კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ წარმოიშვა ქართული გვარ-სახელები

ბზეკალავა

ბზეკალავა გურიაში წარმოშობილ გვარად ითვლება. სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ ფუძედაა გვარში სიტყვა ბზეკალი, რომელიც გურულებთან აღნიშნავს ბავშვის სათამაშო მშვილდისარს.

ასევე, სამეგრელოში დაფიქსირებულია რამდენიმე კომლი.

იშვიათად, მაგრამ გვხვდება გვარი ბზაკალია. დიდ ნეძში დაფიქსირებულია 2 კომლი. ეს გვარი იგივე ბზეკალავადანაა წარმოშობილი და მიჩნეული.

ბზა-ბზი ფუძითაა წარმოქმნილი, ასევე, შემდეგი გვარები: ბზიავა, ბზღილავა.

ფუძე ბზა-დან წარმოშობილია მეტსახელი ბზიალა. სამეგრელოში, ასევე, გვხვდება მეტსახელი ბზღიტა.

ბზღილი, იგივეა, რაც „ჯაგრცხილა“. აქედან უნდა იყოს, სავარაუდოდ, წარმოქმნილი გვარი ბზღილავაც. ვედითკარში 6 კომლი სახლობს.

საქართველოში 215 ბზეკალავა ცხოვრობს. ლანჩხუთში – 133, თბილისში – 36, ბათუმში – 20. ცხოვრობენ სხვაგანაც.

172 ბზიავაა. აბაშაში – 73, თბილისში – 56, ფოთში – 12. არიან სხვაგანაც.

სომხიშვილი

გვარი სომხიშვილი მიღებულია სადაურობის აღმნიშვნელი სიტყვიდან სომხითი. ისტორიის გარკვეულ პერიოდში ასე ერქვა ყოფილ ბერდუჯს (დღევანდელი ქვემო ქართლი). ზოგჯერ ჩანაწერებში გვხვდება არა სომხიშვილი, არამედ სომეხიშვილი. ისტორიულ დოკუმენტებში, მათ შორის, კამერალური აღწერის მასალებში, სომხიშვილები მართლმადიდებლები არიან და ტომით, ეროვნებით ქართველები.

ამირანა სომეხიშვილი მოხსენიებულია გაცვლის წიგნში, 1673 წელს, სოფელ ტბისში. დათუნა სომეხიშვილი მოხსენიებულია ზაალ წინამძღვრიშვილის ნასყიდობის წიგნში, რომელიც დათარიღებულია 1697 წლის 21 მაისს.

ბერუა სომხიშვილი მოხსენიებულია მეთვრამეტე საუკუნის პირველ ნახევარში ამილბარ გოსტაშაბიშვილების ყმების ნუსხაში.

1873 წლის აღწერის დროს ლუკა სომხიშვილის ოჯახი აღწერის ფურცელში რეგისტრირებულია: მართლმადიდებლები, ტომით ქართველები, მშობლიური ენა – ქართული.

სომხიშვილები და ელიაზარაშვილები მართლმადიდებლები არიან. ეს ორივე გვარი ქართული გვარ-სახელებია, უკავშირდება ქვემო ქართლის ადრინდელ სახელწოდებას სომხითს. სომხიშვილის შტო-გვარია ელიაზარაშვილი.

ელიზაროვები, იგივე ყოფილი სომხიშვილ-ელიზარაშვილები არიან.

საქართველოში 1 329 სომხიშვილი ცხოვრობს. თბილისში – 500, გორში – 258, გარდაბანში – 130. არიან სხვაგანაც.

მურვანიძე

საკუთარი სახელი მურვანი მეხუთე საუკუნის საქართველოში უკვე ჩანს დამკვიდრებული. ასე ერქვა ფილოსოფოსს, თეოლოგსა და საეკლესიო მოღვაწე იბერ ქართველს, რომელიც ბიზანტიის დედაქალაქ კონსტანტინეპოლში ქრისტიანობის მიღებისას, პეტრე იბერიელად დაეწერა. ერისკაცობაში მურვანისა და მურმანის სახელითაცაა მოხსენიებული. ასე რომ, მურვან ყრუს შემოსევამდე ჩვენს წინაპრებს ეს სახელი უკვე ერქვათ. არაბმა ხალიფა მურვანმა საქართველო 736-737 წლებში მოაოხრა. ეს სახელი პოპულარული ყოფილა ძველად. ამ ხალხში ალ ამირას, ანუ ემირს, აბდალ აზიზ იბნ მურვანი ერქვა, ხოლო მურვანი ფერს ნიშნავს.

მეათე-მეთერთმეტე საუკუნის ატენის სიონის წარწერებში დასტურდება მოღვაწეები – მურვან, გაბიტა, გაბაიას სახელებით, ლაპიდარული წარწერებია. მეთერთმეტე საუკუნეში ქველის ერისთავ-ჯაყელს, ასევე, მურვანი ერქვა. ცნობილია 1795 წლის მურვანიშვილის არზა, ანუ სიგელი, განკარგულება, საბუთი.

მურვანიშვილები არიან ახალქალაქში, აგრეთვე ქარელის რაიონში. ზემო იმერეთშია სოფლის უბანი მურვანაშვილების სახელწოდებით, ხოლო ხელვაჩაურის რაიონის თხილნარის საკრებულოში არის სოფელი მურვანეთი.

მურვანი მურმანის ფონეტიკური ვარიანტია. პირველი უფრო გვარებშია დარჩენილი, როგორც ძველი ფორმა, მეორე კი – სახელებში. ქართული ლეგენდის „აბესალომ და ეთერის“ პერსონაჟს ხომ მურმანი ერქვა.

