კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მონანული ცოდვილის აღსასრული

1907 წელს ნოვგოროდის გუბერნიის ერთ-ერთ პატარა სოფელში ადგილობრივმა მღვდელმა ასეთი რამ გაიხსენა:

– იმ სოფელში, სადაც ვმსახურობდი, ერთი კაცი ცხოვრობდა, სახელად დიმიტრი. მართალია, ქრისტიანი იყო, მაგრამ, უხამს ცხოვრებას ეწეოდა, ბილწსიტყვაობდა, ლოთობდა, მრუშობდა, ერთი სიტყვით, უკანასკნელი ადამიანი იყო. დიდხანს ცხოვრობდა ასე და მისი გამოსწორების იმედიც კი აღარ გვქონდა, მაგრამ, მოხდა ისე, რომ ერთხელ სახნავში წასვლა გადაწყვიტა. როგორც კი საბძელში შევიდა, უეცრად ვიღაცამ კეფაში ძლიერად დაარტყა, თანაც, ისე, რომ პირქვე დაეცა და ცხვირ-პირი დაუსისხლიანდა. საბძელი ცარიელი იყო, დიმიტრიც სრულიად ფხიზელი გახლდათ. ამ ამბავმა იგი ძლიერ შეაძრწუნა. შემდეგ თავად მიყვებოდა: „მინდორში წავედი, სახე სულ სისხლში მქონდა მოსვრილი. წყაროსთან პირი მოვიბანე, მაგრამ საქმის დაწყება ვერ შევძელი, სულ ვფიქრობდი: ნეტავ, რა დამემართა-მეთქი? დავჯექი და, დიდხანს ფიქრის შემდეგ გადავწყვიტე, უწინდელი, ცოდვილი ცხოვრებისთვის თავი დამენებებინა და ღვთივსათნო ცხოვრება დამეწყო. შუაგულ მინდორში მუხლებზე დავეცი, ავტრიდი, ჯვარი გადავისახე და ხმამაღლა მივმართე უფალს: „შენს სახელს ვფიცავ, აღარ შევცოდავ“. მას შემდეგ სულ სხვა ადამიანად ვიქეცი – უწინდელ ცხოვრებას შევეშვი: აღარ ვქურდობდი, სმას თავი დავანებე, აღარც ვიგინებოდი, აღარც ვმრუშობდი...

– რა? ვკითხე დიმიტრის, – ნუთუ ფიცის შემდეგ ცდუნება არ გქონია?

– როგორ არა, მამაო, ცდუნებებიც იყო, გული ისევ ძველი ცხოვრებისკენ მიმიწევდა. ერთხელ კი, ლამის თავი ვეღარ შევიკავე. მეზობელ სოფელში დღესასწაულობდნენ და ბაზრობა იყო გამართული, მეც იქითკენ გავეშურე. გზაში ვხედავ, ვიღაცის საფულე გდია, თანაც, ფულით გატენილი. მეც მაშინვე ჯიბისკენ გავიქანე, ფულიც კი არ დამითვლია, ისე ვჩქარობდი, რომ ვინმეს არ დავენახე. ერთი კი დანამდვილებით ვიცოდი, რომ საფულეში ქაღალდის ფულიც და ვერცხლიც უამრავი იყო. გზა განვაგრძე და თან ვფიქრობ: ამ საფულეს არავის მივცემ, პატრონიც რომ შემომხვდეს, არ დავუბრუნებ, ძლივს ამხელა ქონება მეღირსა... და, უეცრად, გზაზე ისევ პირქვე დავეცი, მაშინდელივით სახე ისევ დავისისხლიანე, თუმცა, ნასვამი არც ახლა ვიყავი. უშვერი სიტყვებით შევიგინე და იმავე წამს ჩემს თავზე რაღაც ახმაურდა, თითქოს უზარმაზარი ფრინველი დამტრიალებდა. ავიხედე და ადგილზე გავიყინე: ჩემ პირდაპირ, ჰაერში, ფრთოსანი ანგელოზი იდგა. „დიმიტრი! – მრისხანედ მომმართა მან, – სადაა შენი ფიცი? მე ხომ გავიგონე, მინდორში რომ შეჰფიცე უფალს, ახლა კი ისევ უწინდელს უბრუნდები?“

მთელი სხეულით ავცახცახდი, როცა გონს მოვეგე, ჯიბიდან საფულე ამოვიღე და შორს მოვისროლე. დღესასწაულზე აღარ წავსულვარ, სახლში დავბრუნდი და განცდილ ამბებზე დიდხანს ვფიქრობდი“.

– ეს ამბავი დიმიტრიმ თავად მომითხრო, – განაგრძობდა თხრობას მოძღვარი, – ამის შემდეგ მის შესახებ მხოლოდ კარგს თუ გაიგონებდით, ძირფესვიანად შეიცვალა.

ანგელოზის გამოცხადებიდან ათი წელი იყო გასული, მაგრამ, დიმიტრი თავისი ფიცის ერთგული რჩებოდა. მე უკვე სხვაგან ვმსახურობდი, როდესაც ჩემთან მისი სოფლიდან ჩამოვიდნენ და შემატყობინეს, რომ დიმიტრი ავად გამხდარიყო და თავისთან მიხმობდა. მაშინვე მისკენ გავეშურე. ქოხში შევედი და დავინახე, რომ იგი თვალდახუჭული იწვა. როგორც კი დავუძახე, მაშინვე წამოხტა.

– მამაო! – შესძახა მღელვარებისგან სუნთქვაშეკრულმა დიმიტრიმ, – ახლა, თქვენ წინაშე, კიდევ ვიხილე ანგელოზი. მან მითხრა, რომ უნდა მოვემზადო, რადგან, ამაღამ გარდავიცვლები.

დიმიტრიმ აღსარება მითხრა და ვაზიარე. ის ჯერ კიდევ ახალგაზრდა და ძლიერი იყო. ამიტომ, დარწმუნებული ვიყავი, რომ მალე აუცილებლად გამოჯანმრთელდებოდა, არც გარეგნულად ეტყობოდა მძიმე ავადმყოფობის ნიშნები, მაგრამ, ანგელოზის გამოცხადების შესახებ რა მეფიქრა, არ ვიცოდი.

დიმიტრი იმავე ღამეს გარდაიცვალა.

სერგი ნილუსის წიგნიდან – „ღვთის მდინარის ნაპირას“

скачать dle 11.3