კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა დღიურებს წერს ქეთი ხატიაშვილი და რითაა ის უზომოდ ბედნიერი

ქეთი ხატიაშვილი – „ცეკვავენ ვარსკვლავების“ უპირობო ლიდერი, საოცარი გარეგნობის, პლასტიკის, არტისტიზმისა და, რაც მთავარია, ხასიათის მქონე, ცისფერთვალება, რომანტიკული გოგონა ნამდვილად იმსახურებს ამ შოუში გამარჯვებასა და „ყველაზე ვარსკვლავის“ ტიტულის მოპოვებას. მას უკვე შეუქმნია წარმატებული სპორტული კარიერა და მყარი, მოსიყვარულე ოჯახი. ქეთის მეუღლე, ლევანი, ამ წამოწყებაში მის გვერდით დგას და ცოლის ყველაზე დიდი გულშემატკივარია. სიურპრიზების მოყვარული წყვილისთვის შოუ ახალ გამოწვევად იქცა. 

 

ქეთი ხატიაშვილი: დედა უკრაინელი მყავს და 6 წლამდე უკრაინაში ვცხოვრობდი, ოდესასთან ახლოს, ერთ პატარა ქალაქში და ბევრს ვმოგზაურობდით კიდეც. 6 წლის ასაკში ჩამოვედი თბილისში და აქ დავრჩით. ერთი წლით უფროსი და მყავს – ლიკა. სხვათა შორის, გუშინ გავიგე, რომ ორსულად არის და ძალიან გამიხარდა. ორივე საკმაოდ პუტკუნები ვიყავით და დედამ გადაწყვიტა, რომ ჯერ ჩემი და და მერე მე ტანვარჯიშზე შევეყვანეთ. მოხდა ისე, რომ ამ სპორტმა ძალიან სერიოზულად გამიტაცა და თითქმის თექვსმეტი წლის განმავლობაში ვიყავი მხატვრული ტანმოვარჯიშე. 21 წლის ასაკში სპორტს თავი დავანებე რიგი მიზეზების გამო, მათ შორის იყო ტრავმები, პირადი ცხოვრება... ბოლო წლებში ტანვარჯიშს ძალიან დიდი ყურადღება მიექცა. წელიწადში, ალბათ, სულ სამი თვე ვიყავი საქართველოში, დანარჩენი სულ ტურნირებზე, ჩემპიონატებზე დავდიოდით.

– რომელთა გამაჯვებულიც ხარ, როგორც ვიცი.

– დიახ, საკმაოდ ბევრი საერთაშორისო ტურნირი მოვიგე, განსაკუთრებით ბოლო წლებში ისეთ ტურნირებზე დავდიოდი და ისეთი შედეგები მქონდა, ნამდვილად მეამაყება. საფრანგეთში ძალიან დიდ ტურნირზე მეორე ადგილი ავიღეთ – მოვუგეთ ისეთ ქვეყანას, როგორიცაა აზერბაიჯანი. აზერბაიჯანში ძალიან მაღალ დონეზეა მხატვრული ტანვარჯიში, მათი პრეზიდენტი მეჰრიბან ალიევაა და ძალიან სერიოზული პატრონაჟი ჰყავთ ამით. მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები ათეულში შევიდა, რაც ჩვენთვის ძალიან დიდი მიღწევა იყო. 

– ოლიმპიადაზე ნამყოფი ხარ?

– სამწუხაროდ, არა, მაგრამ, ისეთი თაობა გვეზრდება, რომ აუცილებლად მიაღწევენ ძალიან დიდ შედეგებს. 

– სპორტში ისევ ხარ?

– არა, ვერ შევძელი სპორტში დარჩენა, წვრთნა. 2 წლის შვილი მყავს და მთელი ჩემი დრო მას სჭირდება, სპორტს კი ორი და სამი საათი არ ჰყოფნის. თუ გინდა, რომ შენმა ტანმოვარჯიშემ კარგი შედეგები აჩვენოს, დილიდან საღამომდე უნდა ავარჯიშო. მაგრამ, არ არის გამორიცხული, რომ დავბრუნდე. 

– სპორტისთვის თავის დანებების მიზეზი მხოლოდ ტრავმები იყო თუ სიყვარულიც?

