კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვინ ექცეოდა ქართველ მსოფლიოს ჩემპიონს სამბოში უსამართლოდ და რატომ გულშემატკივრობდა რუსი მაყურებელი ქართველ სპორტსმენს

 სამბო, ძიუდო და, ზოგადად, ჭიდაობის ესა თუ ის სახეობა ქართული ხასიათის გამოვლინებაა, ვაჟკაცური სპორტია, სადაც ქართველები ყოველთვის აღწევდნენ წარმატებებს. განსაკუთრებით ბევრი ჩემპიონია სამბოში, რომელსაც საქართველოში, სამწუხაროდ, არცთუ დიდი ყურადღება ექცევა და სპორტსმენებიც ხშირად სამბოდან ძიუდოში „გადაბარგდებიან“ ხოლმე ძიუდოს ოლიმპიურობის გამო. მაგრამ, არიან ფანატიკოსები – ადამიანები, ვინც ყოველდღიურად შრომობენ იმისთვის, რომ საქართველოს რაც შეიძლება მეტი სახელოვანი სპორტსმენი ჰყავდეს. წელს, პეტერბურგში გამართული მსოფლიო ჩემპიონატიდან (სამბოში) ბევრი მედლით დავბრუნდით. 

 

 ჯონდო მუზაშვილი (ნაკრების მთავარი მწვრთნელი): მსოფლიო ჩემპიონატი სამბოში, როგორც ჭიდაობის სხვა სახეობებში, ყოველ წელს ტარდება. ამჯერად, იქიდან გამომდინარე, რომ სამბოს დაარსების 75 წლის იუბილე იყო და სამბოს სამშობლო რუსეთია, მსოფლიო ჩემპიონატი სანკტ-პეტერბურგში ჩატარდა. რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი, როგორც სპორტის ეროვნულ სახეობას ისე პატრონობს სამბოსა და ძიუდოს და, შესაბამისად, არავის გაჰკვირვებია, რომ საიუბილეო დღეს ჩემპიონატი რუსეთში ჩატარდა.

– ხელოვნური პრობლემები ხომ არ შექმნილა ვიზებთან დაკავშირებით, თუნდაც იმის გამო, რომ ძლიერი ქართველი სპორტსმენები ჩემპიონატზე არ მოხვედრილიყვნენ?

– არა, მსგავსი არაფერი ყოფილა. სამბოსთან დაკავშირებით სხვა დროსაც მსგავსი არასდროს არაფერი მომხდარა. პირიქით, 2008 წელს, ომის შემდეგ, ნოემბერში, (21-25 ნოემბერს იყო ჩემპიონატი), გვეხვეწებოდნენ, ჩამოდითო, მაგრამ, ჩვენ არ წავედით. საქართველოს ნაკრები ცხრა სპორტსმენით ჩავიდა პეტერბურგში, მოტივირებული და განწყობილი იმისთვის, რომ ბევრი მედალი წამოეღო. სამი შეკრება გავიარეთ, კარგად მომზადებულები ვიყავით. ორი შეკრების ფული გვქონდა, არადა, სამი არის აუცილებელი მინიმუმი, რის გარეშეც ჩემპიონატზე მოუმზადებლები ჩავიდოდით. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ოლიმპიურ კომიტეტს, რომელმაც მესამე, ძალიან მნიშვნელოვანი შეკრება დაგვიფინანსა, პირველი ორი კი – სპორტის სამინისტრომ. 

– იქ რა სიტუაცია დაგხვდათ, ვინ იყო თქვენი რეალური კონკურენტი?

– ტრადიციულად, ჩვენი ძირითადი კონკურენტები რუსები არიან, თუმცა, ძლიერი სპორტსმენები ჰყავთ ბელორუსებს, აზიელებს, მონღოლებს. ეს თემები უფრო კარგად ავთომ და სხვა მწვრთნელებმა იციან, მე ათი წელი საბერძნეთში ვცხოვრობდი, იქაურ „მამლუქებს“ ვწვრთნიდი. სამწუხაროდ, მათ იმ დროს მოუწიათ წასვლა, როცა საქართველოში სპორტისთვის არავის ეცალა და, ისინი, უბრალოდ, დაიკარგებოდნენ. 

– ლევან, მომიყევი შენი ჩემპიონობის შესახებ; ვიცი, ბევრი რამ გადაგხდა.

ლევან ნახუცრიშვილი (მსოფლიოს ჩემპიონი): საბრძოლო განწყობით ვიყავით თავიდანვე. წავედით იმისთვის, რომ, რაც შეიძლება მეტი ოქრო ჩამოგვეტანა. ხუთი ორთაბრძოლა მქონდა, აქედან, გამორჩეული და გადამწყვეტი იყო ერთი ბრძოლა რუს სპორსტემენთან, რასაც დიდი გაუგებრობები მოჰყვა. მსაჯები ჩემ მიმართ არაობიექტურად იყვნენ განწყობილნი, მაგრამ, გულშემატკივრების დახმარებით, შევძელით, რომ მათ არაობიექტურობას მოვრეოდით.

