კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ფლორის სამყაროში

კითხვა: რა სინათლესა და ტემპერატურაზე ვამყოფო იუსტიცია?

პასუხი: კარგი ყვავილობისთვის მცენარე კაშკაშა სინათლეზე უნდა დადგათ, ოღონდ, აუცილებლად მოარიდეთ მწველ მზეს. სასურველია,  ბინაში დასავლეთის ფანჯარაზე ამყოფოთ. მისთვის ნორმალურია ოთახის ტემპერატურა, 18-24 გრადუსი, ხოლო ზამთარში მინიმუმ 15 გრადუსი მაინც უნდა იყოს, რომ მცენარემ კარგად გამოიზამთროს.

კითხვა: რა სიხშირით მოვრწყა მონსტერა და როგორ მოვუარო მის ფოთლებს?

პასუხი: ზაფხულში, ზრდის პერიოდში, რეგულარულად მორწყეთ, ხოლო ზამთარში – იშვიათად. გაითვალისწინეთ, რომ, რაც უფრო მაღალია ტემპერატურა, ამ მცენარეს მით მეტი ტენი სჭირდება. სხვა შემთხვევაში, შესაძლებელია, მის ფოთლებს კიდეები გაუყავისფრდეს. ფოთლები რეგულარულად გაუწმინდეთ ხოლმე სველი ნაჭრით, თბილ ამინდში კი ხშირად დანამეთ, რათა ტენიანობამ მოიმატოს.

კითხვა: როგორ მოვუაროთ ფიტონიას და რა პირობებში ხარობს უკეთ ეს მცენარე?

პასუხი: ფიტონიას მოსწონს კაშკაშა, გაბნეული შუქი, ოღონდ, არა მწველი მზე. ეცადეთ, მთელი წლის განმავლობაში 18 გრადუსი ტემპერატურა შეუნარჩუნოთ და არც ტენიანობა მოაკლოთ. ფიტონიას ზედმეტად ნუ მორწყავთ, განსაკუთრებით – ზამთარში, თორემ, შეიძლება, ღეროები დაულპეს. ზაფხულობით მიწა ტენიანი უნდა ჰქონდეს, მაგრამ, არა სველი. მისთვის აუცილებელია სითბო და მაღალი ტენიანობა. ზაფხულის თვეებში, აქტიური ზრდის პერიოდში, ფიტონია გაზავებული ბალანსირებული სასუქით მორწყეთ. უმჯობესია, თუ მას სააბაზანოში დადგამთ. საურველია მცენარის ქილაში ან აკვარიუმში ჩადგმა. 

კითხვა: ბინაში მაქვს კტენანტა. რამდენიმე ხანია, ფოთლები ჩამოყარა და, არ ვიცი, რით ვუშველო. იქნებ, ამიხსნათ როგორ მოვუარო, რომ მსგავსი რამ აღარ დაემართოს?

პასუხი: ეს ლამაზი მცენარე ჭირვეული ნამვილად არ არის. თქვენ, ალბათ, ძალიან გამოაშრეთ მისი ნიადაგი და, შესაბამისად, ამ მიზეზით გაუხმა ფოთლები. მას ზაფხულში გაბნეული შუქი სჭირდება, ზამთარში კი – სინათლე. კარგია ცოტა ხნით მისი მზეზე გატანა. კტენანტა თავს კარგად გრძნობს 18-24 გრადუსზე, ზამთრობით კი 10-12 გრადუსსაც უძლებს. ზაფხულში უხვად მორწყეთ, რათა მიწა მუდამ ტენიანი ჰქონდეს, ხოლო ზამთარში მორწყვიდან მორწყვამდე მიწას შეშრობა აცადეთ. რაც უფრო დაბალია ტემპერატურა, კტენანტას მით ნაკლები წყალი სჭირდება. ზრდის პერიოდში ნიადაგი ორ კვირაში ერთხელ გაანოყიერეთ სასუქით. მას სჭირდება მაღალი ტენიანობა, ამიტომ, ხშირად დანამეთ ან სველკენჭებიან ლანგარზე დადგით, სიცხეში ფოთლები რომ არ დაეწვას. ზამთარში დამატებით კვებას არ ითხოვს. კარგია, თუ მცენარეს მოათავსებთ ნათელ სასტუმრო ოთახში. 

კითხვა: რა პირობებში ხარობს ამარილისი და რთულია თუ არა მისი გაზრდა?

პასუხი: ამარილისს, ანუ, ჰიპეასტრუმს, ფოთლები უსახური და ერთფეროვანი აქვს, ყვავილები კი, პირიქით – კაშკაშა ფერის და თვალშისაცემი. ჰიპეასტრუმის გასახარებლად, საჭიროა, იცოდეთ, სად დადგათ და როგორი მოვლის პირობები შეუქმნათ. მას სჭირდება კაშკაშა სინათლე, ცოტა ხნით მზეზე ყოფნასაც აიტანს. თუ სინათლე მოაკლდება, არ აყვავდება. ამარილისი ყვავის ოთახის ტემპერატურაზე. თუ აყვავებულ მცენარეს სიგრილეში გაიტანთ,  ყვავილობა მეტხანს გაგრძელდება. მშრალი ბოლქვები ქოთანში გამოაზამთრეთ. როდესაც ფესვების განვითარება დაიწყება, მცენარის მორწყვას შეუდექით. ზრდის პერიოდში მიწა მუდამ ტენიანი უნდა იყოს. ზაფხულის მიწურულს მორწყვა შეწყვიტეთ, ბოლქვი გააშრეთ და ფოთლები გაახმეთ, შემოდგომაზე კი მორწყვა განაახლეთ, რომ მცენარემ ზრდა დაიწყოს. ამარილისის მეორედ აყვავება არც ისე იოლია. აყვავების შემდეგ, როცა ფოთლები გამოჩნდება, რეგულარულად მორწყეთ და კაშკაშა სინათლეზე დადგით. ზაფხულის მიწურულს მცირე ხნით დაასვენეთ. აქტიური ზრდის პერიოდში მიწა გამოუცვალეთ და იმავე ქოთანში დატოვეთ. 

 

 

скачать dle 11.3