კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ივლისი 2019 (104)
ივნისი 2019 (208)
მაისი 2019 (254)
აპრილი 2019 (201)
მარტი 2019 (208)
თებერვალი 2019 (255)

რა არ სიამოვნებდა ბერიას და რატომ ჩხრეკდა მას სტალინთან ვიზიტისას დაცვა

წმიდა ოთხთავი

1953 წლის 1 მარტი თენდებოდა. დილის 5 საათზე სტალინის სასადილო ოთახიდან ტრადიციული ოთხეული (შემდგომში მათ „შეთქმულთა ოთხეული” უწოდეს): ბერია, მალენკოვი, ხრუშჩოვი და ბულგანინი გამოვიდნენ. ამ ბოლო კვირების განმავლობაში ეს ოთხეული თითქმის ყოველ საღამოს ჩამოდიოდა კუნცევოში და მხოლოდ გამთენიისას ტოვებდა გენერალური მდივნის აგარაკს. პატრონი (ასე ვუწოდებდით დაცვის წევრები სტალინს) ყოველთვის წინასწარ მატყობინებდა ვიზიტორთა ვინაობას, ჩვენ კი მათი დახვედრა, შემოწმება და გასტუმრება გვევალებოდა. ეს წესი მხოლოდ კაპიტალისტური ქვეყნებიდან მოწვეულ სტუმრებზე არ ვრცელდებოდა. ასეთი კონტროლი მას შემდეგ გაძლიერდა, რაც ერთხელ კრემლში, სტალინთან აუდიენციაზე მისულ  მოლოტოვს „ჩვენმა ბიჭებმა“ პიჯაკში „ბრაუნინგი“ უპოვეს. ამ ისტორიამ პატრონის რისხვა გამოიწვია და მას შემდეგ არავის „ვინდობდით“. ერთი სიტყვით, ეს წესი ყველა „ჩვენიანმა“ კარგად უწყოდა და არავინ გამოხატავდა უკმაყოფილებას, გარდა ბერიასი, რომელიც ყოველთვის მწვავე რეპლიკებით ამკობდა კონტროლიორებს.  ჩემდა გასაკვირად, წინა საღამოს ბერიას სიტყვაც არ დაუძრავს. უფრო მეტიც, მან თითქოს კეთილგანწყობით გამიღიმა და ისე გაგვეცალა. 

