კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ ეძახიან თემო ლოლაძეს „ძევიშნიკებზე“ და სად დატოვა მან მთელი ტანი

„ნიჭიერში“ თემო ლოლაძის ყოველი გამოჩენა, იმ დღესვე სოციალურ ქსელებსა და არა მხოლოდ იქ, განხილვის თემა ხდება. თუმცა, იმისთვის, რაც მან „ნიჭიერის“ სცენაზე გააკეთა, ვგულისხმობ, გამოცლილი სკამის ნომერს, ბევრი იშრომა, ივარჯიშა. ამიტომაც, ცოტათი გული სწყდება, როდესაც მის რთულ ნომერს ბევრი ადამიანი არასერიოზულად და ეჭვის თვალით უყურებს. თემო ცხოვრებაში, პირად ურთიერთობაში იმდენად პოზიტიური ადამიანია, რომ არ შეიძლება, მან თავისი დადებითი ემოციები უცებ არ გადმოგდოს და მისი მისამართით კარგად არ განგაწყოს. 

 

თემო ლოლაძე: იმედი მქონდა, ამირჩევდნენ, რადგან ყველასგან გასხვავებული შოუ იყო. თუმცა, რეალურად ამ ყველაფერს ბევრი დამცინავად უყურებს. ალბათ, ეს ჩემი იმიჯის გამო ხდება, რადგან სულ ვიცინი, ვხუმრობ. ის, რაც გავაკეთე, ყველას მარტივი ჰგონია, არადა ძალიან რთულია შესასრულებლად. ამ ილეთში ყველაზე მთავარია ფიზიკური ძალა, მომზადება. ძალიან ბევრს ვვარჯიშობდი, დღე და ღამე – ახლა ზურგიც მტკივა. კარგად ჩანს, რომ მაისურის ქვეშ არაფერი მქონდა. ვიღაცამ თქვა, სარკის ეფექტი იყოო. თუ სარკის ეფექტი იყო, მაშინ წაქცევის დროს, გატყდებოდა. ჟიურისაც არ სჯეროდა ჩემი, სახეებზე შეეტყოთ, რომ გაუკვირდათ. პირველად სწორედ ამიტომ დავეცი, მინდოდა, ისეთი ეფექტი შემექმნა – ვითომ არ გამომდიოდა, ვერ გავჩერდებოდი. ხუმრობა  იყო „ნიჭიერში“ პირველი გამოსვლაც, მაგრამ მერე ნახევარფინალში რომ გადავედი, დავიწყე იმაზე ფიქრი: რა და როგორ უნდა გამეკეთებინა და დავიწყე სერიოზული ვარჯიში.

– რის გაკეთება იყო შენთვის ყველაზე რთული? 

– პრომოვიდეოში ყინულზე რომ გადავხტი, იქ დავტოვე ნახევარი ტანი. რამე გიჟური უნდა გამეკეთებინა, ჩემი იმიჯიდან გამომდინარე და გავაკეთე. ის არის ცუდი, რომ ხალხს ჰგონია: ყველაფერი გიჟური მარტივია, არადა, არ არის  მარტივი. ამიტომ, ხანდახან გული მწყდება, რომ ამ ყველაფერს დამცინავად უყურებენ. ყველაზე მეტად გეგას კომენტარი მესიამოვნა, სხვანაირად უყრებს ბევრ რამეს და ხვდება, რომ ეს ის იუმორია, რაც საქართველოს აკლია და ევროპაში არის. ამიტომაც მინდა, ევროპაში წავიდე, ან აქ ხალხი მიეჩვიოს და ცოტა გამოვიდეთ დეპრესიიდან – ერთი და იგივეობიდან. ვინც მიცნობს, მათ იციან, რომ გიჟური რაღაცეების გარდა, კიდევ ბევრი რამის გაკეთება შემიძლია. სპორტულ ღონისძიებებში ყოველთვის კარგი შედეგები მაქვს, მარათონებიც მომიგია, მაგისტრატურაზე ვსწავლობ, ადრე მათემატიკური კონკურსებიც მაქვს მოგებული და არ შემოვიფარგლები მხოლოდ გიჟობით.

– ბავშვობაშიც ასეთი ენერგიული და აქტიური იყავი? 

– ბავშვობაში უფრო წყნარი ვიყავი. დღე და ღამე ვვარჯიშობდი, ფეხბურთის გარდა არაფერი მაინტერესებდა. მაგრამ მერე ტრავმა მივიღე, ოჯახში რაღაც პრობლემები იყო და დავანებე თავი. რომ მოვწყდი ფეხბურთს, უნივერსიტეტში ჩავაბარე, ხალხთან დავიწყე ურთიერთობა, მერე იქ ვიხუმრე, აქ... და მივხვდი, ხალხს მოსწონდა, მეც ნელ-ნელა გავგიჟდი. 

