კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა შანტაჟს არ მიმართავს არასდროს ლაშა რამიშვილი და რისთვის არ მოითხოვს ის პასუხს

ლაშა რამიშვილი „ჯიდიესის“ ბრწყინვალე პროექტის – „ერთი ერთში“ – საინტერესო და გამორჩეული მონაწილეა, რომლისგანაც მაყურებელი ყოველთვის ბევრს ელის. მის მიერ განსახიერებული ყველა პერსონაჟი დაუვიწყარი, მართლაც რომ „ერთი ერთში“ იყო. არ ვიცი მიზეზი და არც ჟიურის წევრი ვარ, მაგრამ, თამამად ვიტყვი, რომ დამოკიდებულება ლაშას მიმართ თუ უსამართლო არა, ყოველ შემთხვევაში, ყველაზე მკაცრია. მიუხედავად შეფასებებისა, ლაშა ყველა ქულას ღირსეულად იღებს და ყოველ მომდევნო შოუზე უკეთეს შესრულებას აჩვენებს. ჩვენთან ინტერვიუში ლაშამ პირველად გამოხატა უკმაყოფილება პროექტში შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით.

 

 ლაშა რამიშვილი: ყოველთვის მომწონდა და გათამამებული ვიყავი მსგავს პროექტებში მონაწილეობით, მაგრამ, ასეთ „მოხვევას“ ნამდვილად არ ველოდი. საერთოდ, ადამიანის ცხოვრებაში ბევრი უსამართლობა ხდება, მაგრამ, ეს არის ის შემთხვევა, რომელიც, ცოტა არ იყოს... არ მაქვს ზუსტი ახსნა, რატომაა ასეთი დამოკიდებულება ჩემ მიმართ, მაგრამ, ალბათ, ამის მიზეზი არის ის, რომ არასდროს მიყიდია „ვაზელინი“ და არც არასდროს ვიყიდი. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, პროექტი – პროექტად, მაგრამ, მთავარია, საკუთარ თავთან, ჩემს ოჯახთან და ჩემს ხალხთან ვიყო მართალი, რაც ჩემთვის უმნიშვნელოვანესია. იმისთვის, რომ ადამიანი თავის ხალხთან და ოჯახთან მართალი იყოს, „ვაზელინი“ არ უნდა სჭირდებოდეს.

– როდესაც ამა თუ იმ მონაწილეს დაბალ ქულებს უწერენ, ამაზე რეაქცია და უკმაყოფილება მათ იმწამსვე ეტყობათ და ამას ახმოვანებენ კიდეც. მიუხედავად ძალიან დაბალი ქულებისა, შენ მაინც ყოველთვის მადლობას იხდი და მხოლოდ პოზიტივს გამოხატავ.

– ყველა პროექტის მიზანია, რომ ყველა გაერთოს, სიამოვნება მიიღოს და, რაც მთავარია, ხალხი გაართოს. ზოგიერთი მონაწილე ამბობს, რომ მოსაგებად მოვიდა და ღმერთმა გაუმარჯოს ამ საქმეში. ცხოვრებაშიც და პროექტშიც ყველაზე მთავარი ის არის, რომ პოზიტიური განწყობა შეინარჩუნო და მოწოდების სიმაღლეზე იყო მაშინაც კი, როდესაც უსამართლოდ გექცევიან, თუნდაც, დაბალ ქულებს გიწერენ. არ ვგულისხმობ მეექვსე „ლაივს“, ნამდვილად არ ვიყავი საუკეთესო ფორმაში, მაგრამ, მინიმუმ ორი „ლაივი“ მაინც ჩემი უნდა ყოფილიყო. ალბათ, ვიღაცას არ უნდოდა, რომ ლიდერთა სიაში ვყოფილიყავი.

– პროექტის ხელმძღვანელებს გულისხმობ?

