კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

იზოლაციის ხიბლი

ანუ, დაგვიანებული არითმეტიკა

კარგა ხანია, ვიცით, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრისა და „ნაცმოძრაობის“ გენმდვივნის სასამართლო პროცესები ქუთაისში იმართება, რაც მთელი ამ ხნის განმავლობაში ბრალდებულის აღშფოთებას იწვევდა და იწვევს, მოტივით – ვიღლებიო.

თუმცა, სულ ახლახან (შესაძლოა, იმიტომ რომ განმარტოება ადამიანს უხდება – აბა, მაშინ რატომ ჩაჯდებოდა დიოგენე საკუთარი ნებით კასრში?!) ბ-ნმა მერაბიშვილმა სრულიად სხვა ჭრილში დაგვანახვა პრობლემის არსი (პათოსით: ჯანდაბას, ჩემი დაღლილობაო).

კერძოდ, თეთრ-თეთრ დაითვალა ხარჯი, რასაც ხელსიუფლება სასამართლო პროცესის თბილისში ჩატარებით დაზოგავდა. მოვიხმობ ციტატას: „საკმაოდ დაფასებული ესკორტით მოვდივარ და, საბადრაგო მანქანის გარდა, 4 „პიკაპი“ მომყვება. მხოლოდ ჩემი ჩამოსვლა 5 000 ლარი უჯდება სახელმწიფოს და ამაში არ შედის პროკურორების მივლინებისა და მოწმეების ტრანსპორტირების ხარჯები.“

შესაბამისად, იქვე გაანგარიშებაც შემოგვთავაზა: „5 000 ლარი ეს არის 60-70 პენსიონრის პენსია და 100-ზე მეტი სოციალურად დაუცველ პირზე დახმარების ხარჯები.“ შესაბამისად, დაასკვნა: რომ ამ ფულით ბევრი კეთილი საქმის გაკეთება შეიძლებოდა. – 

ლოგიკა, უდავოდ, დამაჯერებელია და ბიუჯეტისთვისაც მეტად ამაგდარი, თუმცა, თუ გავიხსენებთ, რომ ამაზე მეტს ხარჯავს ბიუჯეტი პარლამენტართა ქუთაისში მოძრაობაზე და იმ პარლამენტის თბილისში დაბრუნებას, მათ შორის, ბ-ნი მერაბიშვილიც ეწინააღმდეგება, ზედაც, იმ პარლამენტის აშენებისთვის მიფშვნილ  რამდენიმე ასეულ მილიონ ლარს დავუმატებთ (შადრევნებში, ბრჭყვიალა ხიდებსა და სხვა ამგვარობებში გადაყრილ ფულზე აღარ შევჩერდები, მასაჟისტების ჩათვლით), ამოცანა გვეკითხება (ბ-ნ მერაბიშვილს დავესესხები): ამ ფულით რამდენი კეთილი საქმის გაკეთება შეიძლებოდა?! – 

скачать dle 11.3