– შენი ბაბუა, თეიმურაზ ლოლაძე ცნობილი მეცნიერი იყო, ბევრი ორდენის, მედლის მფლობელი, ძალიან დიდხანს, სიკვდილამდე ხელმძღვანელობდა პოლიტექნიკური უნივერსიტეტის მანქანათმშენებლობის ტექნოლოგიის კათედრას და გარკვეული პერიოდის განმავლობაში პოლიტექნიკური უნივერსიტეტის რექტორიც იყო. შენ როგორ გაიხსენებ ბაბუას?

– ბაბუას მოსახელე და, ამ მხრივ, ოჯახის შემარცხვენელიც: ასეთი ოჯახიდან ხარ და ასე შემდეგ. ბაბუას უყვარდა ხუმრობა და მჯერა, რომ გულში მაინც გამიგებდა. მახსოვს, ბაბუა ცოცხალი იყო და მათემატიკური კონკურსი მოვიგე. ეს იყო მისთვის ყველაზე დიდი სიამაყე, ყველას ანახვებდა ჩემს სიგელს, ძალიან უხაროდა. 10 წლის ვიყავი, როცა გარდაიცვალა, ძალიან თბილი კაცი იყო. გარდა იმისა, რომ სულ მუშაობდა, ძალიან უყვარდა ქეიფი. ჩვენს ოჯახში სულ სტუმრიანობა იყო, ჭამა-სმა, მხიარულება. ბევრი საინტერესო ადამიანი მოდიოდა, თუმცა, მაშინ პატარა ვიყავი და ამას ვერც ვაანალიზებდი. მერე, როდესაც გავიზარდე, მივხვდი: ისინი როგორი სერიოზული ადამიანები იყვნენ. უცხოელებიც ხშირად ჩამოდიოდნენ, ბაბუას ხვდებოდნენ. მაგრამ, ის ჩემთვის მხოლოდ ბაბუა იყო და როცა გავიზარდე, მერე მივხვდი, რა დიდი მასშტაბის კაციც იყო და რასაც აკეთებდა. ჩემ მიმართ მკაცრი არასდროს ყოფილა, პირიქით, თბილი იყო. ყველა მეუბნება: ბაბუაშენი თავის დროზე იქ მომეხმარა, აქ... მისი მადლობელი ვარო. 

– რას საქმიანობენ შენი მშობლები და როგორია მათი დამოკიდებულება შენი საქმიანობის მიმართ? 

– დედა დიასახლისია, მამა  ტექნიკურ უნივერსიტეტში ლექტორია, დღე და ღამე შრომაშია. მეც მაპარებს ხოლმე: იქნებ შენც ამ სფეროს გაჰყვეო. მაგრამ ვერ შევძლებ. ვიღაცამ რომ წარმოიდგინოს, მე ვიქნები ლექტორი და ლექციებს წავიკითხავ, წარმოდგენისთანავე გაეცინება. ჩემი თავი სადმე ოფისში ვერ წარმომიდგენია, შეიძლება, გავგიჟდე. თავისუფლება მიყვარს, ამიტომაც ვმუშაობ ანიმატორად. მეუბნებიან: რამდენი ხანი უნდა იხტუნაოო, მაგრამ მირჩევნია, ხალხი გავართო, ივენთი მოვაწყო, „ფლეშმობი” დავდგა... ჩემები ახლაც ვერ ხვდებიან, რას ვაკეთებ, მაგრამ მიეჩვივნენ, იციან, რომ სხვა გზა არ აქვთ. 

– მათთვის პირველი მოულოდნელობა, ალბათ, სტადიონზე შენი შიშვლად გამოსვლა იყო. 

–  დედა რუსი მყავს, სხვანაირი ადამიანია და სულ მეუბნება: ამ მხრივ, ანუ აქტიურობაში, მე მგავხარო. მამა უფრო მორიდებულია, ისეთ ოჯახშია გაზრდილი... „დინამოს” ამბავზე არაფერი უთქვამს, მაგრამ „ნიჭიერზე“ მითხრეს: რამე ჭკვიანური ვერ მოიფიქრეო. ჩემი სტადიონზე გამოსვლა უფრო სხვანაირად მიიღეს. მამამ იცის, როგორ მიყვარს ფეხბურთი. ეს „ფლეშმობის” დასაწყისი იყო, ოღონდ ძალიან ცოტამ იცოდა – დაცვის რამდენიმე წევრმა. ფეხბურთელებმა არაფერი იცოდნენ, სიურპრიზი იყო ყველასთვის. ბავშვობიდან ვოცნებობდი „დინამოზე” გავსულიყავი და გამომივიდა. თან, „მილანის“ გულშემატკივარი ვიყავი ზუსტად იმ დროს, როცა მალდინი თამაშობდა. ამიტომ, მისი ნახვა, ფოტოების გადაღება, ჩემთვის შოკი იყო, ამაზე მეტს ვერაფერს ვინატრებდი. 