– ამას ასე კონკრეტულად ვერავის დავაბრალებ, მაგრამ, ფაქტი ჯიუტია. არხზე და არხის ხელმძღვანელობაზე ნამდვილად ვერაფერს ვიტყვი, ძალიან მაგარი ხალხია და თავისი საქმის სუპერ პროფესიონალები არიან, რაც ყველაფერში ეტყობათ; პროდიუსერებიც ძალიან მაგრად მუშაობენ, გულმოდგინედ და მუხლჩაუხრელად. უბრალოდ, ვიღაცას არ უნდოდა ჩემი ორგზის ლიდერობა. მაგრამ, მიუხედავად ამ ყველაფრისა, მე ჩემს საქმეს ვაკეთებ და ბოლომდე ვიხარჯები. ის საცოდავი, ვისაც თავისი გზა პროექტშიც და მის ფარგლებს გარეთაც ასე წარმოუდგენია, თავად მოიმკის იმას, რასაც თესავს. ან, შეიძლება, მეც მოვიმკა... (იცინის) ხალხი ყველაფერს ხედავს, ხალხი ბრძენია და არც არავის თორმეტი და არც არავის ორი ქულა უკვირს. ადამიანმა უნდა შეძლოს თავისი ღირსების შენარჩუნება აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. 

– ლაშა, ვისი განსახიერება მოგეწონა ყველაზე მეტად, ვის ტყავში გრძნობდი თავს ყველაზე კომფორტულად?

– ჩემთვის ძალიან დიდი სიამოვნება იყო ბატონი თემურ წიკლაურის იმიტაცია და თვითონაც ძალიან დამეხმარა ამაში. ქართული უზარმაზარი მუსიკალური საზოგადოების მეფის, ნამდვილი არწივის განსახიერება მხვდა წილად და ამით უბედნიერესი ვარ. ძალიან ბედნიერი ვიქნებოდი, თუკი არც ერთ „ლაივს“ არ გამოვტოვებდი, მაგრამ, თეატრიდან გასტროლი გვაქვს, 18 დეკემბერს ამერიკაში უნდა ვიყოთ და, ამიტომ, ერთი „ლაივის“ გაცდენა მომიწევს. ჩემთვის, როგორც მსახიობისა და მომღერლისთვის, თეატრი უმნიშვნელოვანესია და, რაც არ უნდა მოხდეს, ქვეყანა რომ დაინგრეს, ჩემს თეატრს არასდროს ვუღალატებ, მით უმეტეს, როდესაც ჩვენს თეატრში ასეთი „სტაფია“. ზოგადად, ყველა პერსონაჟს ძალიან დიდი პასუხისმგებლობით ვასახიერებდი, უწვრილეს დეტალებამდე ვიქექებოდი თითოეულ მათგანში. წვრილმანებისგან შედგება ჩვენი  ცხოვრება და, თუკი ადამიანი ამ პატარ-პატარა დეტალებს ყურადღებას არ მიაქცევს, ის დიდი, უზარმაზარი საქმე, რასაც ხელოვნება ჰქვია, ვერასდროს იტყვის თავის სიტყვას. 

– ვის განასახიერებდი სიამოვნებით? მაგალითად, კარგი იქნებოდა, ახლა რომ პავაროტი შეგხვედროდა.

