კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ იყო თანახმა საკუთარი სახლიდან გაქცევაზე თიკო მოსემღვდლიშვილი და რა ასწავლა მას წლების წინ ცხოვრებამ

„ახალი ხმის“ ენერგიული, ნიჭიერი მონაწილე, მომღერალი და მსახიობი თიკო მოსემღვდლიშვილი, შეიძლება ითქვას, მაიას გუნდის ერთ-ერთი ფავორიტია. ის წინა ლაივზე ესემეს-ლიდერი გახდა, თუმცა მას წინ კიდევ ერთი ლაივი აქვს ფინალში გადასასვლელად. ასე რომ, ვისაც მოგწონთ ეს ენერგიული და ნიჭიერი მომღერალი, მიეცით ხმა ნომერზე: 0 903-200-218. 

 

თიკო მოსემღვდლიშვილი: ბავშვობაში დავიწყე სიმღერა, მიმიყვანეს პედაგოგთან და ნელ-ნელა გავყევი ამ საქმეს. სკოლაში მე და ჩემი და გამორჩეულები ვიყავით, თან, დედა სასწავლო ნაწილის გამგე იყო – კულტურას კურირებდა და ჩვენც მაქსიმალურად ვიყავით ჩართულები. შემდეგ გადავწყვიტე, ჩამებარებინა საესტრადო სასწავლებელში, სადაც ორი წელი ვისწავლე. იქ მსახიობის ოსტატობასაც მასწავლიდნენ და ერთ-ერთმა რეჟისორმა თავის კერძო მოზარდ მაყურებელთა თეატრში მიმიწვია. 15 წლის ასაკში, როგორც მსახიობი, დავდექი სცენაზე. საშინლად ვნერვიულობდი, მაგრამ, ძალიან დამეხმარა თავად რეჟისორი, თენგიზ ავალიშვილი. ამის შემდეგ გადავწყვიტე, აუცილებლად გამეგრძელებინა მსახიობის კარიერა, თან მემღერა. ამიტომ, თეატრალურ უნივერსიტეტში ჩავაბარე დრამისა და მუსიკის ფაკულტეტზე. მაგრამ, მეორე კურსზე გავთხოვდი, ოჯახი შევქმენი და წელი გამიცდა. რადგან მომდევნო წელს აღარ იყო იგივე ფაკულტეტი, დრამისა და კინოს ფაკულტეტზე ჩავაბარე. 

– შენი მეუღლეც მსახიობია? 

– არა, შემთხვევით გავიცანი. რამდენიმე დღის გაცნობილი მყავდა, როცა ცოლად გავყევი. გიორგობას, ანუ, 23 ნოემბერს გავიცანი და 9 დეკემბერს გავთხოვდი. ოღონდ, ამ პერიოდის განმავლობაში სულ შვიდჯერ მყავდა ნანახი.  მეშვიდე შეხვედრაზე მითხრა, გამომყევიო და გავყევი. ეს ყველასთვის შოკი იყო, მიუხედავად იმისა, რომ წინა დღეს ამოვიდა ჩემთან. დედაჩემმა თქვა: რა დროს შენი გათხოვებაა, ახლა ჭკუაზე არ გადამიყვანოო. მოკლედ, სახლიდან არ მიშვებდნენ, ერთი ამბავი იყო. სამი წელი ვიყავით ერთად. ახლა ჩემი შვილი 5 წლის არის. ერთ დღესაც, გადავწყვიტე, მორჩა-მეთქი და ამის შემდეგ მართლაც დამთავრდა ყველაფერი – მოვკიდე ხელი ჩემს შვილს და წამოვედი. ჩვენს ხასიათში, მიზნებში ძალიან დიდი განსხვავება იყო, ეს კი ძალიან რთულია. ამ ყველაფერმა გადამღალა და მივხვდი, ცოტა განტვირთვა მჭირდებოდა. დღეს ამით ბედნიერი ვარ. 

– ოჯახის დანგრევის ერთ-ერთი მიზეზი გათხოვების ნაჩქარევი გადაწყვეტილება იყო? 

