კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ არ ჰყოფნის ლევან ციქურიშვილს დღე-ღამეში 24 საათი და როგორ აღმოჩნდნენ მის ფილმში მსოფლიო დონის ვარსკვლავები

რეჟისორი ლევან ციქურიშვილი საქართველოდან 13 წლის წინ წავიდა და მას შემდეგ შვედეთში დაიდო ბინა. ლევანმა არაერთ საინტერესო პროექტში მიიღო მონაწილეობა და დღეს ის პოპულარული რეჟისორია. მისი საქმიანობა მხოლოდ რეჟისორობით არ შემოიფარგლება. მართალია, ნიჭიერი ქართველი ოთხ პროფესიას ფლობს, მაგრამ, როგორც თავად ამბობს, ურჩევნია ერთი საქმე აკეთოს ხარისხიანად, რომელშიც ბოლომდე დაიხარჯება.  

 

– მსოფლიოში ერთ-ერთ ცნობილ დიჯეიზე – ავიჩიზე გადაიღე ფილმი. ჩვენი მკითხველისთვის ეს ფაქტი საკმაოდ საინტერესო იქნება. მოგვიყევი ამის შესახებ.

– ავიჩი 24 წლის ბიჭია, რომელიც ნიჭიერი და წარმატებული არტისტია. მან ძალიან გაითქვა სახელი მსოფლიოში და მისი სიმღერები ყველგან პირველ-მეორე ადგილებზეა. ფილმი, რომელიც ავიჩიზე გადავიღე, ძალიან დაფასებულია ამერიკასა და ევროპაში, რადგან, იქ პირველად არის მოთხრობილი ავიჩის ბიოგრაფიისა და შემოქმედების შესახებ, როგორ გახდა ასეთი ცნობილი და ასე შემდეგ – ავიჩიმ ერთი მილიონი ევრო საქველმოქმედო პროექტს გადასცა. იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტი ფული შეგვეგროვებინა აფრიკელებისთვის, სატელევიზიო შოუ გავაკეთეთ, რომელიც პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა, მსურველები კი გვირეკავდნენ და თანხას გვირიცხავდნენ. საბოლოო ჯამში, შედეგად, მილიონ-ნახევარი ევრო მივიღეთ, ანუ, 14 მილიონი კრონი. ზამბიაშიც ვიყავი ჩასული, სადაც ფული ჩაირიცხა და მისმა მცხოვრებლებმა ეს თანხა დახმარების სახით მიიღეს – ეს ყველაფერი გადაღებულია. ფილმის ეს ნაწილი ჩემს მეგობართან, ანდერს ბოსტრომთან ერთად გავაკეთე. თითქმის ერთი წელია, ამ პროექტზე ვმუშაობთ, რომელმაც უკვე არაერთ ქვეყანაში დაიმსახურა ყურადღება და დიდი გამოხმაურებაც მოჰყვა. კარგია, როცა შრომა გიფასდება და შენს ნაშრომს მთელი მსოფლიო დადებითად აფასებს. 

– მადონა როგორ აღმოჩნდა შენს ფილმში?

– მოგეხსენებათ, მადონა რამხელა პოპულარობით სარგებლობს, თითქოს ღმერთივით ჰყავთ მსმენელებს. ის „ულტრა მიუზიკ ფესტივალზე” გადავიღე, რომელიც  მსოფლიოში ერთ-ერთი ძალიან ცნობილი ფესტივალია. მონაწილეობას ავიჩიც იღებდა. მადონა „ულტრა მიუზიკ ფესტივალზე” მოვიდა და ავიჩის პრეზენტაცია გაუკეთა, სანამ სცენაზე ავიდოდა. სიმღერა რომ დაიწყო, მადონა სცენაზე ავიდა და ავიჩის უკან იდგა და ცეკვავდა. მომღერლებს ხომ უნდათ მადონას გვერდით დგომა, მაგრამ, ამ ვიდეოს რომ ვუყურებ, ვხვდები, რომ ამ შემთხვევაში, პირიქითაა – მადონას თვითონ უნდოდა ავიჩის გვერდით ყოფნა. ეს ყველაფერი კი ავიჩის მენეჯერის – აშ პორნორის დამსახურებაა, რომელმაც აღმოაჩინა ეს ნიჭიერი ადამიანი. ავიჩის რაც შეეხება, ის მართლა ვარსკვლავია და, მიუხედავად თავისი პოპულარობისა, ძალიან თავმდაბალი ადამიანია. საერთოდ არ შეცვლილა და, უნდა, რომ იყოს ის, როგორიც რეალურად არის. ამიტომაც უყვარს ყველას როგორც ადამიანი და როგორც არტისტი. 

– უკვე მეორე წელია, საკმაოდ ცნობილი საცეკვაო ფესტივალის მთავარი რეჟისორი ხარ.