– რატომ გადაწყვიტე „ნიჭიერში“ გამოსვლა? 

– „ნიჭიერამდე“ „ჯეოსტარში“ გამოსვლაზე ვფიქრობდი – ვიმღერებდი და მერე პრიკოლებში მაინც მოვხვდებოდი. „ნიჭიერის“ შემდეგ ხალხმა გამიცნო, რაღაცეებში გამომადგა, განსაკუთრებით ჩემს საქმეში: დაბადების დღეა, „ძევიშნიკი“... მირეკავენ: შენ გვჭირდები, რამე მოიფიქრეო. 

– „ძევიშნიკებზე“ ცეკვავ ხოლმე? 

– ტორტის შეტანა, სიურპრიზი, „საროჩკას” გავიხდი, გოგონებს გაუხარდებათ. მაგრამ, ყველაფერი მორიდებულად, ზომიერების ფარგლებში ხდება. ადრე „ტოპ გოგოშიც“ მოვხვდი, სტრიპტიზი ვიცეკვე. თუმცა, ამას სტრიპტიზს ვერ დავარქმევ, უბრალოდ, გახდა მომიწია. მოკლედ, ჩვეულ ფორმაში ვიყავი – გახდილი.       

– რა იყო შენს ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი წარმატება? 

– ყველაზე გიჟი და დიდი – ეს იყო ქაღალდის თვითმფრინავის ჰაერში გაშვებაში „რედ ბულის“ ჩემპიონატი. მოვიგე – საქართველოში ჩემპიონი გავხდი და წავედი ავსტრიაში, მსოფლიო ჩემპიონატზე. ეს იყო 4 დაუვიწყარი დღე. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან გავიცანი ხალხი, თან ჩემსავით გიჟები. ველოდები, კიდევ როდის იქნება. ზოგადად, მიყვარს ექსტრემალურ შეჯიბრებში მონაწილეობა. შარშან თხილამურებზე დავდექი და  გაგიჟებული ვარ. ახლა ვცდილობ, ფული ვიშოვო და გუდაურში წავიდე. სნოუბორდზეც მინდოდა დადგომა, ყველა მუებნება: ვიზუალურად სნოუბორდისტი ხარო. თუმცა, ჩემი ოცნება სერფინგია. იმისდა მიუხედავად, რომ ცხოვრებაში ცურვაზე არ მივლია და ჩემით ვისწავლე, მეორე ადგილი მაქვს აღებული. კიდევ დიდი სიამოვნებით მივიღებდი „შიშის ფაქტორში“ მონაწილეობას. იმ რაღაცეებსაც შევჭამდი, რადგან, როცა კონკურსია, ყველაფერი მეკეტება და მოგებაზე ვფიქრობ.    

– დიდი ხანია, ანიმატორი ხარ? 

– 2-3 წელია, ბავშვები მიყვარს ძალიან. სამწუხაროდ, ჩემი ბავშვები არ მყავს, მინდა და იქნება 1-2 წელში. 

– არსებობს ისეთი გოგონა, ვისთანაც გინდა გყავდეს შვილები? 

– ახლა არ არსებობს. ისე, ვფიქრობ, რომ ბიჭები უფრო მეტად შებოჭილები არიან საქართველოში, ვიდრე გოგონები და მათ გამო, მერე, გოგონებიც იბოჭებიან. ჩემთან უფრო გახსნილად გრძნობენ ხოლმე თავს. იმედია, გამოჩნდება ისეთი ვინმე, ვინც ამიტანს. გიჟი კი ვარ, მაგრამ ბევრი კარგი რაღაც შემიძლია. ოჯახის კაცი ვარ, მეხერხება საჭმლის კეთება, დალაგება. ცოლი მოვიყვანე, „ქალი კუხნაში ვიცი“ – ასეთი არ ვარ. პირიქით, მიყვარს, როცა ვინმეს რაღაცას ვუკეთებ და ვასიამოვნებ. 

 

скачать dle 11.3