კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ადვოკატი გირჩევთ

კითხვა: 25 წელია‚ გათხოვილი ვარ და მთელი ამ ხნის განმავლობაში ვცხოვრობთ ჩემი მშობლების ბინაში‚ რომელშიც ჩემმა ქმარმა გააკეთა კოსმეტიკური რემონტი და შეიძინა ტელევიზორი და გაზის გამათბობელი. გაყრის შემთხვევაში‚ აქვს თუ არა მას უფლება‚ წილი მოითხოვოს ჩემი ბინიდან (გვყავს ორი სრულწლოვანი‚ დაოჯახებული ვაჟი)? გარდა ამისა‚ მაინტერესებს‚ გაყრაზე განცხადების შეტანისას, რომელი მხარე იხდის თანხას და რამდენს?

პასუხი: გაცნობებეთ, რომ, თუ ბინა თქვენი მშობლების საკუთრებაშია, თქვენი მეუღლე ვერ მოითხოვს წილს თქვენი მშობლების საკუთრებაზე. მას, ასევე, არ აუნაზღაურდება   ბინის კოსმეტიკური რემონტისთვის გაღებული ხარჯები, რადგან თვითონაც აღნიშნულ ბინაში ცხოვრობდა და აღნიშნული სახის მოთხოვნა ზნეობრივ მოვალეობებს ეწინააღმდეგება. რაც შეეხება ტელევიზორსა და გაზის გამათბობელს, ეს თქვენს საერთო თანასაკუთრებას წარმოადგენს, შესაბამისად, აღნიშნულ ნივთებზე თქვენ გაქვთ მეუღლის თანაბარი საკუთრების უფლება და განქორწინების შემთხვევაში, ეს ნივთები თქვენს შორის განაწილდება თანაბრად, სხვა ნივთებთან ერთად.  რაც შეეხება სახელმწიფო ბაჟს განქორწინების საქმეზე, თუ ის არ ეხება ქონებრივ დავას და არც არასრულწლოვანი შვილები ჰყავთ მეუღლეებს, ბაჟის ოდენობა შეადგენს 50 ლარს, რადგან, არაქონებრივი დავაა და, შესაბამისად, საქმეს მაგისტრატი მოსამართლე განსჯის. 

კითხვა: რამდენიმე წლის წინ ჩემი ნათესავი ნარკოტიკების მოხმარების გამო დააკავეს და საპროცესო შეთანხმების თანახმად‚ უნდა შეეტანა თანხა გირაოს სახით. ოჯახის წევრების მიერ ეს თანხა სხვადასხვა დროს ორჯერ იქნა შეტანილი ბანკში (თითო ჯერზე ორი ათასი ლარი)‚ მაგრამ‚ ადვოკატმა არ გააფრთხილა არც ჩემი ნათესავი და არც მისი ოჯახის წევრები‚ რომ თანხის შეტანის შემდეგ უნდა დაეწერათ რაღაც განცხადება (რის შემდეგაც ფული დანიშნულების ადგილამდე მივიდოდა); შესაბამისად‚ თანხა ადრესატამდე არ მივიდა (არც ერთი შენატანი)‚ რის შემდეგაც ჩემი ნათესავი დააკავეს და თითქმის 2 წელი გაატარა ციხეში‚ ორჯერ შეტანილი თანხა კი იმავე მდგომარეობაშია (ანუ‚ შეტანილია და დანიშნულების ადგილამდე არ არის მისული). ამჟამად ჩემი ნათესავი შეწყალებით არის გამოშვებული‚ ნასამართლეობაც მოხსნილი აქვს და ნარკოტიკის მოხმარებაშიც არ არის შემჩნეული (ამ ყველაფერს თავი დაანება). როგორც გვითხრეს‚ შეგვიძლია‚ რომ ორივე თანხა უკან გამოვითხოვოთ. გვაინტერესებს‚ შესაძლებელია თუ არა ეს და კონკრეტულად როგორ მოვიქცეთ‚ ანუ, ვის უნდა მივმართოთ?

პასუხი: გაცნობებთ, რომ თქვენ ერთმანეთში ურევთ საპროცესო შეთანხმების დროს ძირითადი ან დამატებითი სასჯელის სახით შეფარდებულ ჯარიმას და აღკვეთის ღონისძიების სახეს – გირაოს.  სისხლის სამართლის პროცესში დამკვიდრებული პრაქტიკის გამო, გირაოს სახით შეტანილი თანხა, ძირითადად უცვლელი ოდენობით, საპროცესო  შეთანხმების გაფორმების შემდეგ გირაოს შემტანი პირის განცხადებით ირიცხებოდა ხოლმე სახელმწიფო ბიუჯეტში. თუ აღნიშნული ფორმით არ მომხდარა გირაოს სახით შესაბამის დეპოზიტზე შეტანილი ფულადი თანხის ჯარიმის სახით ბიუჯეტში გადარიცხვა, გირაო, როგორც წესი, უბრუნდება გირაოს შემტან პირს, თუ ბრალდებულმა არ დაარღვია ამ აღკვეთის ღონისძიების პირობა ან კანონი. შესაბამისად, ამ შემთხვევაში, გირაოს შემტან პირს, ოჯახის იმ წევრს, რომელმაც გირაოს თანხა შეიტანა შესაბამის ანგარიშზე, შეტანილი გირაოს თანხა უნდა დაუბრუნდეს სრულად. 

