კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

უფროსუმცროსობის ხიბლი

ექსების შერკინება

 

ის არც პრეზიდენტობისას გვაკლებდა ორშაბათობით რადიოეთერებს და არც ექსპრეზიდენტობისას გვაკლებს შეფასებებს. შესაბამისად, ბ-ნი შევარდნაძეც მუდმივ საქმის კურსშია ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების და ჩვენც ზუსტად ვიცით, რაზე რას ფიქრობს.

თითქოს იმ ერთს თავისი გასაჭირი არ ეყოფოდა, გასულ კვირას ერთმა ექსპრეზიდენტმა მეორე ექსი შეაფასა. იმის გათვალისწინებით, რომ მეორე პირველს მუდმივად აფასებდა (ჩვეულებისამებრ, უარყოფით კონტექსტში) და ლამის იმასაც კი ითვლიდა, რომელმა უფრო მეტი ტერიტორია დაკარგა, ვინ ვისზე მეტი დევნილი მოახერხა და რომელი წაგებული ომის ომის შემდეგ იხევდა უკან ჩვენი ჯარი უფრო სწრაფად. 

როგორც უნდა იყოს, გასულ კვირას, ბ-ნმა შევარდნაძემ ბ-ნ სააკაშვილს 2008 წლის ომი გაუხსენა: „შეიძლება ითქვას, რომ მაილსმა სააკაშვილი აგვისტოს ომთან დაკავშრებით, ფაქტობრივად, დამნაშავედ გამოაცხადა. დიპლომატის მხრიდან ასეთი რიტორიკა ცოტა გასაოცარია. როგორც ჩანს, ნელ-ნელა ყველა ეგუება და უფრო მეტიც, აღიარებს იმ ფაქტს, რომ სააკაშვილი დამნაშავეა და მისი პასუხისგებაში მიცემა აუცილებელია.“

აშშ-ს ყოფილი ელჩის მოწმედ მოხმობა კი, როგორც ჩანს, ერთ ექსს დღევანდელი ხელისუფლების შემოსაძახებლად დასჭირდა: „ყველა აღიარებს, რომ სააკაშვილი დამნაშავეა და მისი პასუხისგებაში მიცემა აუცილებელია! საქართველოს ხელისუფლებას, მგონი, შეუძლია თამამად იმოქმედოს,“

ჩვენ არ ვიცით, გაითვალისწინებს თუ არა ხელისუფლება ძველთაძველის რჩევას, თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, ვფიქრობ, რიგითობის დაცვა აუცილებელია და, იქნებ – უფროს-უმცროსობისაც. 

скачать dle 11.3