როდესაც ღამის კამპანია (ოთხეული) გავისტუმრეთ, სტალინს ვეახლე, რათა მისგან მითითებები მიმეღო და შემდეგ ცოტა დამესვენა – ორი დღე-ღამის უძილო ვიყავი, ფეხზე ძლივს ვიდექი და მეძინებოდა. როდესაც სტალინი ფხიზლობდა, მაშინ ჩემი ძილიც წარმოუდგენელი იყო. სტალინი დილის 6-7 საათზე წვებოდა დასაძინებლად და შუადღის 11-12 საათზე იღვიძებდა. სტალინს რომ ვეახელი, რამდენიმე საქმიანი მითითება მომცა და, როდესაც გამოსვლას ვაპირებდი, უეცრად საუბარი გამიბა. ძალზე ხალისიანად, დაახლოებით, 20 წუთი მესაუბრა და ამ ხნის განმავლობაში ჩემს ოჯახზე, ცოლ-შვილსა და ნათესავებზე მეკითხებოდა. მე საკმაოდ გაოცებული ვიყავი. მიუხედავად იმისა, რომ სტალინს ყოველდღიურად რამდენჯერმე ვესაუბრებოდი. ეს არასოდეს გასცდენია სამსახურებრივ ჩარჩოებს, ახლა კი... ყველაზე საოცარი ის იყო, რომ ის მე ქართულად მელაპარაკებოდა, რაც არასდროს მომხდარა ჩვენი 33-წლიანი თითქმის ყოველდღიური ურთიერთობების განმავლობაში. სტალინი უეცრად მომიახლოვდა, თვალებში გამჭოლად შემომხედა და მითხრა: „ვინც ჩემთან არ არის, ის ჩემს წინააღმდეგაა“. გავშრი და უეცრად ბერიას წუხანდელი  კეთილგანწყობილი ღიმილი გამახსენდა. ვიგრძენი, რომ წამით გავფითრდი კიდეც, მაგრამ, სწრაფად მოვიკრიბე ნებისყოფა, თუმცა, თვალი ვერ გავუსწორე პატრონს. სტალინს ეს არ გამოჰპარვია და მომიგო: „სახარებიდანაა, ღმერთის სიტყვებია, სემინარიიდან ვიცი. ღმერთი თუ გწამს?“ მე უფრო მეტად დავიბენი და ძლივს ამოვღერღე: „ამხანაგო სტალინ! ღმერთი ხომ არ არსებობს?!“ სტალინმა არაფერი მიპასუხა, მხოლოდ გაეღიმა, შემდეგ თავის ბიბლიოთეკაში გაუჩინარდა. მე ერთ ადგილზე გაშეშებული დავრჩი და აზრების მოკრება მიჭირდა. ცოტა ხნის შემდეგ სტალინი ბიბლიოთეკიდან გამოვიდა, მას ლურჯყდიანი, პატარა წიგნი ეჭირა. მომიახლოვდა, წიგნი გამომიწოდა და მითხრა: „ეს წმიდა ოთხთავია, სახარება. სპეციალურად ჩემთვის დავაბეჭდინე. გქონდეს, წაიკითხე და შემდეგ ვისაუბროთ“. ამის შემდეგ სტალინმა გამომიშვა, ხოლო თვითონ დასაძინებლად წავიდა. მორიგე ოფიცერს შევუარე, მითითებები მივეცი, მერე ყველა პოსტი გადავამოწმე და მხოლოდ ამის შემდეგ დავბრუნდი ჩემს ოთახში. თვალები ზეზეურად მეხუჭებოდა და როდესაც ტანზე გაუხდელად დავწექი, მხოლოდ მაშინღა შევამჩნიე, რომ სახარება კვლავ მარცხენა ხელში მეჭირა. მიუხედავად დაღლილობისა, წიგნი გადავშალე და პირველივე გვერდზე თვალი მომჭრა წითელი ფანქრით გაკეთებულმა ქართულენოვანმა წარწერამ: „გენერალ თევდორაძეს – გენერალისიმუს სტალინისგან. ღმერთის რაობის გასაცნობად“. 

უცნაური ზარი

მორიგე ოფიცერმა მხოლოდ მას შემდეგ მიმახვედრა, რომ ბერია რეკავდა, როდესაც ლოგინზე წამოვჯექი და ერთი-ორჯერ მაგრად გავაქნიე თავი. მორიგეს აპარატის გადმორთვა ვუბრძანე, ოთახიდან დავითხოვე და „ვერტუშკის“ ყურმილს დავწვდი: „გისმენთ, ამხანაგო ბერია“. ხაზის მეორე ბოლოდან ბერია ქართულად გამომეპასუხა (ის თითქმის ყოველთვის ქართულად ესაუბრებოდა ქართველებს და სტალინთანაც იმავეს აკეთებდა, რაც ბელადის გულისწყრომას იწვევდა): „ქართული ხომ არ დაგავიწყდა, რუსულად რომ მელაპარაკები, ნუთუ შენ და პატრონი ქართულად არ საუბრობთ ხოლმე?“ – ბერიას ბოლო ფრაზა რატომღაც გულზე მომხვდა. შემდეგ ბერია რუსულზე გადაეწყო და განაგრძო: 

– ამხანაგმა სტალინმა უკვე გაიღვიძა თუ კვლავს სძინავს? სასწრაფო საქმე მაქვს, პირადად უნდა მოვახსენო და მინდა, მიღებაზე შევუთანხმდე. 

