კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა თანხას ინახავს დავით საგანელიძე ექვს ანაბარზე და რამდენი ჰქონდათ ნაღდ ფულად მისი ოჯახის წევრებს ბოლო დეკლარაციის შევსების დროს

მართალია, პოლიტიკიდან წასვლას აპირებს, მაგრამ ჯერაც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი დავით საგანელიძე, რომელიც უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიით მოხვდა, 1959 წელსა დაბადებული. დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი და თბილისის საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტი. შესაბამისად, სპეციალობებით არის: ექიმი – სამკურნალო საქმე; ეკონომისტი – წარმოების მენეჯერი; იურისტი – სამართალმცოდნე. 1983-1985 წლებში  კლინიკური ორდინატურა გაიარა როგორც საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ონკოლოგიის სამეცნიერო ცენტრში, ისე მოსკოვის ონკოლოგიურ ცენტრში. 1986 – 1987 წლებში სანკტ-პეტერბურგის სამხედრო-სამედიცინო აკადემიაში სწავლობდა, რომლის დამთავრების შემდეგაც, 1999 წლამდე საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ონკოლოგიის სამეცნიერო ცენტრის აბდომინალური ქირურგიის განყოფილებაში მუშაობდა. ამის პარალელურად, 1994-1999  წლებში იყო კორპორაცია GHF-ის პრეზიდენტი, ს/ს „საქართველოს ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, ასევე, ს/ს „თი-ბი-სი ბანკის“ დირექტორთა საბჭოს წევრი. 1997 წელს ლონდონისა და ბრაიტონის ბიზნესის სკოლაში გაიფართოვა ცოდნა,  1995-1998 წლებში თბილისის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის ეკონომიკური ფაკულტეტის სტუდენტი იყო; 1998-2001 – თბილისის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი; 1999 – 2000 წლებში კი –  ათენის ბიზნესსკოლის სტუდენტი. იმავდროულად, 1999 წელს საქართველოს პარლამენტის წევრი გახდა. იგივე გაიმეორა 2004 წელსაც. 2005 – 2007 წლებში PABSEC -ის ეკონომიკურ-ეკოლოგიურ, სავაჭრო და სატრანსპორტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილეც გახლდათ. 2008 წელს კვლავ გაიმარჯვა საპარლამენტო არჩევნებში, თუმცა ხელისუფლებისადმი პროტესტის ნიშნად დატოვა საპარლამენტო მანდატი. 2010 წელს თბილისის საკრებულოს წევრად აირჩიეს, ხოლო 2012 წლის პირველი ოქტომბრიდან საქართველოს აწ უკვე მერვე მოწვევის პარლამენტის წევრია. დავით საგანელიძის მიერ პირველად შევსებული დეკლარაცია 1999 წლით თარიღდება. ის მან პარლამანტის წევრის რანგში შეავსო და ოჯახის წევრებად მიუთითა მშობლები: ბატონი ნოდარ საგანელიძე და ქალბატონი ლილი ბოჭორიშვილი. იმხანად ბ-ნი საგანელიძის უძრავ ქონებად ირიცხებოდა ორი საცხოვრებელი ბინა თბილისში (40 000 და 80 000 ლარად ღირებული) და 80 000 ლარად ღირებული აგარაკი არმაზში. მისი მშობლების საკუთრება იყო: საცხოვრებელი სახლი ქვათახევში (20 000 ლარი), 2 ბინა თბილისში (200 000 და 100 000 ლარად ღირებული) და აგარაკი არმაზში (60 000 ლარი). დავით საგანელიძეს ჰყავდა ორი მსუბუქი ავტომანქანა (50 000 და 15 000 ლარად ღირებული) და ერთი მიკროავტობუსი (20 000 ლარი). დავით საგანელიძე ფლობდა 10 აშშ დოლარის ღირებულების სახელობით 5 300 ცალ აქციას, ასევე, 1 ლარის ღირებულების სახელობით 1 000 აქციას და 10 აშშ დოლარად ღირებულ 8 000 აქციას (წარმომადგენელზე). მისი მშობლები კი ფლობდნენ 10-10 აშშ დოლარის ღირებულების 3 000 და 2 200 აქციას. დეკლარაციის შევსების დროს დავით საგანელიძეს ნაღდი ფულის სახით 14 500 ლარი ჰქონდა, მის მშობლებს – 16 500 ლარი.

ნოდარ საგანელიძე იმხანად თბილისის საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტის პრორექტორი გახლდათ, ხოლო ქ-ნი ლილი – „ჯეჯილის“ მასწავლებელი. ოჯახის წევრთა შემოსავლები დეკლარაციაში მითითებული არ არის.

ბოლო დეკლარაცია ბ-ნმა საგანელიძემ 2012 წელს შეავსო და ოჯახის წევრებად მიუთითა: 1989 წელს დაბადებული მეუღლე, სოფიო ფარცხალაძე, დედა და ორი შვილი: ნოდარი და ელენე. დავით საგანელიძის საკუთრებაა: 2 ბინა ჭავჭავაძის გამზირზე (200 და 300 კვ. მ.), ბინა ბათუმში (60 კვ. მ.), ბინა თურქეთში (ალანია – 60 კვ. მ.), აგარაკი არმაზში (300 კვ. მ.), მიწის ნაკვეთი სახლით ონში; მიწის ნაკვეთი არმაზში (1 500 კვ. მ.). სოფიო ფარცხალაძის საკუთრებაა 25-პროცენტიანი წილი მიწის ნაკვეთისა თბილისში (4 142 კვ. მ.), ამავე ნაკვეთის 25 პროცენტი ეკუთვნის დავით საგანელიძის დედას, ასევე, მისი საკუთრებაა ბინა ატენის ქუჩაზე (180 კვ. მ.)  დავით საგანელიძეს ჰყავს ორი ავტომანქანა: 2003 წლის „ლინკოლნ-ნავიგატორი“ და 1986 წლის „ნისანი“. დავით საგანელიძეს ბანკში ექვსი ანაბარი აქვს გახსნილი, რომლებზეც, შესაბამისად, ინახავს: 1 000, 4 500, 4 500, 1 200, 3 800 და 4 800 ლარს.

დეკლარაციის შევსების დროს ნაღდი ფულის სახით, ჰქონდათ: დავით საგანელიძეს – 23 000 ლარი და 20 000 დოლარი; სოფიო ფარცხალაძეს – 6 000 ლარი და 50 000 დოლარი, ლილი ბოჭორიშვილს – 6 000 ლარი და 50 000 დოლარი. დავით საგანელიძე 1996 წლიდან შპს „ოფის სუითის“ (ამ საქმიანობამ გასულ წელს 26 000 ლარი მოუტანა) და შპს „პულსის“ პარტნიორია. როგორც თბილისის საკრებულოს წევრმა 2011 წელს 28 000 ლარი აიღო.

2012 წლის 29 თებერვალს დავით საგანელიძემ „თი ბი სი ბანკიდან “ აიღო სამი კრედიტი: საერთო ჯამში 150 300 აშშ დოლარისა და 460 200 ლარის ოდენობის. ზეპირი ხელშეკრულებით კი – 570 000 აშშ დოლარის ოდენობით. ყველა მათგანი 2021 წელს უნდა დაფაროს.

скачать dle 11.3