– პავაროტი რატომ, ბოჩელი ხომ იყო მსგავსი და, ყოველგვარი თავმდაბლობის გარეშე ვიტყვი, რომ ძალიან მაგარი იყო. ფაქტობრივად, იმ დღის ლიდერი უნდა ვყოფილიყავი, რომ არა ერთი ადამიანის საშუალო შეფასება, თუმცაღა, მეკუთვნოდა. ასევე შეიძლება ითქვას თემურ წიკლაურზეც – მისი იმიტაციის დროს მაღალი შეფასება მეკუთვნოდა. ჩემს ტემბრთან ახლოს არის ეს ყველაფერი. ლაიონელ რიჩისაც რომ მოვუსმინე, მიუხედავად იმისა, რომ მას ჩემს საუკეთესო „ლაივად“ არ ჩავთვლი, ჩვენი ხმები ძალიან ახლოს იყო ერთმანეთთან. არ მინდა ისე გამომივიდეს, რომ ყველაზე მაგარი ვიყავი, მარტო  მე ვიმსახურებ მაღალ ქულებს და სხვა ყველა ცუდია... არა, უბრალოდ, ეს უნდა ვთქვა. უკვე მეექვსე „ლაივია“, ჩუმად ვარ და მადლობას ვიხდი არაფრისთვის, აბსოლუტურად არაობიექტური შეფასებისთვის და ხალხმა ძალიან კარგად იცის, ვის და რატომ ვუხდი მადლობას. მაგრამ, ვიმეორებ: მთავარი მაინც ისაა, რომ „ვაზელინი“ არ დამჭირვებია. რაც შეეხება იმას, თუ ვინ მინდა, შემხვდეს, ძალიან გამიხარდება, რომ რამაზ ჩხიკვაძე შემხვდეს. თეატრში მისი პერსონაჟის ინტერპრეტაცია მომიწია „ვერის უბნის მელოდიებში“ და დიდი სიამოვნებით გავიმეორებდი ამ შოუსთვის. ვნახოთ, რას ამოაგდებს ლოტოტრონი...

– ოჯახის წევრების შეფასება მაინტერესებს, როგორ შეხვდნენ შენს გადაწყვეტილებას?

– უბედნიერესი ადამიანი ვარ, რომ შემხვდა ისეთი ოჯახი, როგორიც შემხვდა. ჩემს ყოველ ნაბიჯს, ჩემს წინსვლას, ჩემი მეუღლე და ჩემი ოჯახის წევრები მოჰყვებიან. ერთი რამ მინდა გავახმაურო: მიუხედავად იმისა, რომ ამის გამო ვინმესთვის პასუხის მოთხოვნას არ ვიკადრებ, მაგრამ უპასუხოდ ვერ დავტოვებ: ჩემი შვილი ორი-სამი „ლაივის“ შეფასების შემდეგ, ჟიური რომ ქულების გამოცხადებას იწყებს, ყურებში თითებს ირჭობს, რომ არ გაიგოს... პირველი ადამიანი ხარ, ვისთანაც ამას ვამბობ. შეიძლება, ამას ჩემი მხრიდან ცუდი რეაგირება მოჰყვეს. არ ვიცი, ამ დონეზე თუ მოვთოკე ნერვები, ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ჩემმა შვილმა ასე აღარ ინერვიულოს. არასდროს ვიკადრებ ამის გახმაურებას „ლაივზე“ – ასე ჩემი გვარი, ჯიში, ჯილაგი არასდროს იქცევა. პირდაპირ ეთერში შოუს არავითარ შემთხევავში არ გავაფუჭებ იმით, რომ წუწუნი დავიწყო – რა ქულებს მიწერთ-მეთქი, არ მოვალ – შოუს ჩაგიგდებთ-მეთქი, ვინმეს დავემუქრო. ასეთ რამეს ლაშა რამიშვილი არასდროს იკადრებს. მაგრამ, აქვე აუცილებლად მინდა გითხრა, რომ ძალიან ბევრჯერ ჟიურის ძალიან ობიექტურად შევუფასებივარ და ესეც მახსოვს. ძალიან დიდი მხარდაჭერა და გულშემატკივრობა გვაქვს ბერასგან და, მინდა, ეს აუცილებლად აღვნიშნო. ეს ის ადამიანია, რომელიც ყველას გვხვდება, გვამხნევებს და ყველანაირად გვერდში გვიდგას. ძალიან ნიჭიერი, მშრომელი კაცია და, რამდენჯერაც ერთმანეთს ვხვდებით, სულ შრომაში, ახლის ძიებასა და მოძრაობაშია ეს ადამიანი, რაც ძალიან დასაფასებელია. მადლობა მას ამისთვის, ამ ადამიანურობისთვის! 

скачать dle 11.3