ქობულეთის რაიონის სოფელ გვარაში არის მიკროტოპონიმი „მურმანის ტყე“. ამ გვარისანი სოფელ ქობულეთშიც ცხოვრობენ.

სახელი მურვანი და გვარი მურვანაშვილი აჭარლებს 900-1000 წლის წინათ და უფრო ადრეც ჰქონიათ. მაჭახელის ხეობის (ხელვაჩაურის რაიონი) მკვიდრთა შორის ყოფილან მურვან გივიშვილი, მომესწარა და მირიონ მურვანაშვილები. იყვნენ საქართველოს სხვა მხარეებშიც.

მურვანი შავგვრემანი კაცის მეტსახელადაცაა შემორჩენილი, ის შავს გამოხატავს.

მურვანიძეების პირველი ადგილსაცხოვრებელი შუახევის რაიონშია. აქედან განითესნენ აჭარის სხვა კუთხეებსა და გურიაში, ხოლო ამ 10-15 წლის წინათ – მესხეთ-ჯავახეთშიც.

საქართველოს საზღვაო-სანაოსნო საზოგადოება „ცოდნის“ ხელმძღვანელმა შალვა მურვანიძემ 1988 წლის მაისში გვიამბო:

„თურქების გაორკეცებულ რისხვას იწვევდა ის, რომ მის წინაპრებს შუახევის რაიონის სოფელ ნაღვარევში არაბული სახელიდან მომდინარე გვარები ჰქონდათ, ამ ქვეყანაში აღმოცენებული ისლამის მიღებას კი სასტიკად ეწინააღმდეგებოდნენ.

მურვანიძეები არიან ბათუმში, მათ შორის გურიიდან გადმოსული იმათი შთამომავლები, რომლებიც თურქების მოძალებისას იძულებულები იყვნენ, მათ მიერ დაუპყრობელ გურიასა და იმერეთში გახიზნულიყვნენ, რაზეც 1614 წელს აჭარაში მყოფი ევროპელი მისიონერი ლუი გრანუეცი გარკვევით წერს“.

მურვანიძეებსაც ჰყავთ ნათესავ-მოყვრები თურქეთში.

საქართველოში 1 228 მურვანიძე ცხოვრობს. ლანჩხუთში – 347, ბათუმში – 229, თბილისში – 207. არიან სხვაგანაც.

გამდლიშვილი

გვარის ფუძეა სიტყვა გამეზარდა: მისგანაა გამზრდელი, გამდელი, ამათგან კი – გვარი გამდლიშვილი.

გამდლიშვილები იყვნენ აზნაურები. 

„გამდლიშვილები, თავიანთი ახოთი და ვენახით, დარჩა ნასყიდა დოლმაზაშვილს, 1696 წელს“. 

გამდლიშვილი ველია, იოსებ და მამუკა მოიხსენიებიან, როგორც სახუნდარაში მცხოვრებლები, მეჩვიდმეტე საუკუნეში. 

კახეთში, კერძოდ კი ანთოქში, მოიხსენიებიან გამდლიშვილის ყმები. 

საქართველოში 223 გამდლიშვილი ცხოვრობს: გორში – 102, თბილისში – 78, გურჯაანში – 43. 

ესიტაშვილი

კახეთში გაჩენილი გვარია. ფუძედაა გამოყენებული საკუთარი სახელი ესიტა. 

1781 წელს საცხენისში აზნაური იყო დათუნა ესიტაშვილი, იქვე სახლთხუცესია აზნაურიშვილი დათუნა. ასევე, იქვე, საცხენისში, აზნაურიშვილები არიან: პეტრე ქვლივიძე, ავალიშვილი, ფარსადან ბესტოღაშვილი, ხოსია ნაცვლიშვილი. 

საქართველოში 134 ესიტაშვილი ცხოვრობს: თელავში – 87, თბილისში – 19, რუსთავში – 15.

ვარდოშვილი

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ვარდო.  

„არის კოდოლს იასე ვარდოშვილი აზნაურიშვილი“. 

კისისხევს აზნაურიშვილებად მოიხსენიებიან: ედოშაშვილი, ერდოშვილი, ნაცვლიშვილი, მახარობლიშვილი და ვარდოშვილი. 

საქართველოში 448 ვარდოშვილი ცხოვრობს: ახმეტაში – 234, თბილისში – 113, ყვარელში – 101.

მაზმანიშვილი-მაზმიშვილი

ერთი და იგივე გვარებია. ფუძედ არის აღებული საკუთარი სახელი მაზია. ამ სახელის საწყისი, პირველადია საკუთარი სახელი მაზანა. 

მაზმანიშვილი მოიხსენიება მეჩვიდმეტე საკუნეში ქვემო ქართლში. „მაზმანიშვილი ვარძიელა. იგივე ვარძიელა მაზმისშვილი, 1664-1681 წლებში სახლიკაცია ყანდუა მაზმისშვილისა“. 

„მაზმისშვილი ყანდუა, სამწევრისში მცხოვრები, მოიხსენიება მეჩვიდმეტე საუკუნის 80-90-იან წლებში“. 

საქართველოში 27 მაზმანიშვილი ცხოვრობს: თბილისში – 20, ადიგენში – 5, ბათუმში – 2. 

1 327 მაზმიშვილი: თბილისში – 578, გორში – 504, ქარელში – 245.

აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მასალების მიხედვით 

 

скачать dle 11.3