კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

არ დაგავიწყდეთ წახემსება

საკვები „საწვავია“ ორგანიზმისთვის. თუ გსურთ, რომ მთელი დღის განმავლობაში ენერგიულად იგრძნოთ თავი და შედეგიანი იყოს თქვენი მუშაობა, დროულად იკვებეთ.

ქალბატონების უმრავლესობას იმდენი საქმე აქვს სახლში თუ სამსახურში, რომ ხშირად სადილობის დრო არ რჩებათ. საღამოს კი, მოშიებული, ჭამს იმას, რაც ხელთ მოხვდება, თანაც, ისეთი რაოდენობით, რომ...

იმისათვის, რომ საახალწლოდ ერთი ზომით ნაკლები კაბა ან შარვალი ჩაიცვათ, საკმარისია, შეცვალოთ ზოგიერთი ჩვევა.

ალბათ, ბევრმა გამოსცადა საკუთარ თავზე მკაცრი დიეტის შედეგი – დაღლილობა, მოთენთილობა და ენერგიის დაქვეითება, რაც უარყოფითად აისახა როგორც ზოგადად მის მდგომარეობაზე, ისე სამსახურში მუშაობის შედეგზე, რადგან, საკვების მკაცრად შეზღუდვა აქვეითებს ტვინის მუშაობას. მას აუცილებლად სჭირდება ენერგია, რომელსაც ის საკვებიდან იღებს.

მათთვის, ვისაც მთელი დღე უწევს ოფისში ყოფნა, სამჯერადი კვება, პლუს ორჯერ წახემსება იდეალური ვარიანტია, მაგრამ, როგორ უნდა მოახერხონ ეს სამსახურში?

პირველი აუცილებელი პირობა: წინა საღამოს მოამზადეთ მსუბუქი, დიეტური კერძები სადილისთვის და წასახემსებლად, მოათავსეთ კონტეინერებში და წაიღეთ სამსახურში.

მეორე პირობა: დილის საუზმე სახლში მიირთვით; სადილი და ორი წახემსება – ოფისში, ვახშამი – სახლში დაბრუნებისას.

მესამე პირობა – სითხის მიღება. ჩვენმა მკითხველმა უკვე იცის, რომ დღის განმავლობაში აუცილებელია 8-10 ჩაის ჭიქამდე წყალი. შედეგად, უმჯობესდება თირკმელებისა და კუჭ-ნაწლავის მოქმედება. გარდა ამისა, ორგანიზმიდან გამოიდევნება ჭარბი სითხე და ტოქსინები და ჩქარდება ცხიმების დაშლა. კარგია, თუ წყალში ჩაუმატებთ ლიმონის წვენს (თქვენი გემოვნებით) – ასე წყურვილიც შეგიმცირდებათ და შიმშილის შეგრძნებაც.

ალბათ, ბევრმა არ იცის, რომ, როდესაც სისხლში დაბლა იწევს შაქრის შემცველობა, სწორედ მაშინ ვგრძნობთ შიმშილს, შედეგად კი – ენერგიისა და ყურადღების დაქვეითებას. ასეთ შემთხვევაში, წასახემსებლად საუკუეთესო პროდუქტებია: ვაშლი, ერთი ჭიქა კეფირი ან 50 გრამი ნიგოზი – ამით უზრუნველყოფთ ნელა და თანდათანობით მოიმატოს სისხლში შაქრის რაოდენობამ (და არა ერთბაშად), რაც დაგიბრუნებთ ენერგიასა და შრომისუნარიანობას.

თუ გსურთ, ნელ-ნელა მიაღწიოთ თქვენს საოცნებო შედეგს – იდეალურ აღნაგობას, გაითვალისწინეთ ჩვენი რჩევები:

* შეეჩვიეთ სწორად კვებას და არ დაივიწყოთ ფიზიკური დატვირთვები.

* მინიმუმ კვირაში ორჯერ მიირთვით ზღვის პროდუქტები, რათა ორგანიზმმა მიიღოს თევზის ქონი.

* სვით გაზგასული მინერალური წყალი.

* აქცენტი გააკეთეთ ხილზე, ბოსტნეულსა და მწვანილზე, რათა მიიღოთ ანტიოქსიდანტების საჭირო რაოდენობა.

* მენიუდან ამოიღეთ შემწვარი ხორცი და შებოლილი პროდუქტები, რადგან, ისინი შლიან ანტიოქსიდანტებს.

* მაქსიმალურად შეზღუდეთ ტკბილეული, მაგრამ, თუ ძალიან გაგიჭირდათ ტკბილი სასუსნავების გარეშე, მიირთვით მწარე შოკოლადი, დღეში 50-100 გრამი.

* მაქსიმალურად ეცადეთ, ბევრი იმოძრაოთ, მაშინაც კი, თუ ოფისში მთელი დღე ჯდომა გიწევთ: უარი თქვით ლიფტზე; სამსახურში ყოფნის პერიოდში (თუნდაც შესვენებაზე) გამოაღეთ ფანჯარა, შეასრულეთ მარტივი ვარჯიშები და ღრმად შეისუნთქეთ სუფთა ჰაერი; საღამოობით ისეირნეთ ფეხით ან ველოსიპედით; კვირაში ორჯერ მიაკითხეთ საცურაო აუზს – მოკლედ, არჩევანი თქვენზეა.

* თუ ძირითადად „ჯდომითი“ რეჟიმი გაქვთ, მაინც შეგიძლიათ, წაივარჯიშოთ: მჯდომარე მდგომარეობაში, პერიოდულად, გაჭიმეთ და მოადუნეთ ფეხებისა და დუნდულების კუნთები; მუცლის კუნთებისთვის კი შეასრულეთ შემდეგი სახის ვარჯიში: ღრმად ჩაისუნთქეთ და მაქსიმალურად გამობერეთ მუცელი, შემდეგ ნელ-ნელა ამოისუნთქეთ და მუცელი მაქსიმალურად „შეზნიქეთ“ (ვარჯიში გაიმეორეთ 7-8-ჯერ).

სამუშაო დღის განმავლობაში, დაახლოებით ორ საათში ერთხელ, აიღეთ „წუთშესვენება“: სხეული მოადუნეთ, თვალები დახუჭეთ და იფიქრეთ მხოლოდ სასიამოვნოზე.

скачать dle 11.3