– მანდ დავუშვი ყველაზე დიდი შეცდომა. იმ დროს ამას ვერ ვხვდებოდი. თან, არ მქონდა თავისუფალი ბავშვობა, გოგონებმა რომ იციან: იქ წავალ, დავრჩები მეგობრებთან, იმას გავაკეთებ, ამას გავაკეთებ; ერთად რომ ათენებენ, ქეიფობენ... 10 საათზე დაარტყამდნენ ხელს და სახლში უნდა ვყოფილიყავი. მამა არ მყავს, მაგრამ, სამაგიეროდ, ბებია მყავდა ძალიან მკაცრი. ამიტომ სახლიდან გაქცევაზე ვიყავი. ნამდვილად ვიცი, რომ ბავშვს ზომიერად უნდა მისცე თავისუფლება, ბევრი რამ უნდა ანახო, მასთან მეგობრულად იყო და უნდა იცოდე, რას აკეთებს. პირადად მე, თვითონ ცხოვრებამ  მასწავლა ცხოვრება, არავინ დამჯდომია და არ უსწავლებია. საერთოდ, თავად ხედავ და თავად განიცდი ყველაფერს. 

– როგორ განვითარდა შენი ცხოვრება მეუღლესთან დაშორების შემდეგ? 

– მოკლედ, დავშორდი ჩემს ქმარს და, ზუსტად ორი დღის შემდეგ, ვდგავარ გაჩერებაზე. უცებ მანქანა გაჩერდა: წამოდი, წაგიყვანოო. ჩემი ძველი ნაცნობი აღმოჩნდა, რომელსაც გათხოვებამდე ვიცნობდი, სკოლელები ვიყავით.  იმის მერე სულ ერთად ვართ, უკვე მეხუთე წელი დაიწყო. ძალიან მალე განვითარდა ჩვენი ურთიერთობა. ორ თვეში მივხვდით, ეს არ იყო უბრალოდ მეგობრობა, წაყვანა-წამოყვანა... უფრო სერიოზულად იყო საქმე. 

– რა ეტაპზეა თქვენი ურთიერთობა? 

– თითქმის ცოლ-ქმარი ვართ, უბრალოდ, ჯერ ხელი არ გვაქვს მოწერილი. თან, როცა მე დამირეკეს პროექტიდან, ის იმ დროს ამერიკაში წავიდა, ახლაც იქ არის. მიმაჩნია, რომ მისი სახით ზუსტად ისეთი ადამიანი ვიპოვე, როგორიც მინდოდა: აბსოლუტურად განსხვავებულია, ჩემნაირი გიჟია ისიც. გული მწყდება, რომ ახლა, ზუსტად იმ პერიოდში, როდესაც ყველაზე მეტად მჭირდება, აქ არ არის. თუმცა, 24 საათი სკაიპით ვლაპარაკობთ: დილა გათენდება – ერთად ვართ, დაღამდება – ერთად ვართ. ყველაფერი მაქვს: ვაკეთებ იმ საქმეს, რაც მიყვარს, ბედნიერი ვარ, მაგრამ, ზვიადი რომ ჩემ გვერდით იყოს, კიდევ უფრო ბედნიერი ვიქნები. ჯერ არ აპირებს ჩამოსვლას. რომც ჩამოვიდეს, დროს არ მეტყვის. მისი ჩამოსვლა ყოველთვის სიურპრიზი იყო, მაგრამ, სულ ვხვდებოდი, გული მიგრძნობდა ხოლმე და მთელი ღამე არ ვიძინებდი. მას კი შეეძლო, ღამის სამ საათზე დაერეკა კარზე. 

– შენც უწყობ სიურპრიზებს? 

– ძალიან მიყვარს, მაგრამ, რომ გითხრა, ზვიადისთვის სიურპრიზი გამიკეთებია-მეთქი – არა. რაც შეეხება ჩვენს დახურულ, დაფარულ პირად ურთიერთობას, ეს კიდევ სხვა რამეა.  მას აქვს იმის საშუალება, სიურპრიზი მომიწყოს და კარგადაც გამოსდის. თან, არასდროს მეუბნება, როდის ჩამოდის, თორემ, მეც გავუკეთებდი რაღაცას. არ მიყვარს ისეთი კაცი, რომელიც ქალზე სუსტია. მე ისეთი ტიპი ვარ, უნდა დავინახო, რომ კაცმა „დამიჭირა,” რადგან, თამამი ვარ, ჩემი ხასიათი მაქვს და, ამ მხრივ, ზვიადი კარგად მთოკავს. 

– როგორც ვიცი, გარკვეული პერიოდის განმავლობაში, მსახიობის კარიერაც გქონდა – სპექტაკლებში თამაშობდი. 

