კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა სიურპრიზი მოუწყო თბილისის აეროპორტში ამერიკიდან ჩამოსულ მეუღლეს გოჩა ჩერტკოევმა და რის გამო ჩამოაკითხა მას ცოლმა შორეული ამერიკიდან

ყველზე ექსტრავაგანტურმა, მკაცრმა და კომპეტენტურმა, პროექტ „ცეკვავენ ვარსკვლავების” ჟიურის წევრმა, გოჩა ჩერტკოევმა საქართველო დატოვა და ამერიკაში ცოლ-შვილთან ერთად დაბრუნდა. როგორც გაირკვა, მან უარი თქვა კონტრაქტის გაგრძელებაზე. თუმცა, ზოგი ამბობს, ის მეუღლის დაჟინებული თხოვნით წავიდა ამერიკაშიო, ზოგიც ადასტურებს, ხელმძღვანელობასთან შეუთანხმებლობის გამო არჩია გოჩამ პროექტის დატოვებაო. მოკლედ, ჩვენ ამ ფაქტის გადამოწმება, სტუდია „თელას” ხელმძღვანელთან, ბატონ თენგიზ გაჩეჩილაძესთან გადავწყვიტეთ, რომელიც გოჩას სიმამრია.

თენგიზ გაჩეჩილაძე: ჩემი ქალიშვილი – შორენა და სიძე – გოჩა, უკვე 23 წელია, ამერიკაში ცხოვრობენ. ჩემი შვილიშვილი ლევანი კი, ორი წლის იყო, საქართველო რომ დატოვა და მას მერე აქ აღარ ყოფილა. შორენას და გოჩას განსაკუთრებული, თავისებური სიყვარული აკავშირებთ. მამა ვარ და ამ თემაზე საუბარი ცოტა არ იყოს მეხამუშება, თუმცა ფაქტს ვერსად გავექცევით და ეს ერთი შეხედვითაც თვალშისაცემია. ისინი ორიგინალურ და განსხვავებულ  წყვილად მიიჩნევა ამერიკაში. ძალიან ერთგული, კეთილი და დადებითი ადამიანები არიან. სხვათა შორის, შორენას პირველი სიყვარული იყო გოჩა. ძალიან უკარება გოგო გახლდათ, სულ თან დამყვებოდა – ვხუმრობ ხოლმე, შარვლის ტოტზე მყავდა გამოკერებული-მეთქი (იცინის). გოჩა რომ მოვიდა სტუდიაში და დავინახე, შორენას ვუთხარი: ეს გემოვნებიანი ბიჭია, კარგად გრძნობს სარკეში ხაზებს, კარგი მოცეკვავე და მეწყვილე იქნება-მეთქი. მოკლედ, ბოლოს ისე აღმოჩნდა, რომ მათი დაქორწინება სახელმწიფო დონეზე მოხდა (იცინის).

– სახელმწიფო დონეზე დაოჯახებაში რას გულისხმობთ?

– შორენა 16 წლის იყო, ის და გოჩა რომ გაიპარნენ. იმ პერიოდში კი,  თუ გოგონა სრულწლოვანი არ იყო, რაიკომის დონეზე უნდა გადაწყვეტილიყო ხელის მოწერის საკითხი. რაიკომის მდივანი ჩემი მეგობარი გახლდათ, გაიტანეს შორენას და გოჩას ოჯახის შექმნის საქმე რაიკომის სხდომაზე. უფროსები დავუდექით თავდებში და ასე დავაქორწინეთ (იცინის). მოკლედ, სახელწიფო დონეზე დაოჯახდნენ და დღესაც იგივე გრძნობა აკავშირებთ ერთმანეთის მიმართ, რაც თავიდან ჰქონდათ. ერთმანეთს ავსებენ, ვერ ძლებენ ერთმანეთის გარეშე და მათ რომ ვუყურებ ამაყი ვარ.

– გოჩა შორენას გარეშე იყო ჩამოსული, თუმცა ცოლმა ჩამოაკითხა და ერთ კვირაში უკან დაბრუნდნენ ამერიკაში. ამაზე უამრავი მითქმა-მოთქმა ატყდა, თითქოს ცოლის გადაწყვეტილებით მიატოვა გოჩამ პროექტი „ცეკვავებ ვარსკვლავები”. ზოგი იმასაც ამბობს, თითქოს გოჩას ხელმძღვანელობის მიერ წაყენებული პირობები არ მოეწონა და კონტრაქტი ამის გამო გააუქმაო. რეალურად, რა იყო მისი წასვლის მიზეზი?

– შორენა ლაივში უყურებდა „ცეკვავენ ვარსკვლავების” ყველა შოუს და მერე გვირეკავდა, გოჩას რომ ვუყურებ შორიდან, ცუდად ვარ, ვეღარ ვძლებ, დროზე დამიბრუნეთ ქმარიო (იცინის). არც კი ვიცოდით, ისე დაგვადგა თავზე. დამირეკა და მითხრა, ჩემი მეგობარი მარფა ანდერსონი ჩამოდის და სასტუმრო დაუჯავშნე, აეროპორტში დაახვედრე მანქანა და მიხედეო. აბა, რას ვიზამ, მამა-მეთქი. თურმე იმ მეგობართან ერთად არ ჩამოდის? (იცინის) გოჩას რომ ვუთხარი, შორენამ ასე მითხრა-მეთქი, გაეღიმა. არც მან იცოდა, რომ ცოლი სიურპრიზს უმზადებდა, მაგრამ აქეთ გოჩამ მოუწყო სიურპრიზი აეროპორტში (იცინის). 

