კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ არ უნდოდა მიხეილ წულუკიძეს „ფეისობა“

მიხეილ წულუკიძემ დაამტკიცა, რომ ავტომობილების თემაზე გადაცემების გაკეთება კარგად შეუძლია. უკვე რამდენი წელია, სხვადასხვა არხზე, ამ მიმართულებით მუშაობს და მიუხედავად იმისა, რომ უამრავი სხვა გადაცემა გაცილებით უფრო პომპეზურად და ეფექტურად დაიწყო, მაინც მალე დაიხურა, მიშა კი ახერხებს სტაბილურად კარგი დონე შეინარჩუნოს. ამჟამად მან ახალი გადაცემა „ავტორბოლა“ ახალგახსნილ „ტევე3-ზე“ დაიწყო და უკვე მოახერხა „პრემიუმ კლასის” ავტომობილების პრეზენტაცია და რაც მთავარია, ინტერვიუ ყველა დროის ლეგენდარულ პილოტთან, რალისტთან, საავტომობილო რალიში მსოფლიოს ცხრაგზის ჩემპიონთან, სებასტიან ლოებთან, ჩაეწერა. მათი შეხვედრის დეტალებით ჩვენც დავინტერესდით.

 

 მიხეილ წულუკიძე: წელიწადნახევრიანი პაუზის შემდეგ ახალგახსნილი ტელეკომპანიიდან „ტევე3-დან“ დამირეკეს და მითხრეს, შენი გამოცდილება გვჭირდება საავტომობილო გადაცემასთან დაკავშირებითო. სულ არ იყო დასაწყისში საუბარი იმაზე, რომ წამყვანი ვყოფილიყავი. როგორც თანაავტორი და რეჟისორი ისე მივედი. მაგრამ, მოხდა ისე, რომ მითხრეს დიდი გამოცდილება გაქვს, ხალხი მიჩვეულია შენ ეკრანზე ყოფნას და წაიყვანეო. ჩემთვის რაღაც „ფეისად“ ჩამოყალიბებაზე გაცილებით მნიშვნელოვანია, გადაცემა იყოს კარგი. ამიტომ, ამაზე პრეტენზია არასდროს მქონია. 

– ყველაზე მეტად მე მაინც ეს გადაცემა მომწონს. საავტომობილო სამყაროში დონემ ხომ არ აიწია მთლიანად და ეს ხომ არ არის მიზეზი?

– რა თქმა უნდა, დონე მატულობს როგორც ზოგადად საავტომობილო სფეროში, ისე ქართულ ავტოსპორტში. განახლებულ „რუსთავის ავტოდრომზე“ გვაქვს ჩაწერები, სადაც საინტერესო სარბოლო ბოლიდების გარდა, კარგად მოწყობილი ინფრასტრუქტურაა, რაც გადაცემის ჩაწერისთვის გადასარევია. რაც შეეხება, ზოგად დონეს, აშკარად ვგრძნობ, რომ თუ ადრე ადამიანები მაინც ერიდებოდნენ კარგი ავტომობილების ჩვენებას, ახლა ამის პრობლემა აღარ არის. არ მინდა პოლიტიკაში გადავიდე, მაგრამ ადრე სულ მქონდა ეს პრობლემა, რომ ეშინოდათ თუ არ უნდოდათ, ავტომობილის გამოჩენა, ან თუ გამოჩნდებოდა, ნომრის დაფარვას მთხოვდნენ, მძღოლი ხომ საერთოდ იმალებოდა. ბოლო პერიოდში ამის პრობლემა ნამდვილად არ მქონია, ყველამ გამოაჩინა მანქანები. აქეთ მირეკავენ და მეუბნებიან, რომ ამა და ამ მოდელის ავტომობილის გადაღება არ გინდაო. საერთოდ, რისთვის ყიდულობ ასეთ ძვირიან ავტომობილს?! იმისთვის, რომ ბევრგან გამოჩნდეს, ქუჩაში თვალი გამოგაყოლონ... (იცინის) „ფერარი,” „ლამბორჯინი”... ასეთი ავტომობილები მომრვალდა. რუსთავის ავტოდრომზეც ჩამოიყვანეს სპორტულად აწყობილი, სრულად სპორტულად გამართული „ლამბორჯინი“, რომლის პრეზენტაციასაც გავაკეთებთ სულ ცოტა ხანში ჩვენ გადაცემაში. ამ ავტომობილს აქვს 550 ცხენის ძალა და სწორედ ასეთებით დადიან წრიულ რბოლებში მსოფლიო ჩემპიონატზე – იმავე დონისაა, როგორითაც ბაქოში, სებასტიან ლოები დადიოდა. 

