხებთ, მაშინვე ექიმთან ნუ გაიქცევით. შეიძლება, „დამნაშავე“ თქვენი ბალიში აღმოჩნდეს... დიახ, ზემოთ მოტანილი „დახასიათებაც“ ბალიშს ეკუთვნოდა. იდეალური ბალიში თავის ფორმის უნდა იყოს და კისრის კუნთებს მოდუნებაში უნდა ეხმარებოდეს. დღეს კლასიკური ბალიშის გვერდით უკვე გაჩნდა ბალიში – ანტისტრესი და ბალიში – სპეციალურად სექსისთვის...

* აზიაში ბალიში, უფრო სწორად – სასთუმალი, საწოლის ყველაზე მისტიკურ ადგილად იყო მიჩნეული. ინდოეთში სწამდათ, რომ ბალიშმა გადაარჩინა ბუდა. როცა მას ღონე წაერთვა, ტომარა ფოთლებით და ყვავილებით გატენა, დადო მასზე თავი  და გამოიძინა. გაიღვიძა სრულიად ჯანმრთელმა და ენერგიით სავსემ.

* რომის იმპერატორს, ნერონს, სპეციალური ბალიში ჰქონდა, რომლის შუაგულშიც გველი იყო ამოქარგული. ნერონი ზუსტად ამ დაგრაგნილი გველის შუაში დებდა თავს და ისე იძინებდა – მიაჩნდა, რომ ღამით ბრძნული აზრებით დაიმუხტებოდა მისი ტვინი.

* იმპერატორმა ოქტავიანემ საგანგებოდ შეიძინა ვალებში ჩაფლული რომაელის ბალიში. ის ფიქრობდა: თუკი ამდენი მოვალის შემყურეს ასე მშვიდად სძინავს ამ ბალიშზე, მე, მით უმეტეს, ტკბილად დამეძინებაო.

 

скачать dle 11.3