– რა სიურპრიზი? მან ხომ არ იცოდა, რომ ცოლი ჩამოდიოდა?

– გოჩას რამეს გამოაპარებთ? შესულა ინტერნეტში და უნახავს გაყიდული ბილეთების მფლობელთა ვინაობა. იქ ამოუკითხავს ცოლ-შვილის და იმ მეგობრის გვარები. არ შეიმჩნია შორენასთან ტელეფონით საუბრისას და აეროპორტში რომ ჩამოფრინდა, იქ დახვდა. თურმე კუთხეში იდგა და რომ დაინახა შორენა, დაუძახა: ჩამოხვედი, ამერიკელო, სამშობლოშიო (იცინის). ასე რომ, საიდუმლო და სიურპრიზი არ გამოუვიდა შორენას. მე კი, სასტუმროში რომ მივედი მეორე დღეს მარფას სანახავად, შორენა არ გამომეცხადა? (იცინის) ერთი კვირა იყვნენ აქ და მერე უკან გაფრინდნენ.

– თქვენი შვილიშვილი ლევანი უკვე 24 წლისაა და 22 წელია არ ყოფილა საქართველოში. ფაქტობრივად, მისი პირველი ჩამოსვლა იყო სამშობლოში. როგორ მოეწონა აქაურობა?

– იცით, როგორი სხვანაირი ბიჭია ლევანი? ინგლისიც კი დაიწუნა, ეს რა ჭუჭყიანი ქვეყანააო და, აქ რომ დამყავდა ქუჩებში და ვათვალიერებინებდი თბილისს, თვალებში ვუყურებდი, რა რეაქცია ექნებოდა. სხვათა შორის, მოეწონა. იმ სახლში წავიყვანეთ, ნახალოვკაში, სადაც შორენა გაიზარდა და იტალიური, მიშენებულ-მოშენებული ეზო რომ დაინახა, აქეთ-იქით იყურებოდა, აქ სად მოვხვდიო. თვალებში ეტყობოდა, რასაც ფიქრობდა (იცინის). ამერიკის ფონზე და სადაც ის ცხოვრობს, ეს როგორ მოეწონებოდა, მაგრამ ხომ უნდა სცოდნოდა, სად და რა უბანში გაიზარდა დედამისი, მერე რამდენი იშრომა, რომ იმისთვის მიეღწია, რაც დღეს აქვს. გოჩა კი იმიტომ წავიდა ცოლ-შვილთან ერთად ამერიკაში, რომ კონტრაქტი აღარ გააგრძელა. იქაც ბევრი საქმე აქვს და თან, როგორც ჩანს, ცოლიც ძალიან მოენატრა. საიდუმლოდ გეტყვით, რომ, მგონი, ახალ წელს აქ აპირებენ ისევ ჩამოსვლას და გოჩა დაესწრება საფინალო „ცეკვავენ ვარსკვლავების” შოუს. მეც მიხარია, აქ რომ მეყოლებიან ჩემები ახალ წელს. სულ მენატრებიან და ახალ წელს, მათთან ყოფნას დავიბედებ. 

– ისე, როგორ ამჩნევთ, ვინ უფრო ეჭვიანია, შორენა თუ გოჩა?

– არც ერთი! სად აქვთ ეჭვიანობის დრო (იცინის). სულ ერთად არიან, ერთი საქმე აქვთ და შორენა ხუმრობს, ჩვენი საქმე ისეა: „ზავოდ,  კრავოტო” (იცინის). მართლაც, დღე და ღამე შრომობენ. 

– შვილი და სიძე საჩუქრებით არ განებივრებენ?

– ორი მანქანა მყავს სახლში და ორივე მაგათი ნაჩუქარია. ახლა, მესამე მანქანაც უნდა გამოუგზავნონ ჩემს ბიჭს. იქ რომ ჩავდივარ, იმდენ ტანსაცმელს ყიდულობენ ჩემთვის და ჩემს ცოლსაც უგზავნიან, რომ ძლივს ჩამომაქვს. ჩაცმა-დახურვა თვითონაც უყვართ და ყოველთვის განსხვავებულად იცვამენ. აქ რომ ჩამოვიდა გოჩა და გადაირივნენ, ეს რა განსხვავებული ვინმეაო, თქვენ წარმოიდგინეთ, ამერიკაშიც განსხვავებულია და იქაც ყურადღებას იქცევს. მხოლოდ საუკეთესოს და ძვირად ღირებულს ყიდულობენ და იცვამენ. გოჩას შოპინგი ძალიან უყვარს. შარშან რომ ჩამოვიდა, ექვსი ჩემოდანი ტანსაცმელი ჩამოიტანა, წელს – შვიდი (იცინის). ასე რომ, ყურადღება, საჩუქრები, სიყვარული და სითბო, არ მაკლია მათგან. 

скачать dle 11.3