კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

კოსმეტოლოგის რჩევები

კითხვა: როგორ დავიბანო სახე, თუკი ცხიმიანი კანი მაქვს?

პასუხი: ცხიმიანი კანის დაბანისას, შეგიძლიათ, შემოიფარგლოთ კოსმეტიკური საპნითა და გრილი წყლით, რის შემდეგაც აუცილებელია, შეიშხაპუნოთ სახეზე ცივი წყალი, რომელშიც წინასწარ რამდენიმე წვეთ ლიმონის წვენს შეურევთ. ძალიან ეფექტურია, ასევე, შემდეგი მეთოდი: ხელებში აიქაფეთ კოსმეტიკური საპონი, ქაფს დაუმატეთ ცოტა შაქარი ან მარილი და ისე დაიბანეთ სახე. აგრეთვე, შეგიძლიათ, სახე გაიწმინდოთ გახეხილი ვაშლით, გახეხილი უმი კარტოფილით ან ნუშის ზეთით.

კითხვა: განსაკუთრებით რა პროცედურებია აუცილებელი სახის კანის მოსავლელად ასაკოვანი ქალისთვის?

პასუხი: პირველ ყოვლისა, უნდა მოარიდოთ სახე მწველი მზის სხივების, ქარის, ყინვისა და ტემპერატურის მკვეთრი ცვალებადობის მავნე ზეგავლენას; რაც შეეხება უშუალოდ მოვლას, ასაკოვანი კანი განსაკუთრებით საჭიროებს დატენიანებასა და კვებას, ამიტომ, ძირითადი მოვლის პარალელურად, აუცილებელია, კვირაში ერთხელ ან ორჯერ მიაშველოთ ვიტამინები, ასევე, დამატენიანებელი და მკვებავი ნიღბები. ამ მიზნით გამოიყენეთ სამკურნალო მცენარეების (როზმარინის, სალბის, პიტნის, მელისის, გვირილის, უკვდავას, ოხრახუშის, ცაცხვის ყვავილის და ასე შემდეგ) ნაყენის კომპრესები.

კითხვა: თუ შეიძლება, მასწავლეთ ნიღბის შინაური რეცეპტი მოდუნებული (მოშვებული) კანისთვის.

პასუხი: ერთმანეთში აურიეთ თითო ჩაის კოვზი თაფლი, პურის ფქვილი და რძე. წაისვით სახეზე, ყელსა და დეკოლტეზე თხელ ფენად და გაიჩერეთ 30 წუთი. ჩამოიბანეთ გვირილის ნახარშში დასველებული ბამბის ტამპონით და წაისვით თქვენი მკვებავი კრემი.

კითხვა: ვიცი, რომ რამდენიმე ტიპის კანი არსებობს. თუ შეიძლება, დამიხასიათეთ, როგორია ნორმალური კანი?

პასუხი: ნორმალური ტიპის კანი გაცილებით იშვიათია, ვიდრე ყველა დანარჩენი. ის არ საჭიროებს განსაკუთრებულ მოვლას. გამოიყურება ცოცხლად, ფეროვნად; არის მკვრივი და სრიალა; მასზე არ შეინიშნება მსხვილი ფორები; არ პრიალებს და არ იქერცლება. მაგრამ, ასაკის მატებასთან ერთად, ნორმალური ტიპის კანი თანდათან შრება და, შესაბამისად, საჭირო ხდება მისი „გამამხნევებელი“ მოვლა იმავე მეთოდებით, როგორიც მშრალ კანს სჭირდება.

 

скачать dle 11.3