ჯონდო მუზაშვილი: ეს ინციდენტი ცალკე უნდა აღინიშნოს. პუტინი ჩემპიონატის გახსნას ესწრებოდა და შემდეგ უკვე – დაჯილდოებას. ის დღე იყო, როდესაც ლევანმა იასპარეზა. პუტინის პატივისცემის ნიშნად, როგორც ჩანს, უნდოდათ გამარჯვება რუს სპორტსმენს მოეპოვებინა. ლევანი და რუსი ერთმანეთს ფინალში გადასასვლელ ეტაპზე შეხვდნენ. წარმოიდგინეთ, როგორ არ უნდოდათ, რომ პუტინი საქართელოს ჰიმნზე ფეხზე წამომდგარიყო და მედალი ქართველი სპორტსმენისთვის ჩამოეკიდათ. 

ავთო ცინცაძე (ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელი): ეს არ არის ჩვენი სუბიექტური აზრი და ამას იმიტომ არ ვყვებით, რომ ქართველები ვართ, იქ თვითონ რუსმა გულშემატკივრებმაც ისეთი ამბავი ატეხეს, რომ მათი ძალისხმევით შეცვალეს მსაჯებმა თავიანთი გადაწყვეტილება. 

ლევანი: შეხვედრის დასრულებამდე ხუთი წამი იყო დარჩენილი, როდესაც მსაჯებმა ბრძოლა გააჩერეს და მოითხოვეს ერთი წუთის წინ გაკეთებული ილეთის გაპროტესტება და ვიდეოში მისი გადახვევა. გადახვევები, ზოგადად, ხდება, მაგრამ, მაშინვე. 

ჯონდო: ყველანი იქ ვისხედით ამ ილეთის გაკეთების დროს, თვითონ რუსების მწვრთნელსაც არ გამოუხატავს არანაირი პრეტენზია, არც ერთ მსაჯს არაფერი დაუფიქსირებია. უბრალოდ, ხუთი წამით ადრე, როცა მიხვდნენ, რომ ლევანი უკვე გამარჯვებული იყო, გადაწყვიტეს, ქულა რუსისთვის მიეცათ. 

ლევანი: ხუთ წამში ხელის მოკიდებასაც ვეღარ მოვასწრებდი. ქულის მისთვის მიცემა ნიშნავდა, რომ ბრძოლა წაგებული იყო.

ავთო: საშინელი ამბავი ატყდა დარბაზში, მაყურელი აყაყანდა, მსაჯებს წყლით სავსე ბოთლების სროლა დაუწყეს. 

ლევანი: ბოლოს, სადავო ილეთი დიდ ეკრანზე გაუშვეს, ისე, რომ მაყურებელსაც ენახა. შეხვედრა თითქმის ათი წუთით გაჩერდა. დიდი აურზაური იყო. ყველა დარწმუნდა, რომ არაობიექტურობას ჰქონდა ადგილი.

– ესე იგი, მთავარ მსაჯს გადაწყვეტილება შეაცვლევინეს. 

ჯონდო: დიახ. ამდენი წელია, სპორტში ვარ და ასეთი რამე მართლა არ მინახავს – ასეთი აშკარა მიკერძოება და მაყურებლის ასეთი აქტიურობა. სასწაული ამბავი ატყდა და პროტესტმა შედეგი გამოიღო. 

ავთო: ქართველი ემიგრანტებისა და რუსი გულშემატკივრის დამსახურება იყო, რომ ლევანს ის ბრძოლა ძალით არ წააგებინეს. 

– ლევანმა, ალბათ, ძალიან ინერვიულა.

ჯონდო: რა თქმა უნდა, ეს ძალიან მძიმეა სპორტსმენისთვის. აღსანიშნავია, რომ ლევანმა შეძლო ის, რომ ასეთი ინციდენტის მერე მაინც ღირსეულად გამოვიდა ფინალში და მოიგო ჩემპიონატი. ფსიქოლოგიურად რთულია განეწყო ფინალური ორთაბრძოლისთვის, როცა მსაჯები შენ მიმართ ასე არიან განწყობილნი. ძალიან მაგარი ბიჭია, ნამდვილი ჩემპიონი და, დაამტკიცა, რომ მსოფლიოს ჩემპიონობას იმსახურებდა. 

– ჩემპიონის ტიტული მხოლოდ შეჯიბრების მოგება არ არის, ეს ცხოვრების წესია. 

– ჩვენი სახეობა ვაჟკაცური სპორტია, მაგრამ, საბრძოლო ხელოვნების გარდა, კიდევ ბევრი რამ გჭირდება: უნდა გქონდეს ნებისყოფა, დისციპლინა, მომზადება, ფსიქოლოგიური გამძლეობა. 

– დაჯილდოების მომენტში, ალბათ, ძალიან ამაყი იყავი.