– ინტერვიუ ჩაწერე სებასტიან ლოებთან. მომიყევი ეს როგორ მოხდა?

– მოგიყვებით და მანამდე გეტყვით, რომ უკვე დაგეგმილია ინტერვიუ ფეტელისთან, ოღონდ ზუსტად არ ვიცით, სად გადაიკვეთება ჩვენი გზები, სავარაუდოდ, ეს ავსტრიაში მოხდება. ლოებთან ინტერვიუ ყველა ჟურნალისტის სურვილია, მიუხედავად იმისა, ავტომობილებზე მუშაობს ის თუ არა. ის რალიში ცხრაგზის მსოფლიო ჩემპიონია, მისი მომგები და მისი რეკორდის მომხსნელი, ჯერ არ დაბადებულა – ცოცხალი ლეგენდაა. არი ვატანენის შემდეგ, მან შეძლო რალიში გადატრიალების მოხდენა. თუკი საავტომობილო სფეროში რაიმე რისკთან და ხიფათთან ასოცირდება, ეს რალია. „ფორმულა 1-ის” პილოტები, კარტინგებზე და კომპუტერებთან გაზრდილი პატარა ბავშვები არიან, მათ არ იციან, რა არის კლდის პირას, ასობით კილომეტრიანი მონაკვეთების შესაძლებელზე სწრაფად გავლა. რალი ქუჩაში ეფექტურად მოძრაობაშიც მაგრად გადგება. თუ რალის ოსტატი ხარ, ჩათვალე, რომ ქალაქშიც „მხეცი” ხარ. „ფორმულას” პილოტები კი ქალაქში „ჯიპებით”, საკმაოდ ნელა გადაადგილდებიან. 

რაც შეეხება ინტერვიუს, მეგონა, ამისთვის ძალიან ცოტა დრო მექნებოდა. აღმოჩნდა, რომ პრესკონფერენციაზე ჩემ გვერდით იდგა, „რედ ბულს“ წრუპავდა და მეორე დღის სავალ ტრასას განიხილავდა. ეგრევე დავუძახე ოპერატორს, მეგონა, დავიჭირე და საუბრის მეტი შანსი აღარ მექნებოდა. თურმე, წინ ორი ისეთი დღე გველოდებოდა, რომ იმდენჯერ გადავიკვეთეთ და იმდენჯერ ვისაუბრეთ, „სიგარეტი დამიტოვეს” დონემდე დავმეგობრდით (იცინის). აზერბაიჯანელების საყვარელ ცხვრის ქაბაბებს ერთად მივირთმევდით ხოლმე. რაღაც სუვენირები გვაჩუქა, ავტოგრაფები დაგვირიგა. ძალიან უშუალო ტიპია, არ ეტყობა, რომ მილიონერია. საერთოდ, მილიონრები სხვანაირი ტიპები არიან, ცხვირზე ბუზს არ ისვამენ. ის არა, ძალიან უბრალოა, ტიპური ფრანგი. მან იცის, რომ ეს ყველაფერი სულ რამდენიმე წელიწადში დამთავრდება და ისევ სპორტში დასარჩენად ემზადება, ისევე როგორც მოიქცა არი ვატანენი და მისი სხვა წინამორბედები. ინტერვიუში რამდენჯერმე თავისი შვილიც ახსენა. ჩვენ ვკითხეთ, სურდა თუ არა, რომ ისიც მრბოლელი ყოფილიყო. რა თქმა უნდა, ამის დიდი სურვილი მაქვს, მაგრამ მითითებას ვერ დავუწყებ, რასაც გადაწყვეტს, მეც მის გვერდით ვიქნებიო. 