– თეატრალურში რომ ჩავაბარე, პარალელურად, ერთი წლის განმავლობაში მოზარდ მაყურებელთა თეატრში ვიყავი, მაგრამ სწავლაში ხელი მეშლებოდა და თავი დავანებე. შემდეგ იყო საკურსო, მერე – სადიპლომო ნამუშევარი. ჩვენი პირველი სპექტაკლი – „დარაბებს მიღმა გაზაფხულია“ – ძალიან ბევრგან გვქონდა გატანილი, მათ შორის „სარდაფში,” რუსთაველის თეატრში და ასე შემდეგ. რაღაც პერიოდის შემდეგ ისევ დავუბრუნდი მოზარდ მაყურებელთა თეატრს, ბევრი კარგი როლი ვითამაშე. მერე ბებია გახდა ავად, სჭირდებოდა ადამიანი, რომელიც გვერდში დაუდგებოდა. ჩემი და ამერიკაშია, ამიტომ, მე მომიწია მისი დახმარება და თავი დავანებე თეატრს. 

 – რატომ გადაწყვიტე „ახალ ხმაში“ მონაწილეობა?

– ხომ იცი, რაღაც რომ გაწუხებს შინაგანად, ღამით ვერ იძინებ, რადგან, წარმოიდგენ: როგორ მღერი, როგორ გამოდიხარ სცენაზე – ეს არ გასვენებს. იმიტომაც გადავწყვიტე მონაწილეობის მიღება, რომ გამომეყენებინა ეს დრო და მაქსიმალურად გამომემჟღავნებინა საკუთარი შესაძლებლობები. ვფიქრობ, ამ პროექტში გამიმართლა, რადგან, „ბრმა ქასთინგამდე” ბევრი შიდა ტურის გავლა გიწევს და, მადლობა „ახალ ხმას“, რომ დამინახეს და მომცეს „ბრმა ქასთინგზე” გამოსვლის საშუალება. რაც შეეხება მაიას, იმაზე სწორი არჩევანი გავაკეთე, ვიდრე წარმომედგინა, რადგან, იმის გარდა, რომ მაია ძალიან განათლებული მუსიკოსია, არის არაჩვეულებრივი ადამიანი, მეგობარი და მწვრთნელი. ყველაფერი შეთანხმებულად ტარდება ჩვენს გუნდში. მაქსიმალურად ცდილობს კონკურსანტის კომფორტზე, ძალიან შემიყვარდა და აუცილებლად გავაგრძელებ მასთან მეგობრობას. მიხარია, რომ ის გამოჩნდა ჩემს ცხოვრებაში და მის გუნდში ვარ დღეს. რომც დავტოვო პროექტი, არ მინდა, ვთქვა, რაღაცის გაკეთება ვერ მოვასწარი-მეთქი. ხალხის კომენტარებს რომ ვკითხულობ, მიხარია, რადგან, ხალხმა დამინახა ზუსტად ისეთი, როგორიც ვარ. დიდი სურვილი მაქვს, ვიდგე ფინალში და, იმედი მაქვს, ხალხი დამიმესიჯებს. ლაივზე არ მეგონა, ესემეს-ლიდერი თუ გავხდებოდი, ამის გამო შოკირებული ვიყავი. თან, პირველმა ლაივმა გამიჩინა იმის იმედი, რომ ხალხი მიმაღწევინებს წარმატებას. ერთი ესემესიც ძალიან ბევრ რამეს ნიშნავს, ამიტომ, ვისაც უნდა, რომ სამშაბათის ლაივიდან ფინალში გავიდე, დამიმესიჯონ ნომერზე: 0 903 200 218.  რაც მთავარია, შევეცდები, კარგი შოუ დაიდგას, მინდოდა დრამატული ლაივის შემდეგ უფრო ცეცხლოვანი ნომერი ყოფილიყო. ორივე მიყვარს, ჩემია, მაგრამ, მიმაჩნია, რომ ახლა ამის დროა, ცოტა უნდა გამოვფხიზლდე. თან, საჩემო სიმღერაა, გიჟური და, იმედი მაქვს, მაყურებელი ისე დაინახავს ყველაფერს, როგორც მე მინდა. ჩემთვის ყველა ლაივი ძალიან მნიშვნელოვანია და ხალხის სიყვარულს ვერ გავიგებ ესემესების გარეშე – ამით ხვდები, მოსწონხარ თუ არა მაყურებელს. დიდი მადლობა წინასწარ მათ, ვინც დამიმესიჯებს.

 

скачать dle 11.3