კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„ავადა ვარ, ავადა…“

ანუ, „გომბიოს ბუმბულში აწვენდნენო“

რაკი უკვე პარაფირებულები ვართ, იმედიც გვაქვს, რომ, ადრე თუ გვიან, ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლასაც გამოვკრავთ ხელს და სხვა ევროპულ სიამეებსაც (პირადად მე 5 000-ევროიანი პენსიის მოლოდინით ვსულდგმულობ),  ჩვენებურ სეპარატისტებსაც ვაუწყეთ, რომ მათაც შეეძლებათ, ჩვენთან ერთად დაეწაფონ ევროპულ სიტკბოებას, მაგრამ, შესაძლოა, რაკი „ვირმა რა იცის, ხურმა რა ხილია“, კეთილ სურვილებზე წიხლი გვიკრეს.

სახელდობრ, აწ უკვე გაექსპერტებულმა ჩვენებურმა სეპარატისტმა ინალ ფლიევმა განმარტა, რომ, ვინც ამას ამბობს, არ იცნობს „იუჟნაიაოსეტიურ“ რეალიებს. კერძოდ, იმას, რომ (მოვიხმობ ციტატას): „იუჟნაია ოსეტიას“ აქვს კონტაქტი იმ ქვეყნებთან, რომლებთანაც უნდა და თავისუფლად ვმოძრაობთ იქ, სადაც გვინდა (გაფიცებ „იუჟნაია ოსეტიას“ დამოუკიდებლობას!)“.

ზედაც, სახელდახელო ლოგიკური ამოცანაც შემოგვთავაზა: „ერთი მხრივ, თუ შევადარებთ  საქართველოს რამდენ მოქალაქეს უნდა რუსეთში წასვლა, მეორე მხრივ კი, რამდენ „იუჟნაიაოსეტიელს“ – დასავლეთ ევროპაში, ვნახავთ, რომ პირველთა რაოდენობა მეტია (ბ-ნ ფლიევს, აშკარაა, ციფრებში გარღვევა აქვს – სადღაა „იუჟნაია ოსეტიაში“ მოსახლეობა?!).“ ხოლო, რაკი სეპარატისტებს უვიზოდ შეუძლიათ მიმოსვლა რფ-სთან, „იუჟნაია ოსეტიაში“ შესვლასაც გვთავაზობს, რუსეთში რომ უვიზოდ იაროთო („აგრე ვიცის ჯაყომა“!).

მართალია, იქვე დასძენს, „შუტკააო“, მაგრამ, თუ მის აზრთა მდინარებას მივყვებით და დავამატებთ, რომ „იუჟნაია ოსეტიას“ ბიუჯეტის 92 პროცენტი დოტაციურია, დარჩენილი 8 პროცენტი კი რფ-ს ბაზებსა და „სახსტრუქტურებში“ დასაქმებულთა მიერ გადახდილი საშემოსავლო გადასახადებით ივსება, ეს ის შემთხვევაა: „გომბიოს ბუმბულში აწვენდნენ, ის კი, „ფუჩეჩ-ფუჩეჩს“ გაიძახოდაო“. – 

скачать dle 11.3