კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მსოფლიო ჩემპიონატის გარეშე დარჩენილი ვარსკვლავები

2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი დასრულდა და ცნობილია ის 32  ეროვნული ნაკრები, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ ბრაზილიაში დაგეგმილ მუნდიალზე. სამწუხაროდ, ბრაზილიაში მსოფლიო ჩემპიონატი არაერთი მსოფლიო დონის ვარსკვლავის გარეშე ჩაივლის, რადგან, მათმა ნაკრებმა გუნდმა ვერ მოახერხა შესარჩევი ეტაპის გადალახვა.

ზლატან იბრაჰიმოვიჩი (შვედეთი)

ზედიზედ მეორე მუნდიალი ჩაივლის ზლატანის გარეშე. თანამდეროვე ფეხბურთის უკაშკაშესმა ვარსკვლავმა ორ მსოფლიო ჩემპიონატში ითამაშა (2002 და 2006 წლებში), მაგრამ, მისი ვარსკვლავური კარიერის საუკეთესო წლებმა მუნდიალის გარეშე ჩაიარა. ზლატანი შვედეთის ნაკრების ლიდერია, თუმცა, მისი მონდომება არ აღმოჩნდა საკმარისი, რომ პორტუგალიის ნაკრების ბარიერი დაძლეულიყო. „პსჟ“-ს ვარსკვლავმა უკვე განაცხადა, რომ ეს მის მუნდიალზე მოხვედრის ბოლო შანსი იყო.

გარეთ ბეილი (უელსი)

გარეთ ბეილი, მსოფლიოს უძვირესი ფეხბურთელი და ერთ-ერთი საუკეთესო გარემარბი, შესაძლოა, რაიან გიგზის ბედის გამგრძელებლი გახდეს. გიგზმა, უელსის ნაკრების უნიათობის გამო, ვერც ერთხელ ვერ ითამაშა მსოფლიო ან ევროპის ჩემპიონატებზე. უელსის ნაკრები არ განეკუთვნება ძლიერთა რიგებს, თუმცა, ახალი თაობის გათვალისწინებით, რომლის წარმომადგენელი, გარეთ ბეილთან ერთად, არსენალელი აარონ რემზი უნდა ჩავთვალოთ, მომავალში დაარღვევენ არასასიამოვნო ტრადიციას.

არდა თურანი (თურქეთი)

თურქული ფეხბურთი აღმავლობის გზაზეა, თუმცა, 2002 წლის შემდეგ გუნდი ვერ ახერხებს მუნდიალზე მოხვედრას და, შესაბამისად, თურქი ვარსკვლავები მოკლებულნი არიან მსოფლიო ჩემპიონატებს. ბოლო პერიოდის თურქი ვარსკვლავებიდან აღნიშვნის ღირსია მადრიდის „ატლეტიკოს” შემტევი არდა თურანი, რომელიც ნამდვილად დააკლდება ბრაზილიის სტადიონებს.

მარეკ ჰამშიკი (სლოვაკეთი)

2010 წლის მუნდიალზე მარეკ ჰამშიკმა სლოვაკეთის ნაკრებთან ერთად სენსაცია „გამოაცხო“ და იტალია ქვეჯგუფში ჩატოვა, ამჯერად კი სლოვაკეთის ნაკრები დარჩა წაგებული – გუნდმა ვერ მოახერხა შესარჩევი ეტაპის გადალახვა და მარეკ ჰამშიკი  მსოფლიოს მთავარი საფეხბურთო ფორუმის გარეშე დარჩა.

რობერტ ლევანდოვსკი (პოლონეთი)

ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელი, „დორტმუნდის” ლიდერი და სუპერკლუბების სამიზნეზე მყოფი ვარსკვლავი, რობერტ ლევანდოვსკი, 2014 წლის ზაფხულში მუნდიალის გარეშე დარჩება. პოლონეთის ნაკრებმა ვერ მოახერხა შესარჩევი ეტაპის გადალახვა, მიუხედავად იმისა, რომ მის რიგებში არაერთი მსოფლიო დონის ფეხბურთელია. ლევანდოვსკისთან ერთად, ფეხბურთის ქომაგებისთვის ბრაზილიაში არწასულთა სიაში იაკუბ ბლაშიკოვსკიც შეიძლება შევიყვანოთ.

ჰენრიხ მხითარიანი (სომხეთი)

ბოლო დროს სომხეთის ნაკრებს სულ ცოტა აკლდება, რომ მოხვდეს „პლეი-ოფში“. მხითარიანი არა მარტო სომხეთის, არამედ, ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო ნახევარმცევლად ითვლება, რომელშიც „დორტმუნდმა” 25 მილიონი დოლარი გადაუხადა დონეცკის „შახტარს”. მხითარიანთან ერთად, ბრაზილიაში ასევე საინტერესო იქნებოდა მოსკოვის „სპარტაკის” ლიდერის, იური მოვსისიანის ნახვაც.

პეტრ ჩეხი (ჩეხეთი)

ჩეხეთის ნაკრებისა და ლონდონის „ჩელსის” კარის ქარიზმატული დარაჯისთვის, სავარაუდოდ, ეს ბოლო შანსი იყო, რომ ეთამაშა მსოფლიო ჩემპიონატზე. ჩეხმა მხოლოდ ერთ მსოფლიო ჩემპიონატში მიიღო მონაწილეობა, 2006 წელს და მაშინ თავი ვერაფრით დაამახსოვრა მაყურებელს. სამწუხაროა, რომ თანამედროვეობის ერთ-ერთი საუკეთესო გოლკიპერის კარიერა ბრაზილიის მუნდიალის გარეშე დასრულდება.

სტეფან იოვეტიჩი (ჩერნოგორია)

ჩერნოგორიის ნაკრების ლიდერი სტეფან იოვეტიჩი ნელ-ნელა ყალიბდება მსოფლიო დონის ნახევარმცველად და მისი ტრანსფერი „მანჩესტერ სიტიში” უკვე შეფასდა წინ გადადგმულ ნაბიჯად. ერთადერთი, რაც იოვეტიჩს აკლია, არის წარმატებული სანაკრებო კარიერა. სამწუხაროდ, მცდელობების მიუხედავად, ჩერნოგორია ჯერაც ვერ ახერხებს მსოფლიო ან ევროპის ჩემპიონატების შესარჩევი ეტაპების გადალახვას.

скачать dle 11.3