კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

შერჩევითი ჩარევა

თვითმმართველობის კოდექსის პროექტს ისეთი ვნებათაღელვა მოჰყვა, რომ, სულ დაწვრილებით გაუხსენეს „რესპუბლიკელებს“, სად და რას ამბობდნენ საქართველოს სეპარატისტული რეგიონების შესახებ (ასე მაგალითად: „ჩემთვის მთავარია, აფხაზეთი იყოს დემოკრატიული და არ აქვს მნიშვნელობა, ვის შემადგენლობაში იქნება ის“; „მე ჩემს წარმოსახვაში უკვე მიკიდია რუკა, რომელზეც აფხაზეთი არ არის საქართველოს შემადგენლობაში“).

ამ ჩვენი საზოგადოებრივი მეხსიერების მიძინებული შენაკადების გაცოცხლებაში ლომის წილი „რესპუბლიკური პარტიიდან“ შუალედური არჩევნებით საკანონმდებლო ორგანოში მოხვედრილ თამარ კორძაიას მიუძღვის, თუმცა, რაღა ლომის – გამოაფხიზლა და ეგ არის. – 

მას შემდეგ, რაც პატრიარქმა თავისი უარყოფითი პოზიცია გამოხატა თვითმმართველობის კოდექსის არსებული პროექტის მიმართ – ის უნდა შეიცვალოს, თორემ, საქართველოს დაშლისო, – კანონმდებელმა ქ-ნმა კორძაიამ ენამოსწრებულად შენიშნა, რომ პატრიარქს ერთი საპარლამენტო მანდატი ეკუთვნისო.

ხალხის ამ კონკრეტულმა რჩეულმა, რომელიც ნაძალადევის რაიონში იყრიდა კენჭს და რომლის გადეპუტატებაში, ისევე, როგორც მისი კოლეგების აბსოლუტური უმრავლესობისა, მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის ფაქტორი იყო გადამწყვეტი (დაახლოებით, ასეთი პრინციპით: ვირჩევთ ივანიშვილს,  შემოვხაზავთ კორძაიას), თავისი ფრთიანი ფრაზით მიანიშნა, რომ საპატრიარქო ზომაზე მეტად ერევა ამ ჩვენი ჭკუით და რუხი ნივთიერებით დაყურსული კანონმდებლების კანონშემოქმედებით შრომა-ღვწაში.

მეორე მხრივ, შესაძლოა, ერევა კიდეც, მაგრამ, გაუგებარია, რატომ აწუხებს ჩარევის ფაქტი სახელდობრ ქ-ნ კორძაიას, როდესაც, მაგალითად, ბიძინა ივანიშვილი რომ არ ჩარეულიყო არჩევნებში, პარლამენტის შენობაში მხოლოდ ექსკურსიაზე თუ მოხვდებოდა?! – 

скачать dle 11.3