– კიდევ რაზე ისაუბრეთ?

– დამაინტერესა ცხოვრებაში რა ავტომობილებით დადის. აღმოჩნდა, რომ ჰყავს „პორშე“ „კაიმანი“ და ასევე, „სიტროენი“. ეს, ალბათ, ვალდებულებაცაა, რადგან „სიტროენი“ მისი სპონსორია. ამ ავტომობილით დადის რალიზეც. რამე კარგ „სიტროენს“ აჩუქებდნენ, არ იქნება მაგის პრობლემა. ახლა ის ძველი „სიტროენი“ გამახსენდა. მევლუდ მელაძე რომ გამოდიოდა ევროპის ეტაპზე, იალტაში. პატარა, ქალაქის საბურავები ეყენა – გაგიჟდნენ იქ და მაინც მოახერხა მეორე ადგილზე გასვლა (იცინის). ლოებმა რბოლამდე ბევრი ისაუბრა ავტომობილის მომზადებასა და ტექნიკურ საკითხებზე. რბოლის შემდეგ კი უფრო ემოციური საუბარი გვქონდა. აქ უკვე მთელი გუნდი მივხვდით, რომ ის რალით ცხოვრობს და ასეთ საჩვენებელ რბოლებში, უბრალოდ, ვალდებულების გამო გამოდის. პრაქტიკულად, ისეირნა (იცინის). „მაკლარენებით“ გამოსვლა მისთვის მხოლოდ შოუა. კვალიფიკაციაზე მეშვიდე ადგილზე იყო. მეშვიდედან აიღო სტარტი და მხოლოდ ერთ ავტომობილს გაუსწრო – „იკატავა” პრაქტიკულად. ამას არც ერთი ქართველი პილოტი არ იზამდა – თავს მოიკლავდა, შეაკლავდა და მაინც ბოლომდე დაიხარჯებოდა. ვიცი, ქართველები, მეათე ადგილიდან რომ იღებს სტარტს და პირველი მიდიან. სხვანაირი გიჟები ვართ. უფრო სწორად გიჟები ვართ, სანამ ფულს ვიშოვით. ფულს რომ იშოვის ქართველი სპორტსმენი, გინდა ფეხბურთი აიღე, მერე იწყება სმა, გართობა, დასვენება. ჯერ ავტოსპორტით უცებ გამდიდრებული მრბოლელი არ მინახავს და თუ გამდიდრდება ვინმე, იმედია, ამ ტრადიციას არ გაჰყვება (იცინის). 

– ვიცი, რომ არი ვატანენთანაც გქონდა ინტერვიუ.

– კი, 2008 წელს, ომის შემდეგ ჩავედით ჩვენი გუნდით იალტაში. არი ვატანენი ძალიან თბილად შეგხვდა. ის, პარალელურად, ევროპარლამენტის დეპუტატი იყო და რომ გაიგო, ქართველები იქ ვიყავით, აქეთ დაგვიძახა, ძალიან თბილი ინტერვიუ მოგვცა. მისი ცნობილი ასვლა ყველას, ვისაც ავტოსპორტი უყვარს, ზეპირად აქვს ნასწავლი. მთის დასაწყისიდან იწყებს არი ასვლას, სადაც მსაჯი მოკლესახელოებიანი მაისურით დგას და რამდენიმე წუთში ამთავრებს მთის წვერზე, სადაც მსაჯი უკვე ალპინისტის ფორმაშია (იცინის). წინ კიდევ ბევრი გეგმა და სიახლე გვაქვს ჩვენი მაყურებლისთვის.

 

скачать dle 11.3