კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ მიიწვია ცნობილმა დიჯეიმ თავისთან დრამზე დასაკრავად გიორგი კაპანაძე და როგორ აჰყვა 12 წლის დრამერს დაკვრაში მარკუს მილერი

12 წლის დრამერმა, გიორგი კაპანაძემ, „ნიჭიერის“ მაყურებელი ჯერ კიდევ შესარჩევ ქასთინგზე მოხიბლა. ის ახლა უკვე ფინალშია და მაყურებლის მხარდაჭერა სჭირდება. გიორგის ოცნებაა, ამერიკაში წავიდეს და სწავლა „ჯულიარდში“ ან „ბერკლიში“ განაგრძოს, მის ოჯახს ამის საშუალება არ აქვს. თუმცა, როგორც მე, ასევე ისინიც, იმედოვნებენ, რომ უნიჭიერესი პატარა დრამერი ოცნებას აუცილებლად აისრულებს. 

მამუკა კაპანაძე (გიორგის მამა): 5 წლის ასაკში, როდესაც გამართულად დაიწყო ლაპარაკი, მითხრა: ან ცეკვაზე შემიყვანე, ან დოლი მიყიდეო. ჩემი ახლობელი ქორეოგრაფია, გოდერძი მანჯაფარაშვილი, მასთან მივიყვანე ანსამბლში და რამდენიმე რიტმი დაუკრა დოლზე. გოდერძის შვილი „ერისიონში“ იყო და, 6 წლის ასაკში გიორგი უკვე წაიყვანეს ანსამბლში. 7 წლისამ „ერისიონის“ სრული პროგრამა იცოდა, მაგრამ, რადგან პატარა იყო, გასტროლებზე ვერ მიდიოდა. როგორც კი 8 წლის გახდა, მერე უკვე დაიწყო გასტროლებზე სიარულიც. ჩვენც ბავშვობიდან ვასწავლიდით, რომ საკუთარი თავისთვის უნდა მიეხედა, ასე რომ, 4 წელი იყო „ერისიონში“. სამი პატარა ბიჭი რომ უკრავს დოლზე, ერთ-ერთი ეს იყო. თან, ყველაზე პატარა იყო. სექტემბრიდან გამოვიყვანე ანსამბლიდან, რადგან, ახალი ნიჭი აღმოაჩნდა და ვეღარ ასწრებდა ორივე საქმის კეთებას. 

– გიორგი, 5 წლის ასაკში რატომ გადაწყვიტე, დოლზე დაკვრა გესწავლა? 

გიორგი კაპანაძე: ვინც ქართველია და დღეს ბას-გიტარაზე ან დრამზე უკრავს, ან მღერის, ყველაფერს ფანდურზე, დოლზე დაკვრით იწყებენ და შემდეგ გადადიან სხვა ინსტრუმენტზე. მეც თავიდან დოლზე მომინდა დაკვრა. ჩემი და ხშირად უსმენდა „სუხიშვილებს“ და მე ვყვებოდი ხოლმე დოლით. ზუსტად იგივე რამ დამემართა დრამზეც – რომ დავინახე, მაშინვე დავუკარი. შემდეგ კარგ მასწავლებელთან მიმიყვანეს, სერიოზულად მოვკიდე ამ საქმესაც ხელი და, უკვე წელიწადი და რვა თვეა, დრამზე ვუკრავ. 

მამუკა: ლაშა რამიშვილმა სთხოვა გიორგის დოლზე ზღაპრების ჩაწერა. სტუდიაში იდგა დრამი და როგორც კი დაინახა, მაშინვე დაუკრა. ლაშამ მკითხა – დრამზეც უკრავსო? არ ვიცი, პირველად დაუკრა-მეთქი. შემდეგ მერაბ სანოძესთან ჩაიყვანა, სანომ გურამ ტეცოშვილს დაურეკა, რომელიც ცოტა დაკავებული იყო და ლაშა სხილაძესთან მიგვიყვანა. 

გიორგი: შემდეგ ზაზა ცერცვაძესთან დავდიოდი, ახლა ირაკლი ჭოლაძესთან დავდივარ – ჯაზს გავდივარ. მასწავლებელთან რომ მივედი პირველად, უკვე მომზადებული ვიყავი: ჯოხის დაჭერა, ბგერის გამოშვება, სხვადასხვა რიტმი ვიცოდი – ჩემით ვისწავლე ინტერნეტიდან. მაგრამ, მერე უფრო ბევრი რამ მასწავლეს, დავიხვეწე, ტექნიკურად უფრო გავიზარდე. ახლა ირაკლისთან ვმეცადინეობ და, თან, ინტერნეტიდანაც ბევრ რამეს ვსწავლობ, ბევრ დრამერს, მუსიკოსს ვუსმენ. ჯაზს, ფიუჟენს, პოპს, გოსპელს, შიგადაშიგ ჯაზსაც ვუკრავ, ყველა ჟანრი ძალიან მომწონს, თუმცა, ამათ გარდა, კიდევ სხვა ჟანრებსაც ვუკრავ. პირველად „ერისიონის“ კონცერტზე ფარიკაობის დროს დავუკარი დრამზე, თან, ცოცხლად. მაშინ ჯერ კიდევ არ დავდიოდი მასწავლებლებთან. 

– როგორც ვიცი, ჯაზ-ფესტივალებშიც მონაწილეობ. 

