კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მკვდარს აკიდებული

შენ რომ ჩემთვის თავის დაცვა არ გისწავლებია?!

 

რაკი წლებია, ისე დავიბედეთ, რომ ISAF-ის მისიაში თავი უნდა გამოვიჩინოთ არა მხოლოდ ავღანეთში მივლენილი სამხედროების რაოდენობით, არამედ – ყველაზე ცხელ წერტილში სამსახურითაც, სავსებით ბუნებრივია, იქიდან არც „ნატოს“ ჯარების გასვლის შემდეგ მოვდივართ.

არ მოვდივართ, რადგან, ავღანელებს სამხედრო საქმე უნდა შევასწავლოთ (ეს ჩვენი კეთილი გული დაგვღუპავს საბოლოოდ). –  მაგრამ, როგორც გასულ კვირას შევიტყვეთ, მხოლოდ ამით არ ამოიწურება მარაქაში გარევის ჩვენებური მცდელობა: თავდაცვის მინისტრის ინფორმაციით, საქართველო ISAF-ის მისიის ფონდში ერთ-ნახევარ  მილიონს გადარიცხავს (ეს რომ ბ-ნ მერაბიშვილს სცოდნოდა, ამ თანხასაც მიათვლიდა იმ კეთილ საქმეებს, რომლებზეც მიგვანიშნა).

ისიც ვიცით, რომ ეს მილიონ-ნახევარი ავღანელი ჯარისკაცების მომზადებას მოხმარდება. ხოლო, რაკი ეს ფინანსური ვალდებულება საქართველოს 2 წლის წინათ აუღია, მთლად მოქმედ მინისტრსაც ვერ მოვთხოვთ მასზე პასუხს და, მეორე მხრივ, ისიც ფაქტია, რომ ბიუჯეტიანი და თავმოყვარე ქვეყანა მილიონ-ნახევარს მაინცდამაინც არ უნდა მისტიროდეს (მაგრამ, რომ მიმეტირება?!).

იმის გათვალისწინებითაც, რომ მადლი ქენი, ქვაზე დადეო, ინიციატივა არცთუ დასაგმობია, ოღონდ, თუ გავიხსენებთ, რომ ავღანეთში, ანუ ISAF-ის ოპერაციებში ჩვენი სამხედროები გამოცდილებას კოალიციის სამხედრო მიზნების შესრულებაში იღებენ (რაც ნაკლებად გამოადგებათ ჩვენი ნაციონალური ინეტერსების მისაღწევად), ჩვენ რომ გვჭირდება, იმ სამხედრო გამოცდილებას, ნეტავ, ავღანეთში დემოკრატიის დამყარების შემდეგაც არ მიგვაღებინებენ?!

 

скачать dle 11.3