– ბევრი მიზეზი და, მათ შორის – სიყვარული. მაგრამ, გათხოვების გამო სპორტისთვის თავი ნამდვილად არ დამინებებია. ქმარი ძალიან მიწყობდა და მიწყობს ხელს ყველაფერში. 

– სად და როგორ გაიცანით ერთმანეთი?

– ჩემი მეუღლე ყოფილი ჩოგბურთელია, საკმაოდ მაღალი რანგის, მოსკოვში თამაშობდა. ნათამაშები აქვს კრემლის თასი და კიდევ ძალიან ბევრი პრესტიჟული ტურნირი. მასაც საკმაოდ დიდი მიღწევები ჰქონდა სპორტში, მაგრამ შემდეგ მხარში მყესი გაუწყდა და ამის გამო ჩოგბურთისთვის თავის დანებება მოუწია. თბილისში ტარდებოდა ასეთი კონკურსი – „მის სპორტი“, სადაც გამოვდიოდი და გავხდი „პირველი ვიცე-მის სპორტი“. ლევანი კონკურსის საყურებლად იყო მოსული და ერთმანეთი უკვე კონკურსის შემდგომ წვეულებაზე გავიცანით. მაშინ ერთმანეთისთვის დიდი ყურადღება არ მიგვიქცევია. დაახლოებით ორი-სამი კვირის შემდეგ, სოციალურ ქსელში დავმეგობრდით და ასე ნელ-ნელა ავაწყვეთ ურთიერთობა, თავიდან – მეგობრული. ბათუმში შეკრებაზე ვიყავი ჩასული და იქ ჩამომაკითხა; ამის მერე უკვე მსოფლიო ჩემპიონატზე წავედი იაპონიაში ორი კვირით. ძალიან გამიკვირდა, რომ ტოკიოში სასტუმროს ნომერში დარეკა ტელეფონმა და ლევანი აღმოჩნდა. გავგიჟდი. ნამდვილად არ არის ადვილი, გაიგო ტოკიოში რომელ სასტუმროში არიან ტანმოვარჯიშეები და კონკრეტულად ქეთი ხატიაშვილი იპოვო. იაპონიის შემდეგ ორი თვით შეკრებაზე ბაქოში წავედი და იქაც ჩამომაკითხა. თუმცა, ბაქოში ჩამოსვლა არც ისე კომფორტულად შეძლო: ლევანი თავისი მანქანით მოდიოდა. აზერბაიჯანის საზღვარზე აღმოჩნდა, რომ დაბურული მინებით ქვეყნის ტერიტორიაზე გადაადგილება არ შეიძლება. მესაზღვრეებს უთქვამთ, ან ავტომობილი უნდა დატოვო, ან დაბურვა უნდა მოხსნაო, არადა, ის ქარხნულად იყო დაბურული. ლევანმა, შუა ზამთარში,  ყველა ფანჯარა საერთოდ ამოიღო და ასე ჩამოვიდა ბაქომდე. 

– დაუფასდა.

– ნამდვილად. სხვათა შორის, ხელიც ბაქოში მთხოვა. საშინლად დაღლილი ვიყავი ვარჯიშის შემდეგ და, მითხრა, სადმე გავისეირნოთო. ძალიან მიყვარს ბაქო და, კარგი, წავიდეთ-მეთქი. ისე კარგად მახსოვს, სპორტულები მეცვა და თეთრი ქუდი მეხურა (იცინის). ბაქოს ულამაზეს მოედანზე მითხრა, ცოლად გამომყევიო. არადა, მე ძალიან ვიყავი სპორტისთვის განწყობილი, გადავხედე, თუ რამდენი ვარჯიში და ტურნირი მქონდა წინ და ვუთხარი: კი, აუცილებლად, მაგრამ, ორი წელი უნდა დამელოდო-მეთქი. სახე აელეწა. მოკლედ, ჩვენს ცხოვრებაში და ურთიერთობაში სულ არის კურიოზები.

– ვიცი, რომ დედობა ყველაფერია ქალისთვის; მთავარი, რისთვისაც ვარსებობთ, სწორედ შვილია, მაგრამ, მაინც მინდა გკითხო: არის თუ არა შენთვის ოჯახი სერიოზული ხელის შემშლელი ფაქტორი სპორტში?

