კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ივნისი 2020 (249)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)
თებერვალი 2020 (203)
იანვარი 2020 (194)

მოძღვარი გვირჩევს

კითხვა: როგორც მითხრეს, ჯადოს მოსახსნელად უნდა ვიკითხოთ წმინდა კვიპრიანეს ლოცვები, რამდენად მართებულია ეს და შეიძლება თუ არა მათი სახლში წაკითხვა?

პასუხი: სანამ ქრისტიანი გახდებოდა, წმინდა კვიპრიანე ჯადოქარი იყო, მაგრამ, უფლის ძლიერების მხილველმა, ცრუმოძღვრება უარყო და მღვდელმთავარი გახდა, ბოლოს კი ქრისტესთვის აღესრულა მოწამეობრივად. წმინდა კვიპრიანე სიცოცხლეშივე ეხმარებოდა ადამიანებს, თავი დაეცვათ ეშმაკისგან და, ბუნებრივია, იმქვეყნიური საუფლოდანაც დაგეხმარებათ. თუმცა, ამ ლოცვებისთვის კურთხევა აუცილებლად სთხოვეთ მოძღვარს.

კითხვა: შეიძლება თუ არა, ჯვართან ერთად გულზე ჩამოვიკიდო რაიმე თილისმა?

პასუხი: ჯვართან ერთად შეგიძლიათ ატაროთ მხოლოდ ხატი ან ფსალმუნი. ჯვართან ერთად სხვა რამის ტარება მცირედმორწმუნეობას ნიშნავს, რადგან, ჯვრის ძალას ვერაფერი გადაწონის და, რაღა მნიშვნელობა აქვს თილისმის ტარებას? ზოგადად, თილისმები და ავგაროზები არაქრისტიანულია და მათი ტარება მორწმუნე ქრისტიანისთვის დაუშვებელია.

კითხვა: როგორ ვევედრო უფალს ჩემი სანუკვარი სურვილის ასრულებაზე?

პასუხი: გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს თვით სურვილს, თუ რას შესთხოვთ უფალს. ხშირად ჩვენი სურვილები ჩვენივე ცხონების საწინააღმდეგოა. ხოლო, თუ თქვენი თხოვნა სათნოა უფლისთვის, მთელი გულით სთხოვეთ მას და აუცილებლად მიიღებთ ღვთის შეწევნას.

კითხვა: შეიძლება თუ არა სხეულის ზოგიერთ უხერხულ ადგილზე ზეთის ცხება მკურნალობის მიზნით?

პასუხი: ზეთის ცხება სამკურნალოდ სხეულის ნებისმიერ ადგილზე შეიძლება უფლის რწმენის მქონე ადამიანისთვის.

скачать dle 11.3