– სძინავს, მაგრამ, თუ გადაუდებელი საქმეა, ახლავე გავაღვიძებ, – ვუპასუხე. ბერიამ წამიერი პაუზა გააკეთა. მომეჩვენა, რომ მან ამ დროს ვიღაცას რაღაც ანიშნა მიმიკით და მხოლოდ ამის შემდეგ მიპასუხა: 

– არა, არა უშავს, იძინოს, ალბათ, ძალიან დაიღალა. მოგვიანებით შევეხმიანები. მიხაილ ნიკოლაევიჩ, ძალიან გთხოვ, პირადად დამირეკე, როდესაც პატრონი გაიღვიძებს. 

შემდეგ ბერიამ ორიოდე უმნიშვნელო ფრაზა მითხრა და ასე დაასრულა: 

მიხაილ ნიკოლაევიჩ, ღვთის გულისთვის, აუცილებლად შემატყობინე პატრონის გაღვიძება – და ყურმილი დაკიდა. ყურმილი დავკიდე თუ არა, საათს შევხედე და გამიკვირდა, რადგან, 14 საათი და 45 წუთი იყო და სტალინს ამ დროისთვის ყოველთვის ეღვიძა, ან მე რამ დამაძინა ამდენ ხანს. გულს ბაგაბუგი გაჰქონდა და ცუდმა წინათგრძნობამ შემიპყრო. 15 საათს გადაცილებული იყო, მაგრამ, სტალინისგან ჩამი-ჩუმი არ ისმოდა. ასეთ დროს არ ვიცოდით, როგორ უნდა მოვქცეულიყავით, რადგან, ჯერ ერთი, ასეთ სიტუაციაში პირველად აღმოვჩნდით, მეორე მხრივ, ვიცოდით, რომ სტალინს „არამკითხეები“ არ უყვარდა. საბოლოოდ, ერთი საათით მოცდა ვამჯობინე და მორიგეებს მოვეთათბირე, თუ პატრონი 16 საათამდე არ გაიღვიძებდა, მაშინ ჩვენ შევხმიანებოდით. როგორც იქნა, 16 საათიც შესრულდა და, ის-ის იყო, სტალინის საძინებელში შესვლას ვაპირებდი, რომ თავად მან იხმო მორიგე ოფიცერი, ამ უკანასკნელმა კი მე დამიძახა. როდესაც პატრონს ვეახელი, უკვე მოწესრიგებული იყო და დაწვრილებით გამომკმთხა დღის მოვლენები. მე მას სხვადასხვა უწყებიდან მოსული შიფროგრამების დასტა გადავეცი და ბერიას ზარის შესახებ მოვახსენე. სტალინმა ნება დამრთო, ბერიასთვის დამერეკა და შემდეგ საჭმელი მოითხოვა. მორიგე ოფიცერს მითითებები მივეცი და ჩემი ოთახიდან ბერიასთან დავრეკე. ყურმილი თავად ბერიამ აიღო და ისე მომეჩვენა, თითქოს ბერიამ წინასწარ იცოდა, რომ იმ წუთას ვურეკავდი და მოუთმენლად მელოდა. ბერიას მხოლოდ ის ვუთხარი, რომ პატრონმა გაიღვიძა, ამჟამად სადილობს და რომ ამის შემდეგ ის თავად შეეხმიანება მას. ბერიამ თითქოს ეს ყველაფერი უკვე იცოდა. მან მადლობა გადამიხადა და ყურმილი დაკიდა. 

