კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა მანქანა იყიდა ჩინელმა ბიჭმა საქართველოში და რატომ დარჩა უმანქანოდ

გამარჯობა დედა, როგორ ხარ? ძალიან მენატრებით ყველა. მე არა მიშავს, ვცხოვრობ ძველებურად. დედა ახალი ამბავი მაქვს – მანქანა ვიყიდე. მანქანების ბაზრობაზე ვიყავი, სადაც მყიდველზე ასჯერ მეტი გამყიდველია. სავსეა იქაურობა. ევროპიდან, აზიიდან და ამერიკიდან ჩამოყვანილი მანქანებით. რაღა თქმა უნდა, როგორც ყველა ქართულ ბაზარში, აქაც ყველა ცდილობს, მოგატყუოს. დიდხანს ვარჩევდი რომელი მეყიდა და როგორც ქართველების უმრავლესობამ, მეც „ოპელი“ ვიყიდე. 

საქართველოში, „ოპელი” უფრო მეტი დადის, ვიდრე მოწესრიგებული ადამიანი. მართალია ეს მოდელი იაფი ღირს, მაგრამ ძალიან ხშირად სჭირდება შეკეთება. ჩემმა მანქანამ 3 დღე გაძლო და ჩახჩახი დაიწყო. რა თქმა უნდა, ხელოსანს მივაკითხე. პირველი ხელოსანი კეთილი აღმოჩნდა და მითხრა: ყუმბარებია ჩაშლილი და არ უნდა გაკეთება, მთელი თბილისი ეგრე დადისო. მე არაპროფესიონალი მეგონა და სხვასთან წავედი. თურმე, როგორი კარგი ადამიანი ყოფილა, ჩემი ბრალია, შეცდომა რომ დავუშვი. შემდეგმა ხელოსანმა – თემქელმა გარიკამ მითხრა: ორ დღეში მოვაგვარებო და რაც მანქანაში გადავიხადე იმის მეოთხედი მომთხოვა გაკეთებაში. მე, რა თქმა უნდა, უარი ვუთხარი და სხვისი ძებნა დავიწყე. კობას ვთხოვე დახმარება და მიმასწავლა – თბილისის ზღვაზე მაგარი პროფილაქტიკაა, ცალხელა ზაურა იკითხე, ოქროს ხელები აქვსო. თავიდანვე დავეჭვდი, მაგრამ კობამ მითხრა, როცა მიხვალ, ეგრე უთხარი, მალხაზამ გამომგზავნა ოქროს უბნელმა-თქო და მოგხედავს კაცურად. მეც წავედი ამ ზაურასთან, მოვძებნე და რიხიანად ვუთხარი, ვინც გამომგზავნა. ამხედ-დამხედა და მითხრა, ახლა ხალხი მყავს და ორ კვირაში მოდიო. ძალიან მეჩქარება-მეთქი, შევეხვეწე და დამთანხმდა, ხვალ გაგიკეთებო. ქართველებს საერთოდ ძალიან უყვართ, როცა რაღაცას ეხვეწები. დამავალა 4 საათზე ამოდი და რასაც გეტყვი, ის ამოიტანეო: რუსული  მაზუთი, ყუმბარები აუცილებლად გერმანული, ორი ცალი ხამუთი, ფრანგულები ჯობია ყველასო. ცოტა კი შემრცხვა, რომ ჩემი „ოპელისათვის” ნახევარი ევროპა შევაწუხე, მაგრამ რაღას ვიზამდი, რაც დამავალა ვიყიდე ყველაფერი. მისი ხელობის საფასურის ნახევარიც დავუტოვე და წამოვედი. მას შემდეგ ორი კვირა გავიდა დედა და ჩემი მანქანა გაუნძრევლად დგას ხელოსნის გარაჟთან. რა ვქნა, ძმაო, საქმე არ ილევა, შენ წინ სხვები იდგნენ რიგშიო. დღეს ძალიან გავმწარდი და ვუთხარი, ჩემი ფული და ნაწილები დამიბრუნე, სხვაგან გავაკეთებ-მეთქი და მითხრა: ჩემი ბიჭის სწავლის ფული გადავიხადე და რომ მექნება, მოგცემო. სხვა გზა არ არის, მე და კობამ ის ოქროს უბნელი მალხაზა უნდა წავიყვანოთ, იქნებ რამე ეშველოს ამ საქმეს. 

რა ვქნა, ფეხით დავდივარ ისევ. თუმცა, უამრავი ქართველი არსებობს, ვისაც მანქანა ჰყავს და მაინც ფეხით დადის. მიზეზი ადვილი მისახვედრია, მათ, უბრალოდ, ბენზინის ფული არ აქვთ. ნუ გიკვირს დედა, ხშირად მანქანაზე ძვირიანი ტელეფონები აქვთ ხოლმე და თვე ისე გავა, ორ ლარს ვერ რიცხავენ ზედ. ადრეც ხომ მოგწერე, ქართველები ტრაბახა და ბაქიბუქა ხალხია-მეთქი. ჯერჯერობით ეს არის სულ, დედა. მერე კიდევ მოგწერ. მომიკითხე ყველა.

გკოცნით

თქვენი ტობი ვონგი

скачать dle 11.3