კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ექიმის რჩევები

კითხვა: საჭიროა თუ არა ყურების ხშირი გაწმენდა?

პასუხი: ამბობენ, ყურების ხშირი და საფუძვლიანი წმენდა სასარგებლოაო, მაგრამ ეს არ არის მართალი. ჯანმრთელი ყურები ჩვენს დაუხმარებლადაც მშვენივრად იწმინდება. სასმენი მილების თვითგაწმენდის პროცესი ხორციელდება გარეთა სასმენი მილის წინა კედელთან მდებარე საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის მოძრაობით, მაგალითად, ღეჭვის, ლაპარაკის ან ხველის დროს. ყურის ნიჟარა უნდა გაიწმინდოს შიგნითა მხრიდან, მაგრამ სასმენ მილში შეძრომა სულაც არაა საჭირო.

კითხვა: ამ ბოლო დროს ყურებში შუილმა შემაწუხა და თითქოს უარესად მესმის კიდეც. რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი?

პასუხი: ყურების შუილს და ზარის ხმას იწვევს ყურის ანთება, გოგირდოვანი საცობები,  უცხო სხეული სასმენ მილში, სასმენი ნერვის დაზიანება, ასაკობრივი ცვლილებები. მაგრამ ხმაური ყურებში – არა მარტო ყელ-ყურ-ცხვირის ორგანოების დაავადებათა სიმპტომია, არამედ ბევრი სხვა რამეც იწვევს, მაგალითად, თავის ტრავმა, თავის ტვინის სისხლძარღვების ათეროსკლეროზი, კისრის მალების ოსტეოქონდროზი, თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის დარღვევა და სხვა.

კითხვა: რამდენიმე წელია, ჩემს მეუღლეს ცხვირი უწითლდება, ამას წინათ კი გაულურჯდა კიდეც. ძალიან შემეშინდა. დერმატოლოგმა დაუსვა დიაგნოზი - როზაცეა. რა დაავადებაა, რა იწვევს მას?

პასუხი: როზაცეა ანუ ვარდისფერი ფერიმჭამელები - კანის ერთ-ერთი გავრცელებული დაავადებაა. უპირატესად ემართებათ 30-დან 50 წლამდე ასაკის (უფრო ხშირად ქერა, ცისფერთვალება) ქალებს და ახასიათებს სახის კანის, განსაკუთრებით ცხვირისა და ლოყების, გაწითლება. ამ დროს კანზე ჩნდება მოვარდისფრო-მოწითალო ლაქები და კვანძები. გამომწვევი მიზეზები და განვითარების მექანიზმი ჯერჯერობით გაურკვეველია. რისკ-ფაქტორებს განეკუთვნება: კოფეინიანი და ალკოჰოლური სასმელები, სტრესები, ხშირი ულტრაიისფერი დასხივება, ჩასახვის საწინააღმდეგო ჰორმონული საშუალებები.

კითხვა: ენდოკრინოლოგმა დამინიშნა L-თიროქსინი 50 მკგ. ხომ არ მოვიმატებ წონაში? შეიძლება თუ არა მასთან ერთად იოდომარინის მიღება?

პასუხი: L-თიროქსინი არ იწვევს წონის მატებას, რადგან ინიშნება ჰიპოთირეოზის სამკურნალოდ, რომელსაც თავის მხრივ ახასიათებს წონის მატება. შესაბამისად, პრეპარატის კორექტული დოზით დანიშვნა აწესრიგებს ჰორმონებსაც და წონასაც. L-თიროქსინთან ერთად, იოდომარინის მიღება არ არის საჭირო.

კითხვა: ვარ 60 წლის, მაქვს მე-2 ტიპის დიაბეტი, პრეპარატებით კომპენსირებული (შაქარი მაქვს ნორმაში). მხედველობა მაინც მიუარესდება. რა არის მიზეზი? 

პასუხი: მიმართეთ ოკულისტს, იქნებ მხედველობის გაუარესება დამოუკიდებელ თვალის დაავადებას უკავშირდება.

 

 

скачать dle 11.3