ლევანი: ეს ყველაზე ამაღელვებელი მომენტია. ძალიან სასიამოვნოა, როდესაც კვარცხლბეკზე ყველაზე მაღლა დგახარ და შენი ქვეყნის ჰიმნს უკრავენ, თან – რუსეთში. 

– მედალი პუტინმა დაგკიდა?

– არ შემოვიდა. „დააგვიანა“ და ჩემი დაჯილდოების შემდეგ შემოვიდა.

ჯონდო: არ ვიცი, არა მგონია, ეს დამთხვევა იყოს. რაღა მაინცდამაინც ლევანის დაჯილდოების შემდეგ გამოჩნდა? უბრალოდ, არ შემოვიდა. 

– კახა, შენ ბრინჯაოს მედალი მოიპოვე, ხომ?

კახა მამულაშვილი (ბრინჯაოს მედლის მფლობელი): დიახ, ასეა, მაგრამ, არ ვარ კმაყოფილი, აშკარად მეტის გაკეთება შეიძლება და ეს უბრალო სიტყვები არ არის, რადგან, მოწინააღმდეგესთან, ვისთანაც დავმარცხდი, ზუსტად ექვსჯერ მაქვს მოგებული და ბოლოს – სულ რაღაც ერთი თვის წინ. საწყენია. ალბათ, უფრო განწყობის ბრალი იყო ეს წაგება. შემდეგ მე „გამიყოლა“, ის ფინალში გავიდა და მე ყველა ჩემი დანარჩენი ბრძოლა მოვიგე. 

ჯონდო: აღსანიშნავია, რომ წაგების შემდეგ ძალიან რთულია ბრძოლა, მაგრამ, კახამ ძალიან დაძაბულ ბრძოლებში ღირსეული გამარჯვებები მოიპოვა. იმ სპორტსმენზეც უნ-და ითქვას, ბელორუსიიდან არის, ევროპის ჩემპიონია და ახლა მსოფლიოს ჩემპიონიც გახდა. ძალიან ძლიერია, უბრალოდ, კახა ყოველთვის ახერხებდა მის დამარცხებას.

– ვიცი, რომ სხვა წონით კატეგორიაშიც მოვიპოვეთ ოქროს მედალი.

– დიახ, თელაველი ვახტანგ ჩიტრაშვილი ძალიან სტაბილური და კარგი სპორტსმენია, რომელსაც ყველაფერი აქვს იმისთვის, რომ ჩემპიონი იყოს. ყველა ბრძოლაზე ძალიან დამაჯერებლად, მოგებისთვის გადიოდა და, დაამტკიცა, რომ საუკეთესოა. ბუნებით, ხასიათითაა მსოფლიოს ჩემპიონი. თავმდაბალია, როგორც ყველა სპორტსმენი, მოკლედ, ყველანაირად კარგი ბიჭია.

– ალბათ, ბიჭები პრემიებს მიიღებენ.

– რა თქმა უნდა. მომავალი წლიდან „ქართუ ბანკის“ მიერ დახმარებებიც დაენიშნება ყველა ქართველ ჩემპიონს. დიდი მადლობა მას ქართული სპორტის გვერდში დგომისთვის. ისიც მინდა აღვნიშნო, რომ, საქართველოს, სამბოს თუ არ ჩავთვლით, ბოლო რამდენიმე წელია, მსოფლიოს ჩემპიონი არ ჰყოლია, ოქროს მედალი არ მოუპოვებია. სამბოშიც იშვიათობაა ოქრო და, მით უმეტეს – სხვა სახეობებში. ორი მსოფლიოს ჩემპიონი ერთ ჩემპიონატზე, თან, ასეთი პატარა ქვეყნიდან – ძალიან დიდი იშვიათობაა. 

ავთო: ამ ჩემპიონატზე სამოცდათხუთმეტი ქვეყანა მონაწილეობდა, სულ ცხრა წონით კატეგორიაში და, ორი ოქრო ქართველებმა მოიპოვეს – ეს, მგონი, პატარა შედეგი არ არის. ჩვენს გამარჯვებაში ძალიან დიდი წვლილი შეიტანეს ექიმებმა: ოლიმპიური ნაკრების ექიმმა ზურაბ კახაბრიშვილმა და ჩვენი გუნდის პირადმა ექიმმა – გიორგი ქავთარაძემ. ორ სპორტსმენს მუხლის სერიოზული ტრავმები ჰქონდა და, არ ვიცი, რა გაუკეთეს ისეთი, რომ მუხლი საერთოდ არ გახსენებიათ. 

ჯონდო: ლაშა გურული მინდა აღვნიშნო კიდევ, ჩვენი სპორტსმენი, რომელმაც 100 კილოგრამ წონით კატეგორიაში მეორე ადგილი მოიპოვა და, ასევე, ნოდარ მეტრეველი, რომელმაც მძიმე წონაში მოიპოვა მესამე ადგილი.

– მძიმე წონა რამდენია?

– ას კილოგრამზე მეტი. 

скачать dle 11.3