განგაში

გუშინდელთან შედარებით ბერია სხვებზე ადრე ჩამოვიდა აგარაკზე და სტალინთან მანამდე დაყო, სანამ ოთხეულის სხვა წევრებიც არ ჩამოვიდნენ. ჩვეული კამპანია „თეთრ სასადილოში“ 23 საათისთვის შეიკრიბა, მაგრამ უჩვეულოდ ადრე – ღამის 1 საათზე დაიშალა. როდესაც სტალინს ვეახელი, სულ მცირე ხნით შემაყოვნა, შემდეგ კი დასაძინებლად წავიდა. მთელი ღამე თვალი არ მომიხუჭავს და წინა დღის მოვლენებს ვაანალიზებდი. კვლავ ბერიასთან საუბარი გამახსენდა და გულზე უსიამოვნოდ გამკენწლა. ასეთ დროს ყოველთვის უსიამოვნო წინათგრძნობა მეუფლებოდა ხოლმე, რაც თითქმის ყოველთვის მართლდებოდა. 

კვლავ ფიქრებმა გამიტაცა და უნებლიეთ ისევ სტალინი დამიდგა თვალწინ. ნეტავ საიდან იღებს ამდენ ენერგიას ეს კაცი. უკვე 33 წელიწადია, რაც მას ვემსახურები, მაგრამ, მის განრიგს მაინც ვერაფერი გავუგე და ვერა და ვერ შევეჩვიე. გგონია, სძინავს, ის კი, შესაძლოა, ამ დროს თავზე წამოგადგეს. ფიქრობ, მის რისხვას ვერ გადავურჩებიო და, შესაძლოა, მან ასეთ დროს სხვა თემაზე დაგიწყოს საუბარი... ამ ფიქრებში შემომათენდა კიდეც და საათმა შვიდჯერ რომ ჩამოჰკრა, მაშინღა გამოვერკვიე. ძალიან არ მეძინებოდა, რადგან ფიზიკურზე მეტად ემოციურად გადავიღალე. მორიგე ოფიცერი ვიხმე, „ვერტუშკა“ გადავართვევინე და ვუბრძანე, სანამ პატრონი არ დამიძახებდა, არავითარ შემთხვევაში არ გავეღვიძებინე. საათს დავხედე, რვის ნახევარი იყო, ჩექმები გავიძრე და დავიძინე. თავადვე გამომეღვიძა და საათს რომ დავხედე, საღამოს 5 საათს იყო გადაცილებული. თითქმის 10 საათი მძინებია. გავოცდი. აღარც კი მახსოვდა, როდის ვიძინე ბოლოს ამდენი. უეცრად კვლავ გულმა გამკენძწლა და მორიგე ოფიცერს ვუხმე: „პატრონს ხომ არ ვუკითხივარ?“ მან კი მიპასუხა: „ამხანაგ სტალინს ჯერ არ გაუღვიძია“. ამ „ჯერ არ გაუღვიძიამ“ ლამის ტვინში სისხლი ჩამიქცია და ოფიცერს ვუყვირე: „სასწრაფოდ გააღვიძეთ, ოღონდ, ფრთხილად“. ოფიცერი მკვეთრად შეტრიალდა და ბრძანების შესასრულებლად გავიდა. მე კუდში მივყევი, თან თავში მიგუგუნებდა: „ჯერ არ გაუღვიძია... ჯერ არ გაუღვიძია...“. სანამ დერეფანი გავიარე, მორიგე ოფიცრის საზარელმა ხმამ ყური მომკვეთა, მაგრამ, სიტყვები ვერ გავარჩიე და საძინებელში გადარეულივით შევვარდი. სტალინი იატაკზე იწვა, მარცხენა ხელი გულთან ახლოს ჰქონდა, მარჯვენა კი ჩამოვარდნოდა. სახე გაფითრებოდა და არ ინძრეოდა. მე პულსი გავუსინჯე – გული უცემდა, ცოცხალი იყო. შემდეგ სასწრაფოდ გავედი გარეთ და მორიგე ოფიცერს მთელი ხმით ვუყვირე – „სტალინი ცოცხალია, მაგრამ, ცუდადაა! სასწრაფოდ გამოაცხადეთ ¹1 განგაში!“

სტალინის დაცვის უფროსის მოადგილის მიხეილ თევდორაძის ჩანაწერების მიხედვით 

 

скачать dle 11.3