– ეს ფესტივალი ჩემმა მეგობარმა ანდერსმა ჩამოაყალიბა, რომელიც, ამავე დროს, ჩემი კოლეგაა. ამ ფესტივალმა შვედეთს ელექტრონული მუსიკა გააცნო. ძალიან ბევრი არტისტი იყო ჩამოსული მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, რომლებსაც ჩვენები (შვედები, – ავტორი) არ იცნობდნენ. ავიჩიც იყო მათ შორის, ასევე, დევიდ გუეტა, ტიესტო, „შვედიშ ჰაუსე მაფია“ და კიდევ დაახლოებით 40 დიჯეი. დღეს უკვე, პოპის მაგივრად, რადიოში თითქმის სულ ელექტრონული მუსიკა უკრავს, თითქოს ხალხური მუსიკასავით გახდა. 

– ამ ფესტივალის არა მხოლოდ რეჟისორი ხარ, არამედ, როგორც დიჯეის, თავადაც გაქვს მონაწილეობა მიღებული. 

– პირველ წელს დავუკარი. ოთხი პროფესია მაქვს და, ამიტომ, მირჩევნია ერთ რაღაცაზე მქონდეს კონცენტრაცია და ის გავაკეთო კარგად, ვიდრე, ყველაფერი ერთდროულად ვაკეთო. სიმართლე გითხრა, ოთხივე საქმეს კარგად ვაკეთებდი, მაგრამ, დრო რომ გადის და ბევრი საქმე გროვდება, ტვინი ვეღარ ასწრებს ყველაფრის ერთად კეთებას. თან, 40 წლის რომ გავხდები, არ მინდა, დიჯეი ვიყო, მირჩევნია, რეჟისორის სკამზე ვიჯდე დაღლილი.  

– რამდენი წელია, რაც საქართველოდან წახვედი და ამ დროის განმავლობაში თუ გიმუშავია დათო ხუჯაძის გარდა რომელიმე ქართველ მომღერალთან?

– 13 წლის წინ წამოვედი საქართველოდან. დათოს გარდა სხვა ქართველთან არ მიმუშავია. დათო და მისი მენეჯერი, გელა გოგოხია, ჩემი ძალიან ახლობლები არიან და ამიტომაც გადავიღე მისი რამდენიმე ვიდეო.

– ალბათ, 13 წლის წინ ძალიან უცხო იყო შენთვის შვედეთი. 

– მართალია, შვედეთი ჩემთვის უცხო ქვეყანა იყო, მაგრამ, როგორც კი ჩამოვედი, ჩემი ქართული აგრესია სწავლაში გადავიტანე და, ამ წლების განმავლობაში ძალიან ბევრი რამ შეიცვალა ჩემს ცხოვრებაში.

– დღეში საშუალოდ რამდენ საათს მუშაობ?

– დღე და ღამე ვმუშაობ, ამისთვის კი 24 საათი ნამდვილად არ მყოფნის. ვერც ვგრძნობ, ისე გადის დრო, რადგან, იმ საქმეს ვაკეთებ, რომელიც ძალიან მიყვარს. ჩემი ცხოვრება ჩემი სამუშაოა. 

– ამ ეტაპზე რაზე მუშაობ?

– სამ ფილმზე ერთდროულად ვმუშაობ. პროექტები თავზესაყრელად მაქვს, მთავარია, ყველაფერი ხარისხიანად გავაკეთო.

ინტერვიუს მზადების პროცესში, ლევანის მეგობარს, ანდერს ბოსტრომს, რომელთან ერთადაც ფილმზე მუშაობს, რამდენიმე კითხვით მივმართეთ:

– როგორ და სად შეხვდით ლევანს? 

– ლევანს პირველად მეგობრის მეშვეობით, სასტუმროს რესტორანში შევხვდი.

– რამდენი ხანია, ერთად მუშაობთ და არის თუ არა ის ლოიალური კოლეგა?

– ჩვენ ერთად კარგად ვმუშაობთ. ვფიქრობ, ის ყველაზე ლოალური მეგობარი და კოლეგაა, ვინც კი მყოლია. მასთან ნამდვილად მარტივია მუშაობა, რადგან ლევანს აქვს უამრავი იდეა იმისთვის, რომ საქმე კარგად გააკეთოს. მან უკეთ იცის ის საქმე, რომელსაც მე ვაკეთებ. ასე რომ, მისგან ბევრს ვსწავლობ.  

– თქვენი ფილმის წარმატებით თუ ხართ კმაყოფილი?

– მხოლოდ მცირედ გასაოცარია, რომ, გააკეთო ეს მსოფლიოს უდიდეს ვარსკვლავთან ერთად და, ნახო, რომ საბოლოო შედეგი აბსოლუტურია.

– საქმიანი ურთიერთობის მიღმა, ალბათ, მეგობრები ერთად გართობასაც ახერხებთ. 

– ლევანი მოვიდა თავისი სათვალით და მოდელივით ჩაცმული. თქვენ უნდა განიცადოთ კლუბში ღამით გასვლა შვებულებაში ლევანთან ერთად. ეს არის ის, რასაც სიტყვებით ვერ ახსნი, მსოფლიოში ყველამ უნდა გამოსცადოს ამგვარი გართობა. მხოლოდ ამის თქმა შემიძლია, მეტს ვერ გამოგიტყდებით.

 

скачать dle 11.3