კითხვა: მართლზომიერ სარგებლობაში მიკავია მიწის ნაკვეთი თბილისში, რომელიც ჩემზეა აღრიცხული საკომლე წიგნში, სააღრიცხვო ბარათსა და ცნობა-დახასიათებაში. გთხოვთ, მაცნობოთ, პრივატიზაციის შემთხვევაში, ვის მიერ უნდა იქნეს გაცემული საკუთრების უფლების მოწმობა?

პასუხი: გაცნობებთ, რომ საკუთრების უფლების დადასტურება ხდება სსიპ საჯარო რეესტრის მიერ.  შესაბამისად, თქვენი საკუთრების უფლება წარმოიშობა აღნიშნული მიწის ნაკვეთის სსიპ საჯარო რეესტრში თქვენს სახელზე რეგისტრაციის შემდეგ.

კითხვა: გადავწყვიტე, შევიძინო საცხოვრებელი ბინა თბილისში, შევარჩიე კიდეც, მაგრამ, ეჭვი მაქვს, რომ ბინის პატრონი რაღაცას მიმალავს და, შესაძლოა, ბინა რეალურად მისი საკუთრება არ არის. თუმცა, საჯარო რეესტრში მის სახელზე ირიცხება. გთხოვთ, მაცნობოთ, საკმარისია თუ არა, ბინის შეძენისას დავეყრდნო საჯარო რეესტრის მონაცემებს?

პასუხი: განგიმარტავთ, რომ საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ მონაცემთა მიმართ მოქმედებს უტყუარობის პრეზუმფცია, ვიდრე ისინი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალადაკარგულად, ბათილად ან არარად  იქნება ცნობილი. შესაბამისად, თქვენ შეგიძლიათ, დაეყრდნოთ საჯარო რეესტრის მონაცემებს.

კითხვა: გთხოვთ, მაცნობოთ, რა შემთხვევაში ეწოდება მოწმის მიერ მიცემულ ჩვენებას ირიბი ჩვენება და არის თუ არა ყველა შემთხვევაში მოწმის ირიბი ჩვენება დასაშვები მტკიცებულება?

პასუხი: გაცნობებთ, რომ, ირიბია მოწმის ის ჩვენება, რომელიც ეფუძნება სხვა პირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას. ირიბი ჩვენება დასაშვები მტკიცებულებაა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ირიბი ჩვენების მიმცემი პირი მიუთითებს ინფორმაციის წყაროს, რომლის იდენტიფიცირება და რეალურად არსებობის შემოწმება შესაძლებელია. სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის დროს, ირიბი ჩვენება დასაშვები მტკიცებულებაა, თუ ის დასტურდება სხვა ისეთი მტკიცებულებით, რომელიც არ არის ირიბი ჩვენება.

კითხვა: გთხოვთ, მაცნობოთ, აქვს თუ არა წერილობით დოკუმენტს ყველა შემთხვევაში მტკიცებულების ძალა?

პასუხი: გაცნობებთ, რომ, მხარის მოთხოვნის შემთხვევაში, დოკუმენტს მტკიცებულებითი ძალა აქვს, თუ ცნობილია მისი წარმომავლობა და ის ავთენტურია. 

კითხვა: მაინტერესებს, სასამართლოში წარდგენილი ნივთიერი მტკიცებულება არის თუ არა ნებისმიერ  შემთხვევაში დასაშვები მტკიცებულება?

პასუხი: განგიმარტავთ, რომ ნივთიერი მტკიცებულება დასაშვები მტკიცებულებაა, თუ მხარეს შეუძლია, მოწმედ დაკითხოს პირი, რომელმაც მოიპოვა, შექმნა ის, ან/და, რომელთანაც ინახებოდა სასამართლოში წარდგენამდე. 

კითხვა:  მაინტერესებს, როგორ და რა პირობების დაცვით ხორციელდება სისხლის სამართლის საქმეში არსებული ნივთიერი მტკიცებულებების შენახვა და რა დროის განმავლობაში ინახება ისინი?

პასუხი: გაცნობებთ, რომ ნივთიერი მტკიცებულება ინახება ისეთ პირობებში, რომლებიც გამორიცხავს მის დაკარგვას და მისი თვისებების შეცვლას. ნივთიერი მტკიცებულება, რომელიც არ ნადგურდება, მესაკუთრეს ან მფლობელს არ უბრუნდება ან სახელმწიფოს არ გადაეცემა, ინახება სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით. ძვირფასი ლითონები, ქვები, თვლები, ფულის ნიშნები, ობლიგაციები და სხვა ფასიანი ქაღალდები, თუ მათ ინდივიდუალურ ნიშნებს მტკიცებულების მნიშვნელობა არა აქვს, ინახება საბანკო დაწესებულებაში. ნივთიერი მტკიცებულება შეიძლება ინახებოდეს, ასევე,  სხვა ადგილას.

скачать dle 11.3