კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

“მე ვხედავ მზეს„ - შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა და ცნობილი მომღერლების დუეტების ალბომი

3 დეკემბერი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საერთაშორისო დღეა. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ინიციატივითა და მხარდაჭერით, მუსიკალური ბიზნესკომპანია „ბრავო რექორდსი” მუშაობას იწყებს ახალ მუსიკალურ პროექტზე – „მე ვხედავ მზეს”. პროექტი გულისხმობს CD ალბომის გამოცემას, რომელშიც შევა  შეზღუდული შესაძლებლობების მქონე  პირებისა და ცნობილ მომღერალთა მიერ შესრულებული 10 სასიმღერო კოლაბორაცია – როგორც ყველასათვის კარგად ნაცნობი და საყვარელი ქართული და უცხოური მუსიკალური ნაწარმოებები, ასევე, ჯერაც უცნობი სიმღერები.

კოლაბორაციები: 1. ნინი ბადურაშვილი და შაბან მამედოვი; 2. ნინი ქარსელაძე, გიორგი სუხიტაშვილი და ცოტნე და თორნიკე ტურძელაძეები; 3. ჯგუფი „გამოუვალი მდგომარეობა” და  მერი პაპუნაიშვილი; 4. ნოდიკო ტატიშვილი, მარიამ კაპანაძე და თათია მამუკაშვილი; 5. ნატალიკო ქუთათელაძე და თამარ ცალქალამანიძე; 6. ბორის ბედია, სულხან გველესიანი და რამინ მიქაბერიძე; 7. ლიზა ბაგრატიონი, გიორგი უშიკიშვილი და ნიკა წიკლაური; 8. ანსამბლი „შვიდკაცა” და ნატალია ვეფხვაძე; 9. „ფორტე”, მაიკო ლომიძე და ანი სიხაშვილი; 10. კვინტეტი Quintessential Five და ქალთა კვარტეტი.

პროექტის მუსიკალური ხელმძღვანელი: ცნობილი კომპოზიტორი და მუსიკალური პროდიუსერი რუსა მორჩილაძე. 

პროექტის ძირითადი მიზანია მუსიკალური ნიჭით დაჯილდოებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ახალგაზრდების საზოგადოებრივ ცხოვრებაში მაქსიმალურად ინტეგრაციის  ხელშეწყობა საზოგადოების მხრიდან და მათი პრობლემების მიმართ მაქსიმალური ყურადღების გამახვილება.     

ამ ეტაპზე „ბრავო რექორდსში“ მიმდინარეობს აქტიური მუშაობა, როგორც სიმღერების ჩაწერებზე, ასევე, ალბომის დიზაინზე. დეკემბრის ბოლოს პროექტი დასრულდება და ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა ექნება, შეიძინოს CD ალბომი, რომელიც გაიყიდება „ბრავო რექორდსის“ სადისტრიბუციო ქსელის მაღაზიებში. CD ალბომების რეალიზაციიდან შემოსული თანხა მთლიანად მოხმარდება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა პრობლემების მოგვარებას.

скачать dle 11.3