მამუკა: 2012 წლის 25 ნოემბერს ჩიკ კორეამ ჯაზ-ფესტივალი დახურა, ბექა გოჩიაშვილიც მიიწვია და სცენაზე დაუკრეს ერთად. შემდეგ „ივენთ ჰოლში“ ბექას „ჯემ-სეიშენი“ იყო, გიოც მიიწვიეს და მაშინ დაუკრა პირველად ბექასთან ერთად სერიოზული კომპოზიცია. ამ კუთხით გიო მაშინ უფრო გაიცნეს. 

გიორგი: მანამდე ვაკეში ჯაზ-კლუბში მივდიოდი, მუსიკოსებთან ერთად მეც ვუკრავდი და იქ უფრო მეტად დავიხვეწე. იქ ჰერბი ჰენკოკის კომპოზიციას ვუკრავდი ბენდთან ერთად და ის დავუკარი ბექასთან ერთადაც; კიდევ, ჩიკ კორეას ერთ-ერთი თემა. ამის შემდეგ ბატონ ნიკა რურუას დახმარებით დავუკარი „ბლექ სი ჯაზ ფესტივალზე“, კახა კანდელაკი და მიშა გიორგაძე დამიდგნენ გვერდში. სოლო დავუკარი დრამზე. ახლახან, ანუ, 28 ოქტომბერს, მარკუს მილერის კონცერტი იყო, რის შემდეგაც ჯემ სეიშენზე დიჯეი ლოჯიკი უკრავდა ბენდთან ერთად. მეც მივედი და დრამერის მაგივრად დავუკარი. ამ დროს მარკუს მილერი მოვიდა და მასთან ერთად განვაგრძე დაკვრა. მოეწონა. 

მამუკა: რომ დაინახა მარკუს მილერმა, მისი არც ერთი დრამერი არ იჯდა და გიორგი უკრავდა, მაშინვე ამოიღო გიტარა და დაიწყო დაკვრა. დაახლოებით 12 წუთი უკრავდნენ ერთად, უნდა გენახათ, რა ხდებოდა. 

გიორგი: მარკუს მილერი რომ მოვიდა‚ უკვე გახურებული ვიყავი, რადგან, მანამდე დიჯეი ლოჯიკთან ერთად ვუკრავდი, ერთი 10 წუთი მაინც. მარკუს მილერის მოსვლა ჩვეულებრივად მივიღე. 

მამუკა: ყველა გაჩერდა გიორგის გარდა და მარკუსიც აჰყვა. 

გიორგი: რომ დავამთავრეთ დაკვრა, შემაქო, ტაშიც დამიკრა. მეორე დღეს „ივენთ ჰოლში“ დიჯეი ლოჯიკი სრულ პროგრამას უკრავდა, მისმა დრამერმა იქაც მიმიწვია და დავუკარი. ნიჭიერთა ათწლედში ვსწავლობ  და ნიჭიერთა ათწლედის ბენდშიც ვუკრავ. 

მამუკა: ყველა ეუბნება, ჩვენთან უნდა წამოხვიდეო, ანუ – ამერიკაში. 

გიორგი: ძალიან მინდა ამერიკაში სწავლის გაგრძელება – ან „ჯულიარდში“, ან „ბერკლიში“. რაღაცნაირად უნდა მოვახერხოთ. ახლა ინგლისურსაც ვსწავლობ, რომ, იქნებ, ლენი ვაითთან მაინც გავიარო მასტერსკლასი. 

მამუკა: პროექტი „ნიჭიერიც“ დამთავრდება და, იმედია, რამე გამოჩნდება. მე არ მაქვს იმის საშუალება, რომ ამერიკაში ჩავირბინო და ჩამოვირბინო. იქნებ, სპონსორი გამოჩდნეს, რომელიც დაგვაფინანსებს – მასტერკლასზე მაინც რომ ჩავიდეთ. მერე‚ ადგილზე, სხვა რაღაცეებშიც გავერკვევით. ჯერ პატარა კი არის, მაგრამ, არაა გამორიცხული, გამონაკლისი დაუშვან – „ჯულიარდში“ ხდება ხოლმე ასეთი რაღაცეები. ბექას შემთხვევაში მოხდა ასეთი რამ – 13 წლის იყო, როდესაც „ჯულიარდში“ მიიღეს. გიორგი 4 იანვარს, პატრიარქის დაბადების დღეს ხდება 13 წლის. 

– მოკლედ, 7 წლიდან მუშაობ. 

– როცა ბენდებთან ერთად უკრავ, პროფესიონალურ დონეს უფრო მეტად იმაღლებ. გიოც ხშირად უკრავს ხოლმე. მისი პირველი მასწავლებელი ახლა ზუმბასთან ერთად გასტროლზე იმყოფება და „ქიუში“ გიორგიმ ცოტა ხნით შეცვალა – მის მაგივრად უკრავს. 

– როგორც ვიცი, არ გაქვს დრამი და ძირითადად სხვაგან გიწევს მეცადინეობა. 

– ზოგჯერ ახლობლები გვათხოვებდნენ ხოლმე დრამს, მაგრამ, ძველი დრამი იყო. მეზობლები ყოველთვის ხელს უწყობენ გიორგის, ჩვენც ძალიან არ ვაწუხებთ – ხან სად დადის სარეპეტიციოდ, ხან კიდევ – სად. კონსერვატორია აძლევს საჩუქრად დრამს, საზეიმო ვითარებაში გადასცემენ და ძალიან უხარია, საუკეთესო დრამი ექნება – სერიოზული. 

скачать dle 11.3