– მეც ასე დავიწყებ: ანასტასია არის საუკეთესო, რაც კი ცხოვრებაში გამიკეთებია. როდესაც ის დაიბადა, ზუსტად ერთ დღეში გავაცნობიერე, რომ მან ჩემი ცხოვრებაც და მეც თავიდან ბოლომდე შეგვცვალა. ძალიან ბედნიერი ვარ. საერთოდ, ყველა დედა ბედნიერია, მაგრამ, მე ჩემი თავი მაინც ყველაზე ბედნიერი დედა მგონია. საოცრად საყვარელი შვილი მყავს, რომელმაც, მიუხედავად იმისა, რომ ორწლინახევრისაა, იცის, რომ დღეს წითელი კაბა უნდა მეცვას და ტელევიზორში დამელოდება. ყველა ჩემი ცეკვის სახელი იცის – „ჩა ჩა ჩა“ და რაღაცეებს ამბობს, ცოტა „ხანჯლურის“ წარმოთქმა უჭირს (იცინის). ვთამაშობთ ხოლმე როგორ ადის „თიბისი ოთახში“ და ჩემგან ინტერვიუს იღებს. მოკლედ, კარგად იცის, რომ დედა „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ ცეკვავს. რა თქმა უნდა, არის ხელის შემშლელი ფაქტორები – მასთან ბევრი დროის გატარება მინდა, ბაღიდან გამოყვანას ვერ ვასწრებ... მაგრამ, მადლობა ჩვენს დიდ ოჯახს, რომ გვერდში მიდგანან და სულ არის ვიღაც, ვინც მომეხმარება და მას სათანადოდ მიხედავს.

– ვიცი, მეუღლე გგულშემატკივრობს – თითქმის ყოველ შოუზე კადრშია.

– ასეა. მან იცოდა, რომ ეს ჩემი ოცნების პროექტი იყოს. წინა ორ სეზონზეც, როდესაც არაცნობილ ადამიანს მოხვედრის შანსი არ ჰქონდა, ვამბობდი, ღმერთო, ნეტავ მე ვცეკვავდე აქ-მეთქი. მესამე სეზონში ასეთი შესაძლებლობა როგორც კი გამოჩნდა, მითხრა, თუ გინდა, სცადე და, თუ რამეში დაგჭირდება ჩემი დახმარება, ხელს შეგიწყობო.

– დახმარება, აღმოჩნდა, რომ მხოლოდ ესემესებშია საჭირო, ხომ?

– (იცინის) კი, მაგრამ, ესემესებში ყველას დახმარებაა საჭირო. ანასტასია არის ჩემი ვალერიანის წვეთები, ჩემი ყველაზე დიდი ანტიდეპრესანტი. სახლში რომ მივდივარ, ყველაფერი მავიწყდება – რა გამომივიდა, რა მეწყინა, როგორ ჩაიარა რეპეტიციამ თუ ეთერმა. მინდა ვთქვა, რომ ამ პროექტში ყველაფერი გაცილებით უფრო ლამაზი და გლამურულია, იმაზე მეტად, ვიდრე ეს ეთერში ჩანს. უზომოდ დიდ სიამოვნებას ვიღებ ყველა ეტაპით, რაც შიდა სამზარეულოში ხდება, იქნება ეს კოსტიუმის, მუსიკის არჩევა, ცეკვაზე მუშაობა, მოზომვები. იმდენად საინტერესო, ლამაზი და მრავალფეროვანია ეს პროცესი, რასაც, სამწუხაროდ, მაყურებელი ვერ ხედავს, რომ, შეუძლებელია, რამეზე იწუწუნო, დაიღალო... ვცდილობ, მაქსიმალურად ბევრი ფოტო და ინფორმაცია შევინახო და შევაგროვო ამ ყველაფერზე, რომ ჩემს შვილებსა და შვილიშვილებს ვაჩვენო და ვუამბო.

– მე, შენს ადგილას, დღიურებს გავაკეთებდი..

– მაქვს დღიური და ყოველდღიურად ვაკეთებ ჩანაწერებს. ასეთი რამ ადამიანის ცხოვრებაში შეიძლება ერთხელ ან საერთოდ არ მოხდეს, ამიტომ, რადგან ხდება, ამით უნდა ვისიამოვნო. 

скачать dle 11.3