კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რონალდო მეოთხედ ქორწინდება

რონალდო მეოთხედ ქორწინდება

მსოფლიოს ჩემპიონი და „ოქროს ბურთის” ორგზის მფლობელი, ბრაზილიელი რონალდო მეოთხედ ქორწინდება. რონალდოს ახალი რჩეული ბრაზილიაში ცნობილი დიჯეი პაულა მორაისია. რონალდომ და პაულამ ერთმანეთი 2012 წლის დეკემბერში ურუგვაიში გაიცნეს და დაქორწინება მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის კენჭისყრის დასრულების შემდეგ გადაწყვიტეს. 37 წლის რონალდოსთვის პაულა მეოთხე ცოლი იქნება მილენ დომინგესის, დანიელა ჩიჩარელის და ბია ანტონის შემდეგ, ხოლო 28 წლის პაულასთვის რონალდო პირველი ქმარი იქნება.

 

მარია შარაპოვა ახალ რეკლამაში

„დიდი სლემის” ტურნირების ოთხგზის გამარჯვებული, რუსი მარია შარაპოვა ჩოგნების მწარმოებელი კომპანია „ჰედის” პროდუქციის სარეკლამო რგოლში გადაიღეს. „ტვიტერის” საკუთარ გვერდზე მარიამ ფოტო განათავსა, რომელზეც, გადაღებებს შორის ის თავისი წარმოების ტკბილეულის ჭამით ირთობს თავს. ცნობისთვის, შარაპოვას წარმოების ტკბილეულის ბრენდის – შუგარპოვას პროდუქციის გაყიდვა კოლუმბიაში დაიწყო და ბოგოტაში გამართულ პრეზენტაციას თავად რუსი ვარსკვლავი დაესწრო.

 

ნადალი – პოკერის ჩემპიონი

მსოფლიოს პირველი ჩოგანი, ესპანელი რაფაელ ნადალი პოკერის ტურნირის გამარჯვებული გახდა. პრაღაში ჩატარებულ საქველმოქმედო ტურნირზე, მსოფლიო სპორტის ვარსკვლავები იღებდნენ მონაწილეობას – რაფაელ ნადალთან ერთად პოკერის მაგიდასთან ისხდნენ: ანდრეი შევჩენკო, რონალდო, მოთხილამურე ალბერტო ტომბა და მსოფლიოში პოკერის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე დანიელ ნეგრეანუ. ვარსკვლავურ ტურნირში რაფაელ ნადალმა 50 ათასი დოლარი მოიგო და ეს თანხა მთლიანად ქველმოქმედებას მოხმარდა.

 

ბალოტელის ახალი გასართობი

„მილანის” ეპატაჟურმა ფორვარდმა მარიო ბალოტელიმ ახალი გასართობი მოიფიქრა. იტალიის ნაკრების ფეხბურთელს „ინსტაგრამზე” უყვარს „სელფი” ფოტოების გამოქვეყნება, სადაც ის ხან საკუთარ ავტომობილში, ხან კი რომელიმე რესტორნის საპირფარეშოში პოზირებს. ამჯერად ბალოტელის „სელფი” ფოტომ იმით მიიპყრო ყურადღება, რომ ფეხბურთელი კონტაქტური ლინზებით, ახალი, „ცისფერთვალება” იმიჯით წარდგა საზოგადოების წინაშე. „რას იტყვით ახალ იმიჯზე?”– მიუწერა ფოტოს ბალოტელიმ, რასაც მისი თაყვანისმცემლების ათასობით „ლაიქი” მოჰყვა.

скачать dle 11.3