კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვეტერინარის რჩევები

კითხვა: მაინტერესებს, ძაღლებს თუ ემართებათ მუნი და გადადის თუ არა ის ადამიანზე?

პასუხი: დიახ, მუნი ძაღლებშიც ფიქსირდება. მუნი კანის სოკოვანი დაავადებაა და მისი აღმძღვრელია ორი სახის სოკო: ტრიქოპიტოზი და მიკოსპოროზი. დაავადება ადამიანზე გადადის კონტაქტით და მისი განვითარების ძირითადი მიზეზია იმუნოდეფიციტი. ამიტომ, ის განსაკუთრებით საშიშია ბავშვებისა და მოხუცებისთვის და თავი აარიდეთ დაავადებულ ცხოველთან კონტაქტს. დაავადებული ცხოველი ადვილად იკურნება სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატებით. რაც შეეხება ურთიერთობას გარეულ ცხოველებთან, ეს კიდევ უფრო მეტად საშიშია, რადგან, გარეული ცხოველი არ არის დაცული დაავადებებისგან. ამიტომ, კატეგორიულად უნდა მოერიდოთ გარეულ ცხოველებთან კონტაქტს. ნუ შეეცდებით დაავადებული ცხოველის თვითმკურნალობას. აუცილებლად მიმართეთ ვეტერინარს, რომელიც მას საჭირო მკურნალობას ჩაუტარებს. 

კითხვა: ზამთრის პერიოდში განსაკუთრებით რომელ ცხოველებს ემუქრებათ კიდურების მოყინვის საფრთხე და როგორ უნდა დავიცვათ მათი ჯანმრთელობა?

პასუხი: ზამთარში მოყინვის რისკის ქვეშ ყველა ის ცხოველია, რომელისაც დიდი ხნით უწევს გარეთ სეირნობა, ძირითადად კი, ის ძაღლები, რომლებიც ეზოს პირობებში ცხოვრობენ. მართალია, საქართველოში ძალიან დიდი ყინვები არ იცის, მაგრამ, ეს პრობლემა მაინც აქტუალურია და, შესაბამისად, მოყინვის რისკი არსებობს. თუმცა, რადგან ჩვენთან დიდი ყინვები არ არის, მოყინვის ფორმაც იოლი ფიქსირდება. მედიკამენტის მიცემას ამ დროს აზრი არ აქვს. მედიკამენტი ის იქნება თუ ძაღლს ნორმალურ პირობებში შევინახავთ. როგორც ადამიანს ვერ დაიცავს მედიკამენტები მოყინვისგან, ისევეა ცხოველის შემთხვევაშიც. არის სხეულის რამდენიმე ნაწილი, რომელთა მოყინვის რისკიც განსაკუთრებით დიდია. მაგალითად, ძაღლს შეიძლება მოეყინოს კუდის ბოლო, ყურის წვერი, თათები, ტანი, ხვადებს – სათესლე ჯირკვლები და ასე შემდეგ. ასე რომ, დაბალი ტემპერატურის დროს ცხოველის ხანგრძლივი გასეირნებისგან თავი შეიკავეთ. გახსოვდეთ, რომ ერთი გასეირნებით მას შეიძლება დიდი ზიანი მიაყენოთ და მის ჯანმრთელობას საფრთხე შეუქმნათ. თუ მაინც ვერ დაიზღვევთ თავს ამისგან, მაშინ, საჭიროების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მიმართეთ ვეტერინარს, რომელიც სათანადო მკურნალობას ჩაუტარებს თქვენს ოთხფეხა მეგობარს.

კითხვა: ოჯახში გვყავს 6 წლის კოკერ-სპანიელი. გვინდა კიდევ მექსიკური შიშველის აყვანა. გვაინტერესებს, ხომ არ დაიძაბება მათ შორის ურთიერთობა? ეჭვიანობას ვგულისხმობ.

პასუხი: როცა სახლში ლეკვი შემოგვყავთ, როგორც წესი, პრობლემები ნაკლებია, რადგან ნორმალური, ზრდასრული ძაღლი ლეკვს არაფერს დაუშავებს. ლეკვს კი უნდა შეაგნებინოთ, რომ ზრდასრული ცხოველი უფროსია და უნდა დაუშალოთ მის საჭმელთან და სათამაშოებთან მიკარება, რაც თავიდან აგარიდებთ კონფლიქტურ სიტუაციებს. ასე რომ, თუ გადაწყვეტილი გაქვთ ახალი წევრის შემატება ოჯახში ოთხფეხა მეგობრის სახით, პრობლემა არ არის. მთავარია, თანაბრად გადაანაწილოთ ორივე ცხოველზე ყურადღება და შეაჩვიოთ ისინი ერთმანეთს.

 

скачать dle 11.3