კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გადაარჩინა რეზო ლაღიძემ ბუნების მშვენება – შველი დაკვლას

ხამუშ-ხამუშ, არ შემიძლია, ხელოვნებაზე და ხელოვანებზე არ ვწერო. საქართველოში ახლა ვეღარავინ წერს ახალ მუსიკალურ ნაწარმოებს (შედევრებზე ლაპარაკიც აღარაა), თორემ, გასულ საუკუნეში მეტი რომ არავინ ყოფილიყო, მართლაც ლაღი რევაზ ლაღიძე გვეყოფა სიამაყედ და თავის გამოსაჩენად.

ბატონი რეზო (პირადად!) ჩემთვის ¹1 კომპოზიტორია, რომელიც თანაბრად წერდა ოპერას, ოპერეტას, რომანსს, საესტრადო ჟანრის ნაწარმოებებს და, რაღა დარჩა?!

ეს ხანისწყლისპირზე გაზრდილი პიროვნება მართლაც საუკუნის მოვლენა გახლდათ ქართული მუსიკის ისტორიაში.

ბუნებითაც ლაღი გახლდათ და ნამდვილად ამართლებდა თავის გვარს. მართალია, რუბრიკა „კურიოზი“ არ ითვალისწინებს, მაგრამ, მე, როგორც ჭეშმარიტი ქართველი და ქართული მუსიკის უაზროდ მოსიყვარულე, სანამ კურიოზზე გადავალ, თავს თუ არ შეგაწყენთ, მოკლედ ვიტყვი, რომ ბატონი რეზო ბუნების ნამდვილი შვილი გახლდათ. დააკვირდით მისეული ნაწარმოების თითოეულ აკორდს, რაოდენ გაგრძნობინებს საქართველოს... უეკრანოდ დაგანახვებთ, თუ როგორ სუნთქავს ქართული მთა, როგორ ჩხრიალებს ქართული მდინარე, როგორ უბერავს ქართული სიო, როგორ იბრძვის ქართველი რაინდი...

„თუ მიწაზე ფეხშიშველა არ გაივლი, საქართველოს როგორ შეიგრძნობ; თუ ერთხელ მაინც ფეხშიშველას ფეხში ეკალი არ შეგსობია, თუ ერთხელ მაინც ბადე არ გადაგიფენია ჩვენს ვიწრო მდინარეებზე – შენ საქართველოს ვერ შეიგრძნობო“, – ამბობდა.

ამას ქართველების გასაგონად ამბობდა, თორემ, უცხოელ ტურისტებს ისედაც მოსწონთ საქართველო და, ღმერთმა არ ქნას, ეკალი შეესოთ – ვაიდა, მეორედ, შეიძლება, არც ჩამოვიდნენ.

გაამზადებდა თავის ბადე-ანკესებს „ვოლგა 21-ში“ და – ჰერი, ბიჭო, სანადიროდ და სათევზაოდ!

ისიც უთქვამს: საქართველოში მდინარე არაა, მე რომ ბადე არ მესროლოსო. ამაყობდა და შესწევდა კიდევაც „ძალა ქადილისა“.

განა თევზი და ნანადირევი... არა... ერთი ანეკდოტის არ იყოს – „პროცესი“ უყვარდა.

რადგანაც ზემოთ მოვიხადე ბოდიში ვრცელი შესავალისა გამო, თავს ვალდებულად არ ვთვლი, მეორედაც გავიმეორო და ახლა პირდაპირ „საქმეზე“ გადავდივარ.

19... წელია.

დიდებული ლაღიძე ლაგოდეხის ნაკრძალის მაშინდელმა დირექტორმა სანადიროდ და დროის სატარებლად მიიწვია.

რეზო მარტო არ დადიოდა, მეგობრები სულ თან ახლდა – ცნობილი კომპოზიტორ-მუსიკოსები.

რამდენიმე მანქანა მწკრივად მიადგა ლაგოდეხის ნაკრძალს.

გამოეგებნენ ადგილობრივები საპატიო სტუმრებს.

თქმა რად უნდა, სუფრის თადარიგი დაჭერილია, მაგრამ, რეზოს სუფრა არ აინტერესებს, თევზაობა უნდა, ნადირობა უნდა, ფეხშიშველა გავლა უნდა და, რაღა თქმა უნდა, ეს საშუადღეო „მოციონიც“ შესრულდა.

„ცეკას“ ერთი კურატორიც ახლავს თავისი პერსონალური „ვოლგით“ და, მძღოლითურთ, ცხადია.

მძღოლი ერთი ჩიბანდარა სომეხი ავეტიქა გახლდათ, სომხურად შავი და წვერმოშვებული (გაპარსვას ვერ ასწრებდა ხოლმე).

რომ წაითევზავ-წაინადირეს, ჩასულები სუფრასთან მიიპატიჟეს... შუა ქეიფია. თავს არ შეგაწყენთ და – „სიურპრიზიც“ გაიჩითა.

უაზრო, უაზრო და ნამეტანი ვიცით ქართველებმა.

„სიურპრიზი“ – პატარა, გულაფანცქალებული შველი შემოიყვანა ავეტიქა-მძღოლმა.

რადგანაც იმ დღეს რეზოს დაბადების დღე დაემთხვა – ვითომ „პერსონალნი“ პატივი სცეს. შემოიყვანა ეს შველი ავეტიქამ და ბატონ რეზოს მიუფხარკალა ფეხებთან:

– ბატონო რეზო, დღესა თქვენი დენ რაჟდენიაა, რა...

– მერე?.. – გაუკვირდა დიდ ხელოვანს, – რაშია საქმე, ავეტიქ?

– აი, ეს შველი უნდა დავკლა ეხლა და ხუთმეტ წუთში ამისი მწვადი უნდა დაგიდოთ სინზე.

ეშხში შესულ კომპოზიტორს თვალები ჩაუქრა. შველს ხელი შეავლო, თვალებში ჩახედა, მსუბუქად უბიძგა და, ისიც, გახარებული, კუნტრუშით შევარდა ტყეში.

– ეს რა ქენით, ბატონო რეზო?! – პირი გაუშრა ავტიქა შოფერს.

– ბიჭოო! – მოხრილი თითი თავზე მიუკაკუნა ავეტიქას, – როგორ, როგორ შეიძლება, შენნაირმა სიმახინჯემ ასეთი სილამაზე შეჭამოს?!

კომენტარი? აბა, რა კომენტარი, თუ გიყვარდეთ!..

 

 

скачать dle 11.3